კამელია - დედოფალი იაპონიიდან

მებაღის რჩევები

22 ივლისი 12:00, 2015 წელი

იაპონური კამელიას მოვლისა და გამრავლების წესები.


კამელია (ლათ. Camellia)
- ჩაისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც 80-ზე მეტ სახეობას აერთიანებს და ძირითადად, აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებზე, კორეაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებშია გავრცელებული.


კამელიას სახელწოდება  მორავიელი ფარმაცევტისა და მღვდელმსახურის გ.ი. კამელიუსის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში პირველმა შემოიტანა ეს ულამაზესი მცენარე ევროპაში.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია იაპონური კამელია (Camellia japonica) და მისი ჰიბრიდული ფორმები, რომლებიც ბუჩქის ან მომცრო ზომის ხის სახით იზრდება და აქტიურად მოჰყავთ როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახებსა და ორანჟერეებში.
იაპონურ კამელიას ხასხასა მწვანე, პრიალა, ტყავისებური და გვერდებში დაკბილული ფოთლები აქვს, ყვავილები კი ფორმით ვარდს, პიონს, ზოგჯერ მიხაკსაც წააგავს და შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი ან თეთრი ფერის. არსებობს ასევე ჭრელ და ყვითელყვავილიანი ველური სახეობები.
ოთახის პირობებში იაპონური კამელია 1 მ-ზე მაღალი არ იზრდება, ხოლო მთელი მისი ხიბლი ის არის, რომ მთელი ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში შეუსვენებლად ყვავის.


 


განათება და ტემპერატურა
მიუხედავად იმისა, რომ იაპონური კამელია სინათლის მოყვარული მცენარეა, მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ამიტომ უმჯობესია, კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ, დღის ცხელ მონაკვეთში კი თხელი ფარდით მოუჩრდილოთ.
ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 20-250C-ია, ზამთარში კი გაცილებით დაბალი ტემპერატურა ურჩევნია - საკმარისია, ოთახში, სადაც კამელია დგას, თერმომეტრი მაქსიმუმ 120C -ს აჩვენებდეს.
აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მცენარეს შემინულ ვერანდაზე ან ორანჟერეაში გამოაზამთრებთ.


 


ჰაერის ტენიანობა
იაპონურ კამელიას მაღალი ტენიანობის ჰაერი მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ქოთნის სადგამზე სველ ქვიშას ან კერამზიტს დაუყრით, დროდადრო კი ფოთლებზე წყალსაც შეასხურებთ.



მორწყვა
იაპონური კამელია ზაფხულში უხვად უნდა მოირწყას, ზამთარში კი - შედარებით იშვიათად.
მოსარწყავად წვიმის წყალი, თოვლის ნადნობი ან 3 დღის განმავლობაში ნადგომი წყალი გამოიყენეთ. მორწყვის შემდეგ სადგამზე გამოჟონილი ზედმეტი წყალი დაუყოვნებლივ გადაღვარეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
იაპონურ კამელიას გადარგვა იშვიათად - 2-3 წელიწადში ერთხელ სჭირდება.
ოთახის მცენარეების უმრავლესობისგან განსხვავებით, ის არა გაზაფხულზე, არამედ ზამთრის დასაწყისში უნდა გადაირგას.
მცენარეს  ნაკლებად მჟავე რეაქციის, ფხვიერი და კარგად წყალგამტარი ნიადაგი მოსწონს.
კარგი იქნება, ჩვეულებრივ მიწაში ცოტაოდენი ტორფი, ქვიშა და ფოთლოვანი მიწა გადაურიოთ.


 


ყვავილობა
იმ შემთხვევაში, თუ იაპონურმა კამელიამ ძალიან ბევრი საყვავილე კვირტი განივითარა, რეკომენდებულია თითო ტოტზე მხოლოდ 2-3 ძლიერი კვირტის დატოვება.
დანარჩენები მცენარეს ფრთხილად უნდა მოაცილოთ და დარჩენილი კვირტებიდან გაცილებით დიდი და ლამაზი ყვავილები განვითარდება.



განოყიერება

იაპონურ კამელიას განოყიერება ყვავილობის დასრულებიდან ახალი კვირტების განვითარებამდე სჭირდება. ამისთვის შეგიძლიათ რომელიმე მინერალური ან ორგანული სასუქი გამოიყენოთ.


 


გამრავლება
იაპონური კამელია შეგიძლიათ ნორჩი კენწეროს კალმებით გაამრავლოთ.
ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა ივლისი.
კენწეროს კალამი ტორფისა და ქვიშის ნაზავში (1/1) ან პერლიტში უნდა დააფესვიანოთ.
ასეთი წესით, კალამი 2 თვეში  დაფესვიანდება, რის შემდეგაც შეგიძლიათ, ცალკე ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


 


შეწამვლა
არასწორი მოვლის პირობებში, იაპონურ კამელიას შესაძლოა, მავნებლები გაუჩნდეს.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და მცენარის ინსექტიციდებით შეწამვლა.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?