აიხრიზონი - „სიყვარულის ხე“

მებაღის რჩევები

15 აგვისტო 12:00, 2015 წელი

აიხრიზონი პატარა ბუჩქის ან ჯუჯა ხის ფორმის მცენარეა, რომელსაც ხალხში „სიყვარულის ხეს“ ეძახიან და ხანგრძლივი სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ზოგიერთი სახეობა ძალიან ჰგავს კრასულას, იგივე „ბარაქის ხეს“ და ხშირად ეს ორი მცენარე ერთმანეთში ერევათ კიდეც.


აიხრიზონი (ლათ. A
ichryson) - მსუქანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სუკულენტი მცენარეა, რომელიც 15-მდე სახეობას აერთიანებს  და, ძირითადად, კანარიისა და აზორის კუნძულებზე, მადეირასა და მაროკოშია გავრცელებული.
აიხრიზონის ზოგიერთი სახეობა ძალიან ჰგავს კრასულას, იგივე „ბარაქის ხეს“ და ხშირად ეს ორი მცენარე ერთმანეთში ერევათ კიდეც.
თუმცა, აიხრიზონი კრასულასთან შედარებით კომპაქტური ზომის მცენარეა და, გარდა ამისა, გამოირჩევა გულის ფორმის, პატარა და მწვანე ფოთლებით. სწორედ ასეთი ფორმის ფოთლების გამო ხალხში აიხრიზონს „სიყვარულის ხესაც“ ეძახიან და არაერთ ქვეყანაში ხანგრძლივი სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ.
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, თუ სახლში ამ მშვენიერ მცენარეს დააბინავებთ, ცხოვრების მეგზურს მალე იპოვით, ხოლო თუ უკვე გყავთ გულისსწორი - ოჯახური სიმშვიდე და სიტკბოება ცხოვრების ბოლომდე გექნებათ გარანტირებული.


 



განათება და ტემპერატურა
აიხრიზონს ჩრდილში ყოფნა არ მოსწონს და კარგი განათება სჭირდება.
მიუხედავად ამისა, მცენარე მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ, რადგან არასაკმარისი განათებისგან თუ ფოთლები უუფერულდება და სცვივა, მზის პირდაპირი სხივები მთლიანად აყვითლებს, ქვემოთა ფოთლებს უჭკნობს და ზრდაშიც აფერხებს.
იმისთვის, რომ მცენარე ლამაზად გაიზარდოს, საჭიროა, დროდადრო სინათლისკენ მოვაბრუნოთ.
აიხრიზონს ზომიერი სითბო უყვარს.
სასურველია, ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსს არ აჭარბებდეს.
მცენარე ცუდად რეაგირებს ორპირ ქარსა და სიცივეზე, ამიტომ ეცადეთ, ტემპერატურა ზამთარში 15 გრადუსს არ ჩამოსცდეს, ფანჯარა კი მუდამ დაკეტილი გქონდეთ.
არ შეიძლება მცენარის დადგმა გამათბობელ საშუალებებთან.


ჰაერის ტენიანობა
აიხრიზონი კარგად იტანს ჰაერის დაბალ ტენიანობას, ამიტომ წყლის შესხურებას ან სველი ტილოთი გაწმენდას არ საჭიროებს.


 


მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში აიხრიზონს რეგულარული მორწყვა სჭირდება, მხოლოდ ისე, რომ მცენარეს ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს.
შემოდგომასა და ზაფხულში კი მორწყვის ინტენსივობა და მოსარწყავი წყლის რაოდენობა შეამცირეთ და მცენარე მცირე რაოდენობის წყლით, რაც შეიძლება იშვიათად, მხოლოდ მიწის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.



ნიადაგი
ნიადაგის მიმართ აიხრიზონი მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის და ღარიბ მიწასაც კარგად ეგუება.
თუმცა, ნოყიერ ნიადაგში ჩარგვის შემთხვევაში გაცილებით კარგადაც გაიზრდება და უფრო ინტენსიური შეფერილობის ფოთლებიც ექნება. 
ამიტომ, კორდის მიწას ცოტაოდენი ქვიშა, გადამწვარი ნაკელი და ნეშომპალა გადაურიეთ და მცენარე მასში გამოზარდეთ.
კარგი იქნება, ნიადაგში ცოტაოდენ დაფხვნილ აგურს ან ნახშირს თუ გადაურევთ, ქოთნის ძირში კი მსხვილი კენჭების თხელი ფენისგან კარგ დრენაჟს მოაწყობთ.
 



გადარგვა
აიხრიზონს გადარგვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ფესვები ქოთანს გაავსებს.
ასეთ შემთხვევაში, ამოიღეთ მცენარე ძველი ქოთნიდან, ფესვებიდან მხოლოდ მიწის ნახევარი შემოაცალეთ და შედარებით მოზრდილ, დაბალ და განიერ ქოთანში გადარგეთ.
ახალი ქოთანი უმჯობესია, თიხისგან იყოს დამზადებული.
აიხრიზონი გადარგვიდან მხოლოდ 4-5 დღის შემდეგ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მორწყათ, რადგან დიდი რაოდენობით წყლის გამოყენებამ შესაძლოა, ახლად გადარგული მცენარის ფესვების ლპობა გამოიწვიოს.


 


განოყიერება
აიხრიზონს განოყიერება მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში - გაზაფხულსა და ზაფხულში სჭირდება. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში მცენარეს რეგულარულად (კვირაში 2-ჯერ) სპეციალურად სუკულენტი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით გაანოყიერებთ.


 


გასხვლა
აიხრიზონი შეგიძლიათ, პატარა ბუჩქის ან ჯუჯა ხის ფორმით გაზარდოთ.
ამისთვის კი აუცილებელია, მცენარე დროდადრო გაისხლას.
გასხვლა უნდა მოხდეს ვეგეტაციის პერიოდში.
სასურველი ზომისა და ფორმის მისაცემად დანით ან სპეციალური მაკრატლით ახალგაზრდა ტოტების კენწეროები ოდნავ უნდა მოიჭრას.


 


გამრავლება
აიხრიზონის გამრავლება ყველაზე მარტივად კალმის დაფესვიანებით შეგიძლიათ, ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს კალამი და, დაახლოებით, 24 საათის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას მოათავსოთ, შემდეგ კი წყლიან ქილაში ან ვერმიკულატში დააფესვიანოთ.
წყალში დაფესვიანებისას წყალს ერთი ნატეხი ნახშირი უნდა დაამატოთ.
როდესაც კალამს ფესვები გამოუვა, ცალკე ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?