ადენიუმი - „უდაბნოს ვარდის“ მოვლის წესები

მებაღის რჩევები

26 აგვისტო 12:00, 2015 წელი

ულამაზესი ყვავილების გამო ეს ბუჩქოვანი, დეკორატიული მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს თითქმის მთელ მსოფლიოში. ადენიუმს „უდაბნოს ვარდსაც“ უწოდებენ, რადგან მცენარის სახელწოდება მრავალ ენაზე სწორედ ასე ითარგმნება.


 


ადენიუმი (ლათ. Adenium) ქენდირისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბუჩქოვანი ან ხისებრი სუკულენტი მცენარეა, რომელიც  აფრიკის ტროპიკულ რაიონებში - ძირითადად, სენეგალში, სუდანსა და კენიაში, ასევე არაბეთის ნახევარკუნძულებზეა გავრცელებული.
ადენიუმის ღერო  ძლიერად დატოტვილი, სქელი ვარჯია, რომელზეც მწვანე, მოყვითალო-თეთრი, ან მოწითალო-შავი ლანცეტისებური ფოთლებია განლაგებული.
მცენარეს განსაკუთრებულ დეკორატიულობას სძენს კაშკაშა ალისფერი ყვავილები და სწორედ ამის გამოა, რომ ის თითქმის ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყვავილის შიდა ნაწილი, როგორც წესი, შედარებით ღია ფერისაა და შესაძლოა, ვარდისფერიდან  ყვითელ ან თეთრ შეფერილობამდე მერყეობდეს.
ადენიუმის წვენი შხამიანია და მისი დაზიანებული ან მოჭრილი ნაწილების ლორწოვან გარსზე მოხვედრას უნდა მოერიდოთ. ამიტომ უმჯობესია, მცენარესთან მუშაობის დროს ხელთათმანი გაიკეთოთ, სამუშაოების დამთავრების შემდეგ კი ხელი აუცილებლად საპნით დაიბანოთ.


 



განათება და ტემპერატურა
ადენიუმს კარგი განათება სჭირდება.
აუცილებელია დღეში რამდენიმე საათით მზის პირდაპირი სხივებიც ხვდებოდეს.
ზამთარში (როცა მცენარე ისვენებს) შეგიძლიათ, შედარებით ნაკლებად განათებულ ადგილზე გადაიტანოთ, მაგრამ როცა გაზაფხულზე კვლავ მის სინათლეში დაბრუნებას დააპირებთ, პირდაპირ განათებულ ფანჯარასთან არ დადგათ - მზის სხივებს ეტაპობრივად მიაჩვიეთ.
ადენიუმს უყვარს სითბო, სიცხეც კი. ამიტომ ზაფხულში 25-350C-ზეც კარგად ძლებს.
ზამთარში ეცადეთ, ტემპერატურა 10-150C მაინც იყოს, 100C-ს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოსცდეს.


ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა ადენიუმისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა კარგი იქნება, თუ ხანდახან (განსაკუთრებით ძლიერ სიცხეში) ფოთლებზე წყალს აკურატულად შეასხურებთ (ისე, რომ ყვავილებზე არ მოხვდეს).


 


მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში (როცა ცხელა და მცენარე აქტიურად იზრდება) ადენიუმი უხვად მორწყვას საჭიროებს.
ზამთარში კი მორწყვა შედარებით უნდა შეამციროთ, მხოლოდ ისე, რომ ნიადაგი არ გამოშრეს.
მოსარწყავად უმჯობესია, ოთახის ტემპერატურის, რბილი  წყალი გამოიყენოთ, რომელშიც თვეში 1-ხელ ან 2-ჯერ შეგიძლიათ, ლიმონის რამდენიმე წვეთიც (2-3 წვეთი ლიმონის წვენი ერთ ლიტრ წყალზე) გაურიოთ.


 


 


ნიადაგი და გადარგვა
ადენიუმის გადარგვის სიხშირე მის ზრდაზეა დამოკიდებული.
ოთახის პირობებში კი ადენიუმი საკმაოდ სწრაფად იზრდება (თუმცა მისი სიმაღლე ოთახის პირობებში 50 სმ-ს არ სცდება მაშინ, როცა ბუნებაში შეიძლება 3 მ-საც კი აღწევდეს).
აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა მცენარე საშუალოდ წელიწადში ერთხელ, ზრდასრული კი - 2 წელიწადში ერთხელ გადარგეთ.
ადენიუმის ზრდას გარკვეულწილად ქოთნის ზომაც განსაზღვრავს, ამიტომ თუ გსურთ, შედარებით მცირე ზომის მცენარე გყავდეთ, ძალიან დიდ ქოთანში ნუ ჩარგავთ და შედარებით დაბალ და ფართო ქოთანში გამოზარდეთ.
ნიადაგი აუცილებლად ნოყიერი უნდა იყოს და ჰაერსა და წყალს კარგად უნდა ატარებდეს.
შეგიძლიათ ამისთვის სუკულენტებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგი გამოიყენოთ, რომელსაც ცოტაოდენ პერლიტს ან ბერმუკულატს დაამატებთ.
მცენარისთვის კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ, ამისთვის ქოთნის ფსკერზე თხელ ფენად კერამზიტის მსხვილი ნატეხები მოაყარეთ.


 


განოყიერება
კარგი იქნება, თუ აქტიური ზრდის პერიოდში, თვეში 1-2-ჯერ, ადენიუმს სუკულენტი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიერებთ. ზამთარში მცენარე განოყიერებას არ საჭიროებს.


 


გამრავლება
ადენიუმი შეგიძლიათ, თესლით ან კალმის დაფესვიანებით გაამრავლოთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა: ადენიუმის თესლი ჯერ წინასწარ წყალში დაალბოთ (1-2 საათით), შემდეგ კი ქვიშისა და პერლიტის ნაზავში დათესოთ (მაღალი მჟავიანობის გამო, ტორფის გამოყენება არ შეიძლება).
ნათესს შუშის ქილა ან პლასტმასის ბოთლი უნდა დააფაროთ და თბილ, ნათელ ადგილას (22-240C -ზე) მოათავსოთ.


რაც შეეხება ადენიუმის კალმით გამრავლებას: მცენარეს უნდა მოაჭრათ, დაახლოებით, 10 სმ-ის სიგრძის კალამი, 1-2 დღით მშრალ და ბნელ ადგილას უნდა დადოთ და შემდეგ რამდენიმე საათით რომელიმე ზრდის სტიმულატორში მოათავსოთ. ყოველივე ამის შემდეგ კალამი ქვიშისა და პერლიტის ნაზავში უნდა დააფესვიანოთ.
ტენიანობის შესანარჩუნებლად კალამს შუშის ქილა ან პლასტმასის ბოთლი უნდა დააფაროთ, დროდადრო კი გაანიავოთ. შეგიძლიათ, კალამი პირდაპირ წყალშიც დააფესვიანოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?