ქოთნის ჰორტეზიას მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

12 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

ეს მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარე ევროპაში პირველად მე-19 საუკუნეში იაპონიიდან შემოიტანეს და მას შემდეგ ფართოდაა გავრცელებული როგორც ღია გრუნტში, ისე ორანჟერეებსა და საოთახო მემცენარეობაში.

ჰორტეზია, იგივე ჰიდრანგეა (ლათ. Hydrangea) - ჰორტეზიასებრთა (ჰიდრანგეასებრთა) ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარეა, რომელიც 80-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ბუნებაში ჰორტეზიას სახეობები გვხვდება როგორც ბუჩქის, ისე ნახევრად ბუჩქისა და ლიანების სახით და მათი უმრავლესობა ფოთოლმცვენია.


ევროპაში ჰორტეზია პირველად 1820 წელს, იაპონიიდან შემოიტანეს და იმ დროისთვის ის  ქოთნის მცენარედ იყო მიჩნეული (მაშინ მხოლოდ მცენარის არასაკმარისად ყინვაგამძლე სახეობები იყო ცნობილი).  
მას შემდეგ, ჰორტეზიას მრავალი სახეობა გამოიყვანეს და დღეისთვის ის გავრცელებულია როგორც საოთახო მემცენარეობაში, ისე ორანჟერეებსა და ღია გრუნტში.
ჰორტეზიას ფართო, კვერცხისებური ფორმის ფოთლები აქვს. ლასტისებრ ყვავილედზე კი ცენტრში - ორსქესიანი და წვრილი, ხოლო გარშემო - უსქესო და მსხვილი ყვავილებია განლაგებული. ყვავილების შეფერილობა შესაძლოა ვარდისფერიდან, თეთრ, ჟოლოსფერ ან  ცისფერ შეფერილობამდე მერყეობდეს. ცნობილია ისიც, რომ მჟავე ნიადაგში გამოზრდილი ჰორტეზიას ყვავილები ცისფერია, ხოლო ტუტე ნიადაგში გამოზრდის შემთხვევაში - ვარდისფერ შეფერილობას იღებს.
ჰორტეზიას სახეობების უმრავლესობა ღუა გრუნტში 1-2 მ-მდე იზრდება, ამიტომ ოთახის პირობებში მოსახერხებელია მისი შედარებით ტანმომცრო სახეობის - დიდფოთოლა ჰორტეზიას (Hydrangea macrophylla) გამოზრდა.


 


განათება და ტემპერატურა
ჰორტეზია ცუდად იტანს ზაფხულის მწველ მზეს, ამიტომ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში აუცილებლად ფარდით მოუჩრდილეთ, ან ოთახის კარგად განათებულ კუთხეში, მაგრამ ნახევრად ჩრდილში გადაიტანეთ. დღის სხვა მონაკვეთში პირიქით - ყველაზე განათებულ ადგილას მოთავსებაა რეკომენდებული.
ჰორტეზიას უყვარს სიგრილე, ამიტომ უმჯობესია, თუ მცენარეს, დამთბარი ოთახის ნაცვლად, ბნელ და გრილ ადგილას (მაგალითად, სარდაფში), 5-8 0C-ზე გამოაზამთრებთ.
ზაფხულში რეკომენდებულია მცენარის სუფთა ჰაერზე გატანა და ჩრდილში მოთავსება, მხოლოდ ისე, რომ ორპირი ქარი არ ხვდებოდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
ჰორტეზია ტენიანი კლიმატის მცენარეა, ამიტომ ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს.
ტენიანობის ასამაღლებლად, სასურველია, მცენარეს დროდადრო ფოთლებზე წყალი შეასხუროთ, ქოთანი კი წყლიან ჭურჭელში მოათავსოთ.


 


მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში ჰორტეზია რეგულარულად და უხვად უნდა მოირწყას, შემოდგომა-ზამთარში კი მორწყვა შედარებით უნდა შეამციროთ და მიწის ზედაპირის გამოშრობას დაელოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს სარდაფში აზამთრებთ, შეგიძლიათ, საერთოდ არ მორწყათ, მცენარე საჭირო ტენს სიგრილეში ისედაც შეინარჩუნებს.
მოსარწყავად, წელიწადის ნებისმიერ დროს ოთახის ტემპერატურის ნადგომი წყალი ან წვიმის წყალი გამოიყენეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ოთახის პირობებში ახალგაზრდა ჰორტეზიას გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება. როგორც წესი, ამას ადრე გაზაფხულზე, ყვავილობის დასრულების შემდეგ აკეთებენ.
უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ოთახის ჰორტეზია ქოთანში მხოლოდ 3-5 წელს ცხოვრობს, ამის შემდეგ მცენარე ღია გრუნტში გადააქვთ, მის ადგილას კი ახალგაზრდა მცენარეს რგავენ.
რაც შეეხება ნიადაგს, ჰორტეზია განსაკუთრებით კარგად მჟავე და სასუქებით განოყიერებულ ნიადაგში იზრდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვეულებრივ კორდის მიწას, ტორფს, წიწვოვანს, ცოტაოდენ ქვიშასა და გადამწვარ ნაკელს დაამატებთ.
კვირტების გამოსვლისთანავე, თვეში ორჯერ ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქის მიცემაც არ დაგავიწყდეთ.


 


გასხვლა
ყვავილობის დასრულებისთანავე ჰორტეზიას გამოხშირავენ და მხოლოდ რამდენიმე ყველაზე ძლიერ ტოტს უტოვებენ.
გარდა ამისა, მცენარე გაზაფხულობით ტოტების 1/3-ით შემოკლებასა და სუსტი, დაზიანებული და გამოშვერილი ტოტების მოჭრასაც საჭიროებს.


 


გამრავლება
ჰორტეზია შეგიძლიათ თესლით, კალმით ან ბუჩქის დაყოფით გაამრავლოთ, ამათგან ყველაზე მარტივია კალმითა და ბუჩქის დაყოფით გამრავლება.
ბუჩქის დაყოფის წესით მცენარე გადარგვისას გამრავლეთ.
მცენარის კალმით გასამრავლებლად კი საჭიროა:
ზაფხულში (უმჯობესია, ივლისში) მოაჭრათ მცენარეს დაახლოებით 8-10 სმ-ის სიგრძის მწვანე ტოტი (ისე, რომ დასაფესვიანებელ ტოტს 2-3 კვირტი ჰქონდეს) და რამდენიმე საათით რომელიმე ზრდის სტიმულატორში მოათავსეთ.
ამის შემდეგ კალამი ტორფისა და ქვიშის ნარევში, 2-4 სმ-ის სიღრმეზე მოათავსეთ და ზემოდან პოლიეთილენის ბოთლი ან შუშის ქილა დააფარეთ. დასაფესვიანებელი კალამი ყოველდღიურად გაანიავეთ და წყალიც უხვად მოასხურეთ. ასეთი წესით კალამი დაახლოებით 5-6 კვირაში დაფესვიანდება, რის შემდეგაც ქოთანში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.



დაავადებები
ჰორტეზიას შესაძლოა, ობობის ტკიპა, ნ სხვა მავნებელი მწერი გაუჩნდეს.
თუ ჰორტეზიას ფოთლებზე რომელიმე მავნებელს შეამჩნევთ, ეცადეთ, მცენარე დროულად ინსექტიციდით შეწამლოთ.
კარგი იქნება, თუ დროდადრო ფოთლებს საპნიანი წყლითაც დაამუშავებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?