აუკუბა - ოქროს ხე, რომელსაც ოჯახში ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს

მებაღის რჩევები

10 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

აუკუბა მარადმწვანე ფოთოლდეკორატიული მცენარეა, რომელსაც ოქროსფრად დაწინწკლული, ულამაზესი ფოთლების გამო, ოქროს ხესაც უწოდებენ და ხალხში ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.


აუკუბა (ლათ. Aucuba)
- მარადმწვანე ფოთლოდეკორატიული მცენარეა, რომელიც ბუნებაში ბუჩქებისა და ტანდაბალი ხეების სახით  გვხვდება. აუკუბას სამშობლოდ მიჩნეულია იაპონია, თუმცა მცენარე ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში, ტაივანში, ჰიმალაისა და კორეის ნახევარკუნძულებზე.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე ხშირად აუკუბას ორი სახეობა გვხვდება: იაპონური აუკუბა (Aucuba japonica) და აუკუბა ჰიმალაური (Aucuba himalaica).
ბუნებრივ პირობებში აუკუბა 4 მ-მდე იზრდება, თუმცა ოთახის პირობებში შესაბამისი მოვლით (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულარული გასხვლა) შესაძლებელია, მისი სიმაღლე 1-1,5 მ-ს არ აჭარბებდეს.
აუკუბა ყვავილობას გაზაფხულის დასაწყისიდანვე იწყებს და მოწითალო-მოყავისფრო ყვავილებით ყვავის. ყვავილობის შემდეგ ის კენკრისებურ ნაყოფს ისხამს, რომელიც დამწიფების შემდეგ წითელი ან ფორთოხლისფერია. გაითვალისწინეთ, რომ აუკუბას ნაყოფი შხამიანია და მცენარე ამ პერიოდში ბავშვებს უნდა მოარიდოთ.


 


განათება
ახალგაზრდა აუკუბა, სანამ დიდ ზომას მიაღწევს, ფანჯრის რაფაზე უნდა მოათავსოთ, ხოლო მოზრდილი - ფანჯრის ახლოს, იატაკზე. თუმცა მცენარე ერთნაირად კარგად იზრდება, როგორც ნათელ ადგილას, ისე ნახევრად ჩრდილში და მეტი შუქი მხოლოდ ფოთლების უფრო მეტად ნათელ შეფერილობას განაპირობებს.


 


ტემპერატურა
აუკუბას სიცხე არ უყვარს და ზამთარ-ზაფხულ ზომიერი ტემპერატურა სჭირდება: ზაფხულში - 18-200C, ზამთარში კი - 8-140C. მთავარია, ჰაერის ტემპერატურა 50C-ს არ ჩამოსცდეს.


 



მორწყვა
გაზაფხულიდან შემოდგომამდე აუკუბა უხვად უნდა მოირწყას, მხოლოდ ეცადეთ, ყოველ მომდევნო მორწყვამდე მიწის ზედაპირი გამოუშრეს.
შემოდგომასა და ზამთარში, მორწყვის ინტენსივობასთან ერთად, წყლის რაოდენობაც უნდა შეამციროთ და მცენარე მცირე რაოდენობის წყლით 10-12 დღეში 1-ხელ მორწყათ.


 


ჰაერის ტენიანობა
კარგი იქნება, თუ აუკუბას დიდ და დეკორატიულ ფოთლებს პერიოდულად სველი ჩვრით გაწმენდთ ან გრილი შხაპით ჩამორეცხავთ. ეს მცენარეს მტვრისგანაც გაასუფთავებს და ტენიანობის ამაღლებაშიც დაეხმარება. თუმცა, აუკუბას სქელი, ტყავისებური ფოთლები ტენს კარგად ინარჩუნებს და ამის გამო მცენარეს ჰაერის დაბალი ტენიანობაც კარგად გადააქვს.






ნიადაგი და გადარგვა
ეცადეთ, აუკუბა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადარგოთ, რადგან მცენარეს ძალიან სუსტი ფესვები აქვს და დაზიანების შემთხვევაში ფესვების განვითარებას დიდი დრო სჭირდება.
ამიტომ კარგი იქნება, თუ აუკუბას თავიდანვე მოზრდილ ქოთანში ჩარგავთ, წელიწადში ერთხელ კი მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენას გამოუცვლით (დაახლოებით, 10 სმ-ზე).
რაც შეეხება ნიადაგს, ის ფხვიერი და მსუბუქი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ბაღის მიწას ნეშომპალას, ტორფსა და ქვიშას გადაურევთ (1/1/1/0,5). 
დრენაჟისთვის აუცილებელია ქოთნის ფსკერზე თხელ ფენად კენჭები ან კერამზიტის ნატეხები დაალაგოთ.


 


განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხულსა და ზაფხულში) კარგი იქნება, აუკუბა თვეში 2-ჯერ, ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე ორგანული ან კომპლექსური მინერალური სასუქით გაანოყიეროთ.


 


გასხვლა
იმისთვის, რომ აუკუბა ზომაში ძალიან არ გაიზარდოს და ლამაზად დაიბუჩქოს, პერიოდულად მისი გასხვლაა საჭირო. ეს კი უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ნაყოფი დამწიფდება.
გასხვლის პროცესი რთული არ არის  და  მაკრატლის მეშვეობით ტოტების ერთი მესამედით დამოკლებას გულისხმობს.


 


გამრავლება
აუკუბა შეგიძლიათ, კენწეროს კალმით გაამრავლოთ, ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს 10-12 სმ კალამი და ტორფისა და ქვიშის ნაზავში დააფესვიანოთ. დასაფესვიანებელ კალამს პოლიეთილენის ფენის ან პლასტმასის ბოთლისგან მინი-სათბური უნდა მოუწყოთ და დროგამოშვებით მიწა დაუნამოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?