„ოქროს თევზი“ - დეკორატიული მცენარე თუ აკვარიუმის ულამაზესი ბინადარი?!

მებაღის რჩევები

3 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

ნემატანტუსი, იგივე „ოქროს თევზი“ სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში გავრცელებული ულამაზესი მცენარეა, რომელიც ნახევრად ბუჩქოვანი სუკულენტებისა და ლიანების 30-მდე სახეობას აერთიანებს და სამშობლოში ველურად ხარობს ტოტებს შორის შექმნილ ე.წ. ბუდეებში.
რა საერთო აქვს მცენარეს აკვარიუმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბინადართან და როგორ მოვუაროთ მას ოთახის პირობებში?!


ნემატანტუსი (ლათ. Nematanthus)
- გესნერისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, სადაც ის ტროპიკულ ტყეებში ხარობს და მისთვის დამახასიათებელია ეპიტიფური და ნახევრად ეპიტიფური ცხოვრების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე იზრდება ტოტებს შორის შექმნილ ე.წ. ბუდეებში, სადაც ნიადაგს ხეებიდან ჩამოცვენილი ნაწილები ქმნიან.
ნემატანტუსს წვრილი ფოთლები აქვს, რომელიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი - ლურჯი ან იასამნისფერი. მოკლე ღეროზე განლაგებული ყვავილები წითელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი, ვარდისფერი ან მუქი იისფერია, ხოლო ფორმით ოქროს თევზს მოგვაგონებს. სწორედ ყვავილების ასეთი ფორმის გამოა, რომ მცენარეს ხალხში „ოქროს თევზსაც“ ეძახიან.


 


განათება
ნემატანტუსი სინათლის მოყვარული მცენარეა და კარგი ზრდისთვის მკვეთრი, მაგრამ გაფანტული შუქი სჭირდება.
ამიტომ კარგი იქნება, თუ მცენარეს მზიან ფანჯარასთან მოათავსებთ, ზაფხულობით კი მზის მწველ სხივებს თხელი ფარდით გაუფანტავთ.



ტემპერატურა
ნემატანტუსისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი წელიწადის დროზეა დამოკიდებული - გაზაფხულსა და ზაფხულში (აქტიური ზრდის პერიოდში) ოთახის ტემპერატურა 19-250C უნდა იყოს, ზამთარში კი (მოსვენების პერიოდში) - 150C .



ჰაერის ტენიანობა
ნემატანტუსი უპირატესობას მაღალი ტენიანობის ჰაერს ანიჭებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ პერიოდულად (განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში) ფოთლებზე წყალს შეასხურებთ, ქოთანს კი 10-20 წუთით წყლიან თასში მოათავსებთ.


 


მორწყვა
ნემატანტუსი ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ გაზაფხულიდან შემოდგომამდე უხვად უნდა მოირწყას. ზამთარში (განსაკუთრებით, თუ მცენარეს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე აზამთრებთ) მორწყვა შემაცირეთ და მიწის ზედაპირის გამოშრობას დაელოდეთ.


 



ნიადაგი და გადარგვა
ნემატანტუსი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაირგას, ანუ მაშინ, როდესაც ფესვები ქოთანს გადაავსებს.
ნიადაგი ფხვიერი, ჰაერგამტარი, ნაკლებად მჟავიანი ან ნეიტრალური სჭირდება.
ამისთვის ფოთლოვანი მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშის ნაზავი გამოგადგებათ (2/1/1/1). კარგი იქნება, თუ ასეთ ნაზავს მეტი ფხვიერებისთვის ხის ნახშირის ნატეხებსა და დაჭრილ სფაგნუმსაც დაუმატებთ.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ფსკერზე ქვიშის სქელი ფენაც მოაყარეთ.


 


გასხვლა
იმისთვის, რომ ნემატანტუსი ლამაზი ფორმის გაიზარდოს, საჭიროა, რეგულარულად გაისხლას.
უმჯობესია, ეს ადრიან გაზაფხულზე ან ყვავილობის დასრულების შემდეგ გააკეთოთ.
გასხვლის პროცესი რთული არ არის - საკმარისია, მცენარეს ტოტები 2-3 სმ-ით დაუმოკლოთ სუსტი და გამოშვერილი ტოტები კი მოაჭრათ.


 


გამრავლება
ნემატანტუსი ყველაზე მარტივად კალმით მრავლდება.
ამისთვის საჭიროა - გაზაფხულზე ან ზაფხულში მოაჭრათ მცენარეს 7-10 სმ-ის სიგრძის ტოტი, მოაცალოთ ქვემოთა ფოთლები და ქვიშაში ან წყალში დააფესვიანოთ.
დასაფესვიანებელი მცენარე აუცილებლად ჩრდილში უნდა დადგათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?