გლორიოსა - „დიდებული ყვავილის“ მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

9 იანვარი 12:00, 2016 წელი

ეს ტროპიკული მცენარე, ულამაზესი ყვავილებით, „დიდებული ყვავილის“ სახელითაც არის ცნობილი. თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ და მცენარის თავისებურებებზეც მოგიყვებით. 


გლორიოსა (ლათ. Gloriosa)
- შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 10-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, აზიის ტროპიკულ რაიონებში, ინდოეთსა და ავსტრალიაში.
მცენარის სახელწოდება ლათინურიდან მომდინარეობს - „Gloriosus“ ქართულად „დიდებულს“ ნიშნავს და სწორედ ამიტომ გლორიოსა „დიდებული ყვავილის“ სახელითაცაა ცნობილი.
ავსტრალიაში გლორიოსა სახიფათოდ ცნეს, რადგან მისი ნაწილები (განსაკუთრებით ფესვები და თესლი) შხამიანია და ტყეებსა და ქვიშიან სანაპიროებზე ველურად ამოზრდილი ეს მცენარე ხშირად ხდებოდა შინაური ცხოველების სიკვდილის მიზეზი. თუმცა, მცენარესთან მხოლოდ შეხება ზიანს ვერ მოგაყენებთ და სახიფათოა მხოლოდ მისი კუჭ-ნაწლავში მოხვედრა. აქედან გამომდინარე, მცენარე მოარიდეთ მცირეწლოვან ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს, თქვენ კი მცენარესთან მუშაობის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები.


განათება
გლორიოსას კაშკაშა სინათლე უყვარს, ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ. ზაფხულობით შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზე - ბაღში, ან ღია აივანზე გაიტანოთ, მხოლოდ შუადღის მწველ სხივებს მოარიდეთ და დღის ამ მონაკვეთში მცენარე ნახევრად ჩრდილში გადაიტანეთ.


ტემპერატურა
გაზაფხულსა და ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 20-250C უნდა იყოს, ზამთარში კი (როცა მცენარის ზედა ნაწილი „ჩახმება“) მცენარე 120C-ზე, ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე გამოაზამთრეთ (შეგიძლიათ, ბოლქვები პირდაპირ მაცივარშიც შეინახოთ).
გაზაფხულიდან (მას შემდეგ, რაც ქოთნიდან ახალი ყლორტები ამოიწვერება) მცენარე სითბოს ეტაპობრივად შეაჩვიეთ (ტემპერატურა თანდათანობით გაზარდეთ), რადგან ცივი სათავსიდან პირდაპირ თბილ ოთახში გადატანა მცენარეზე დამღუპველად იმოქმედებს და გახმება.

ჰაერის ტენიანობა
გლორიოსას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად ქოთანს სველი კენჭებით ან კერამზიტით სავსე სადგამზე მოათავსებთ, დილა-საღამოს კი მცენარეს ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.
ჰაერის მაღალ ტენიანობას მცენარე განსაკუთრებით ვეგეტაციის პერიოდში საჭიროებს.




მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში გლორიოსა უხვად მორწყვას საჭიროებს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწის ზედა ფენა გამოუშრება.
შემოდგომიდან, როცა ფოთლები გაყვითლებას დაიწყებს, მორწყვა თანდათან შეამცირეთ, მოსვენების პერიოდში კი საერთოდ შეწყვიტეთ და მცენარე გაზაფხულის დადგომამდე აღარ მორწყათ.

განოყიერება
მცენარე მხოლოდ აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში გაანოყიერეთ. ამისთვის საკმარისია 2 კვირაში ერთხელ რომელიმე მინერალური და ორგანული სასუქი მისცეთ.

ნიადაგი და გადარგვა
გლორიოსა  წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე უნდა გადარგოთ.
ახალი ქოთანი ძველზე ცოტათი ფართო და აუცილებლად თიხისგან დამზადებული უნდა იყოს.
ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟისთვის კენჭების თხელი ფენა ან აგურის ნატეხები მოუფინეთ.
გადარგვისას, ბოლქვი ჰორიზონტალურად ჩარგეთ ისე, რომ 1-2 სმ-ით მიწის ზემოთ დარჩეს. ეს ამოწვერილი ნაწილი კი შედარებით ფხვიერი სუბსტრატით დაფარეთ.
ეცადეთ, გადარგვისას შემთხვევით ის ერთადერთი ყლორტი არ დააზიანოთ, რომელიც ბოლქვის მომრგვალებულ ნაწილზეა განვითარებული. არანაკლებ უნდა გაუფრთხილდეთ თავად ბოლქვსაც, რადგან მისი ოდნავი დაზიანება და ბოლქვისგან ახალ მცენარეს ვეღარ მიიღებთ.
გადარგვის შემდეგ (თებერვალ-მარტში) მცენარეს მიწა ოდნავ დაუტენიანეთ და 15-20 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსეთ. დაახლოებით 2 კვირაში ბოლქვი ახალ ყლორტებს ამოიყრის, რის შემდეგაც მცენარე დაუყოვნებლივ ნათელ ადგილას გადაიტანეთ.
რაც შეეხება ნიადაგს გლორიოსას მდიდარი და ნოყიერი ნიადაგი სჭირდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ სუბსტრატს ორი წილი გადამწვარი ნაკელისგან და ერთი წილი ფოთლოვანი მიწისგან მოამზადებთ. შეგიძლიათ, ნიადაგში ცოტაოდენი ტორფი და ქვიშაც დაამატოთ.

მოსვენების პერიოდი
სექტემბრიდან გლორიოსას მოსვენების პერიოდი ეწყება - ფოთლები თანდათან უყვითლდება, ღერო კი უხმება. როგორც კი ამ „სიმპტომებს“ შეამჩნევთ, მცენარის მორწყვა შეუწყვიტეთ და მთელი ზამთრის მანძილზე აღარ მორწყოთ.  
სწორი მოვლით მცენარე დიდი ზომის ბოლქვებს განივითარებს, ხოლო შესაბამისი მოვლის გარეშე - შედარებით პატარა ბოლქვებს უნდა ელოდეთ.
მოსვენების პერიოდში ბოლქვები უნდა შეინახოთ.
ბოლქვების შენახვის ორი ვარიანტი არსებობს:
1. ბოლქვები ქოთანში დატოვეთ, ქოთანი კი თებერვლის დადგომამდე ბნელ და მშრალ ადგილას მოათავსეთ.
თებერვალში ბოლქვები ამოიღეთ და ახალ სუბსტრატში გადარგეთ.
2. ბოლქვები ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ ისინი მშრალ ქვიშაში ან ტორფში მოათავსეთ და მჭიდროდ თავდახურული ყუთით 8-12 გრადუს ტემპერატურაზე გამოაზამთრეთ. შეგიძლიათ, ბოლქვები პირდაპირ მაცივარშიც შეინახოთ.
თებერვალში ბოლქვები ყუთიდან ამოიღეთ და ჩვეულებრივ სუბსტრატში გადარგეთ.

გამრავლება
გლორიოსას, ძირითადად, ბოლქვის მეშვეობით ამრავლებენ, თუმცა შეგიძლიათ, თესლითაც გაამრავლოთ.
მცენარის ბოლქვით გასამრავლებლად საჭიროა: გაზაფხულზე, ძველი ბოლქვი დანით ფრთხილად დაჭრათ (რამდენიმე ნაწილად), გადაჭრის ადგილას დაფქვილი ნახშირი მოაყარეთ და დაახლოებით 13-16 სმ-ის სიღრმის ქოთანში ისე მოათავსეთ, რომ მისი ზედა ნაწილი 1-2 სმ-ით მიწის ზემოთ დარჩეს. ბოლოს ეს ამოწვერილი ნაწილიც შედარებით ფხვიერი სუბსტრატით დაუფარეთ.
ნარგავი 22-24 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსეთ და როცა ახალ ყლორტებს ამოიყრის, კვირაში 2-3-ჯერ ოთახის ტემპერატურის, რბილი წყლით მორწყეთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად კი საჭიროა: ჯერ ხელოვნური დამტვერიანება თავად მოახდინოთ და რბილი ფუნჯის მეშვეობით ყვავილიდან ყვავილზე მტვერი თავად გადაიტანოთ. სწორედ ასეთი ხელოვნური დამტვერიანების გავლენით წარმოიქმნება თესლი, რომელიც გასამრავლებლად ვარგისია.
დამტვერიანებული თესლი, შეგროვებისთანავე, თანაბარი რაოდენობის ტორფის, კორდის მიწისა და ქვიშის ნაზავში უნდა ჩათესო, ზემოდან შუშის ქილა დააფაროთ და 22-24 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსოთ.
როგორც კი  ნათესი ამოიყრის და ყლორტები მოძლიერდება, ისინი უნდა დააცალკევოთ და ინდივიდუალურ ქოთანში გადაიტანოთ.
თუმცა გლორიოსას თესლით გამრავლებას ერთი უარყოფითი თვისებაც აქვს - მცენარე ყვავილობას მხოლოდ მესამე წელს იწყებს, მაშინ, როცა ბოლქვით გამრავლებული მცენარე პირველივე წელს ყვავილობს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?