ხამედორეა, ანუ ბამბუკის პალმა - მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

13 იანვარი 12:00, 2016 წელი

ხამედორეა, ანუ ბამბუკის პალმა, ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელიც აქტიურად გამოიყენება როგორც საოთახო მემცენარეობაში, ისე კომპოზიციების შესაქმნელად და მინიატურული ბაღების მოსაწყობად.


ხამედორეა (ლათ. Chamaedorea), ანუ ბამბუკის პალმა -
პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ყვავილდეკორატიული მცენარეა, რომელიც 100-მდე სახეობას აერთიანებს. ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის მთიან რაიონებში. აქედან გამომდინარე, ხამედორეას მეორენაირად „მთის პალმასაც“ ეძახიან.
ხამედორეა ნელა მზარდი მცენარეა და წლის ნებისმიერ დროს ულამაზესი სანახავია. შედარებით პატარა ნარგავებს ხშირად იყენებენ კომპოზიციებისთვის, მოზრდილი ეგზემპლარები კი შესანიშნავია ოფისებისა და მინიატურული ბაღების მოსაწყობად.
ოთახის პირობებში ყველაზე გავრცელებულია ელეგანტური ხამედორეა (Chamaedorea elegans), რომელიც ნეანტას (ლათ. Neanthe) სახელითაცაა ცნობილი.


განათება
მკვეთრი განათება ხამედორეასთვის დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა ნათელ ადგილას მოთავსება უმჯობესია.
კარგი იქნება, თუ მცენარეს აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარასთან მოათავსებთ, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

ტემპერატურა
აქტიური ზრდის პერიოდში, ოპტიმალური ტემპერატურა 16-25 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი - 15-18 გრადუსი. 
ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე ღია აივანზე ან ბაღში გაიტანოთ, თუმცა მოათავსეთ არა ნათელ ადგილას, არამედ ნახევრად ჩრდილში და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, წვიმასა და ორპირ ქარს მოარიდეთ.
შემოდგომიდან (როგორც კი აგრილდება) მცენარე დაუყოვნებლივ ოთახში შეიტანეთ.


მორწყვა
ზაფხულობით ხამედორეა ხშირად და უხვად მორწყეთ, ზამთარში კი მცენარეს შედარებით ზომიერი მორწყვა სჭირდება.
რაც უფრო მაღალია ტემპერატურა ოთახში, მით უფრო დიდი რაოდენობის წყალი მიაწოდეთ მცენარეს, გრილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში კი შედარებით მცირე რაოდენობის წყლით მორწყეთ.



ჰაერის ტენიანობა
თბილ პერიოდში (გაზაფხულსა და ზაფხულში) ჰაერის ტენიანობა შედარებით მაღალი უნდა იყოს, რადგან მშრალი ჰაერის პირობებში ხამედორეას ფოთლის წვეროები უხმება და მავნებლებით ავადდება (ძირითადად, ობობას ტკიპით).
ჰაერის ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად მცენარეს დროდადრო ფოთლებზე წყალი შეასხურეთ ან ფოთლები სველი ჩვრით გაუწმინდეთ. კარგი იქნება, ქოთნის სადგამზე სველი კერამზიტის ან ქვიშის თხელი ფენა დაუყაროთ ან კვირაში 2-3-ჯერ მაინც ოთახის ტემპერატურის წყლით თბილი შხაპი მოუწყოთ.

განოყიერება
სიცოცხლის პირველ წლებში (დაახლოებით, 2-3 წლამდე) ხამედორეასთვის განოყიერება დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ზრდასრულ მცენარეს კი სასუქი რეგულარულად უნდა მიაწოდოთ - აქტიური ზრდის პერიოდში 2-3 კვირაში 1-ხელ, ზამთარში კი - თვეში 1-ხელ.
გასანოყიერებლად პალმებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი ან კომპლექსური სასუქი უნდა გამოიყენოთ.



გადარგვა
ახალგაზრდა ხამედორეა ყოველწლიურად გაზაფხულზე (აპრილში) უნდა გადაირგოს, ზრდასრულ ეგზემპლარებს კი გადარგვა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სჭირდება (როდესაც ფესვები ქოთანს გადაავსებს).
ახალი ქოთანი ძველზე ოდნავ დიდი და ღრმა უნდა იყოს.
ქოთნის ფსკერზე აგურის ნატეხების ან მოზრდილი კენჭებისგან აუცილებელია კარგი დრენაჟის მოწყობა.

ნიადაგი
შეგიძლიათ, ხამედორეა პალმისთვის განკუთვნილ მზა სუბსტრატში მოათავსოთ ან ნიადაგი კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშისგან (2/2/2/1) თავად მოამზადოთ.
შეგიძლიათ, მეტი სიმსუბუქისთვის, სუბსტრატში ცოტაოდენი ვერმიკულატი, ხის ნახშირი და ქოქოსის დაფხვნილი ქერქიც გადაურიოთ.

გამრავლება
ხამედორეა შეგიძლიათ, ბუჩქის დაყოფით ან თესლით გაამრავლოთ.

ბუჩქის დაყოფით გამრავლებისთვის საჭიროა:  
„დედა“ მცენარეს ამონაყარი ფრთხილად მოაშოროთ და ცალკე ქოთანში გადარგოთ.
თესლით გასამრავლებლად:
ჯერ მცენარის ყვავილები ფუნჯით ხელოვნურად უნდა დაამტვერიანოთ, შემდეგ თესლი მოაგროვოთ და გაზაფხულის დადგომისთანავე სველ სუბსტრატში ჩათესოთ. ნათესი სითბოში - 25-27 გრადუს ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ და დროდადრო ოთახის ტემპერატურის წყლით დანამოთ. ნათესი დაახლოებით 30-40 დღეში ამოიწვერება, რის შემდეგაც ისინი უნდა დააცალკევოთ, ცალკე ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?