კლუსია - რატომ ეძახიან ამ მცენარეს „ავტოგრაფის ხეს“?!

მებაღის რჩევები

20 იანვარი 12:00, 2016 წელი

კლუსია ტროპიკული მცენარეა, რომელსაც ერთი უცნაური თვისება ახასიათებს - მის ფოთლებზე შეგიძლიათ ავტოგრაფის დატოვება... თუ როგორ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ:

კლუსია (ლათ. Clusia) - მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც, ძირითადად, გავრცელებულია ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, სადაც როგორც ნახევრად ბუჩქების, ისე ბუჩქებისა და ხეების სახით გვხვდება.
კლუსიას სახეობათა უმრავლესობა ბუნებაში ცხოვრობს როგორც ეპიფიტი, რადგან მცენარის თესლს ფრინველები არა მიწაზე, არამედ ხეების ტოტებსა და ფუღუროებში ავრცელებენ. თესლიდან განვითარებული მცენარე კი საკმაოდ ძლიერ ფესვთა სისტემას ივითარებს, რომელიც ქვემოთკენაა მიმართული და როგორც წესი, ნიადაგამდე აღწევს.
ოთახის პირობებში კლუსია იშვიათად ყვავის, თუმცა, თუ მაინც იყვავილა, სხვადასხვა შეფერილობის (თეთრი, მოყვითალო, ვარდისფერ და სხვა), არომატულ ყვავილებს ივითარებს და ძალიან ლამაზი სანახავია.
მცენარის ტყავისებური, მწვანე ფოთლები მოკლე ყუნწებზე თანმიმდევრობითაა განლაგებული, მათი სიგრძე კი დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე და შესაძლოა, 5-20 სმ-ს აღწევდეს.
კლუსიას ფოთლებს  ერთი საინტერესო თვისება ახასიათებს - მასზე შეგიძლიათ, ნებისმიერი ტექსტი ისე დაწეროთ (ამოკაწროთ), რომ ფოთლები არ დაზიანდება. თანაც ტექსტი ფოთლებზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ამ უცნაური თვისების გამო კლუსიას მეორენაირად „ავტოგრაფის ხეს“ უწოდებენ.

განათება
კლუსია ტროპიკული მცენარეა, სადაც მუდამ მკვეთრი, მაგრამ გაფანტული შუქია და ამიტომ ოთახის პირობებშიც ასეთ განათებას საჭიროებს.
კარგი იქნება, თუ გაზაფხულსა და ზაფხულში, აღმოსავლეთის ფანჯარასთან მოათავსებთ, წელიწადის ცივ დროს კი სამხრეთის ფანჯარასთან გამოაზამთრებთ.
სინათლის უკმარისობის გამო კლუსიას შესაძლოა, ღეროები დაუწვრილდეს და უშნოდ დაუგრძელდეს, ამიტომ თუ ოთახში საკმარისი განათება არ არის, აუცილებელია დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყოთ.

ტემპერატურა
კლუსია სითბოსმოყვარული მცენარეა და შესაბამისად, ოთახის ტემპერატურაც ზამთარ-ზაფხულ მაღალი (20-25 გრადუსი) უნდა იყოს.

ჰაერის ტენიანობა
მშობლიურ გარემოში კლუსია ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში ცხოვრობს, თუმცა ადაპტაციას დაბალი ტენიანობის პირობებშიც მშვენივრად ახერხებს.
აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ, კლუსია ჩვეულებრივ გარემოშიც ამყოფოთ, მაგრამ, თუ ტენიანობას ხელოვნურად აუმაღლებთ, ეს მასზე დადებითად იმოქმედებს.
ტენიანობის ასამაღლებლად შეგიძლიათ, დროდადრო მცენარეს ფოთლებზე წყალი შეასხუროთ, ან ქოთნის სადგამზე სველი კენჭები და კერამზიტის ნატეხები დაუყარეთ.

მორწყვა
კლუსია ზომიერად, მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.
მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, რბილი წყალი გამოიყენეთ, ხოლო მორწყვის შემდეგ ქოთნის სადგამზე დარჩენილი წყალი დაუყოვნებლივ გადაღვარეთ.

განოყიერება
კლუსიას განოყიერება გაზაფხულსა და ზაფხულში სჭირდება, თუმცა ეცადეთ, მცენარეს სასუქი იშვიათად მისცეთ - ორ კვირაში 1-ხელ რომელიმე კომპლექსური სასუქის ნახევარი დოზით მორწყეთ.
შემოდგომასა და ზამთარში, როგორც წესი, კლუსია განოყიერებას არ საჭიროებს, მაგრამ თუ  მცენარეს ზამთრის დამატებითი განათება მოუწყვეთ, მაშინ ის თვეში ერთხელ განოყიერებას, წელიწადის ცივ დროსაც საჭიროებს.

ნიადაგი და გადარგვა
კლუსია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადარგეთ (როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს), რადგან მცენარე გადარგვაზე ცუდად რეაგირებს. 
კარგი იქნება, თუ გადარგვისას მცენარეს ფესვებზე მიწას არ მოაშორებთ.
რაც შეეხება ნიადაგს, იგი მსუბუქი და ჰაერგამტარი უნდა იყოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ სუბსტრატს ფოთლოვანი და წიწვოვანი მიწისგან, ტორფისგან, ვერმიკულატისგან და ქვიშისგან მოამზადებთ.
ქოთნის ფსკერზე მსხვილი კენჭებისგან დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ.



გამრავლება
კლუსიას კენწეროს კალმით ამრავლებენ. ეს გაზაფხულზე ან ზაფხულში უნდა გააკეთოთ, თუმცა, თუ ცივი ამინდები დაემთხვა, შესაძლოა, კალამი არც ამ პერიოდში დაფესვიანდეს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, დასაფესვიანებელი კალმები ჯერ რომელიმე ზრდის სტიმულატორით დაამუშაოთ, ტორფში მოთავსებისთანავე კი ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის ბოთლი დააფარეთ.
კლუსიას დაფესვიანება ხანგრძლივი პროცესია და 3-4 თვე მაინც სჭირდება.

დაავადებები
კლუსიას მავნებლები იშვიათად უჩნდება, მაგრამ, თუ მაინც დაავადდა, ფოთლები ჯერ სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, შემდეგ კი მცენარე კარბოფოსის ხსნარით შეწამლეთ. კარგი იქნება, თუ მცენარის ფოთლებს საპნიანი წყლითაც დაამუშავებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?