ბენჟამენის ფიკუსის მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

23 იანვარი 12:00, 2016 წელი

ბენჟამენის ფიკუსი ფიკუსების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა და ამასთანავე, საკმაოდ მარტივი მოსავლელია.

ბენჟამენის ფიკუსი (ლათ. Ficus benjamina) - ფიკუსების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელიც ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში, სადაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში თბილი და ტენიანი გარემოა. ასეთ გარემოში ბენჟამენის ფიკუსი ძალიან მაღალი იზრდება და ტოტებიდან უამრავ საჰაერო ფესვს უშვებს. ეს საჰაერო ფესვები დროთა განმავლობაში მიწაში იმდენად ღრმად ეშვება (ათეულ მეტრამდე), რომ ხშირად, ტროტუარებს, შენობების ფუნდამენტსა და კომუნიკაციებს აზიანებს. ამიტომ ბენჟამენის ფიკუსი კატეგორიულად არ გამოიყენება ტროპიკული კლიმატის დასახლებული ადგილების გამწვანებაში. შედარებით მშრალი კლიმატის ქვეყნებში კი, ბენჟამენის ფიკუსი ერთვარჯიანი ხის ფორმის იზრდება და  გარემოსთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
სხვა ფიკუსების მსგავსად, ბენჟამენის ფიკუსის წვენიც შხამიანია და კანზე შეხებისას შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს. ამიტომ მცენარე ბავშვებს უნდა მოარიდოთ, თავად კი მასთან მუშაობისას ხელთათმანები გამოიყენოთ.

განათება და ტემპერატურა
ბენჟამენის ფიკუსს კარგად განათებული ადგილი უყვარს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადგილი სწორად შეურჩიოთ - ამისთვის კარგი იქნება მისი კაბინეტში ან სასტუმრო ოთახში, ფანჯარასთან ახლოს მოთავსება (გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარე ხშირად ადგილის შეცვლას ვერ ეგუება).
მზის სხივები აუცილებლად ფარდით უნდა გაუფანტოთ, რადგან მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ ფოთლები ეწვება და უხუნდება. 
ბენჟამენის ფიკუსს არც ორპირი ქარი უყვარს, ამიტომ მყუდრო და ქარისგან მოფარებული ადგილი უნდა შეურჩიოთ.
რაც შეეხება ოთახის ტემპერატურას - ოთახის ნორმალური ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს 18-200C უნდა იყოს.

ჰაერის ტენიანობა
ბენჟამენის ფიკუსს ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, თუმცა არც დაბალი ტენიანობის პირობებში დაიღუპება.
ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად, შეგიძლიათ, მცენარეს ფოთლებზე დროდადრო ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხუროთ.



მორწყვა
ბენჟამენის ფიკუსი უხვად და ხშირად უნდა მორწყათ - ისე, რომ ნიადაგი ყოველთვის ზომიერად ტენიანი იყოს.

ნიადაგი და გადარგვა
სანამ ახალგაზრდაა, ბენჟამენის ფიკუსს გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება, ზრდასრული მცენარე (4 წლის ზემოთ) კი  საკმარისია, 2-3 წელიწადში ერთხელ გადაირგოს. 
იმისთვის, რომ ბენჟამენის ფიკუსის მორწყვის რეჟიმი ადვილად აკონტროლოთ, საჭიროა სწორად შერჩეული ქოთნის ზომა და კარგად გაკეთებული დრენაჟი.
სულაც არ არის აუცილებელი, მცენარე ძალიან დიდ ჭურჭელში გადარგოთ, საკმარისია ოდნავ მოზრდილი - 3-4 სმ-ით დიდი ზომის ქოთანი. 
უკეთესი ადაპტაციისთვის უმჯობესია, მცენარე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გადაირგას. 
იმ შემთხვევაში, თუ ფიკუსის გადარგვა მისი ზომის გამო ვერ ხერხდება, საჭიროა, პერიოდულად ნიადაგის ზედა ფენა გამოუცვალოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, მასში თანაბარი რაოდენობით ტორფი და ქვიშა უნდა გადაურიოთ.

განოყიერება
კარგი იქნება, მცენარე ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხულიდან), თვეში ერთხელ ფიკუსებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით გაანოყიეროთ.


გამრავლება
ბენჟამენის ფიკუსის გასამრავლებლად საუკეთესო პერიოდია გაზაფხული.  
მცენარე, ძირითადად, კენწეროს კალმით მრავლდება. ამისთვის საჭიროა:
ბენჟამენის ფიკუსს ბასრი დანით 10-15 სმ-ის სიგრძის კენწეროს კალამი (არამც და არამც არ შეიძლება ამისთვის მაკრატლის გამოყენება!) მოაჭრათ, კალამს ქვემოთა ფოთლები მოაშოროთ, მოჭრილი ადგილებიდან გამოჟონილი წვენი ოთახის ტემპერატურის წყლით „ჩამობანოთ“ და  ამის შემდეგ დასაფესვიანებელი კალამი ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე გამჭვირვალე ჭურჭელში მოათავსეთ. ჭურჭელი თბილ და მშრალ ადგილზე უნდა დადოთ და ახალი მცენარის დაფესვიანებას დაელოდოთ.
ასეთი მეთოდით, ბენჟამენის ფიკუსი 2-3 კვირაში დაფესვიანდება.
ამის შემდეგ შეგიძლიათ, ნიადაგში მალევე გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
გარდა ამისა, შესაძლებელია, ბენჟამენის ფიკუსის გამრავლება ამონაყარის საშუალებითაც, რომელსაც მცენარე, როგორც წესი, გაზაფხულიდან (ვეგეტაციის პერიოდში) იკეთებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?