ფინიკის პალმა - პოპულარული ტროპიკული მცენარის მოვლის და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

6 თებერვალი 12:00, 2016 წელი

ფინიკის პალმა უძველესი დროიდანაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში. ამჯერად ფინიკის პალმის პოპულარულ სახეობებსა და მათი მოვლის წესებზე ვისაუბრებთ.


ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix)
- ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომელიც 17 სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, გავრცელებულია აზიისა და აფრიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
სამშობლოში ფინიკის პალმა ფართოდ გამოიყენებოდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში (მისი ფოთლებისგან ამზადებდნენ სახურავებს) და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების (კალათების, თოკებისა და ა.შ.) დასამზადებლად.
მცენარის ტოტებში არსებული ტკბილი წვენისგან ამზადებენ შაქარსა და პალმის ღვინოს. უგემრიელესი ნაყოფი კი გამოიყენება როგორც ხილის სახით, ისე სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.
ფინიკის პალმა საოთახო მემცენარეობაში დიდი ხნის წინ გავრცელდა და დღემდე აქტიურად გამოიყენება სახლებისა და სხვადასხვა დაწესებულებების გასაფორმებლად.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე პოპულარული სახეობებია - კანარიის ფინიკი (ლათ. Phoenix canariensis) და ფინიკი რობელენი (ლათ. Phoenix roebelenii). ფინიკის ეს ყველაზე  მინიატურული სახეობები მაქსიმუმ 2მ-მდე იზრდება და ამიტომ მოსახერხებელია ოთახის პირობებში გამოსაზრდელად.


განათება

ფინიკის პალმას მზე უყვარს, ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ მხარეს უნდა დადგათ.
ზაფხულობით კარგი იქნება, მცენარე სუფთა ჰაერზე - ბაღში ან აივანზე გაიტანოთ.
ტოტების თანაბრად ფორმირებისთვის კი ქოთანი დროდადრო უნდა ატრიალოთ.

ტემპერატურა
ფინიკის პალმა სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ ოთახში ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში - 20-25 გრადუსი, ზამთარში კი 15-18 გრადუსი მაინც უნდა იყოს.


ჰაერის ტენიანობა
ფინიკის პალმა ჰაერის მაღალი ტენიანობის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ, თუმცა ფოთლებზე წყლის შესხურება ძალიან უყვარს.
ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად  შეგიძლიათ, მცენარეს ზაფხულობით გრილი შხაპიც მოუწყოთ.


მორწყვა

ზაფხულში ფინიკის პალმა ხშირად უნდა მორწყათ (კვირაში 2-3-ჯერ),
ზამთარში კი მორწყვა საგრძნობლად უნდა შეამციროთ.
რაც უფრო დაბალია ოთახის ტემპერატურა, მორწყვის ინტენსივობა მით უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს.
მოსარწყავად უმჯობესია, დამდგარი, ოდნავ თბილი წყალი გამოიყენოთ.

განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში, ფინიკის პალმა 2 კვირაში ერთხელ, პალმებისთვის განკუთვნილი სპეციალური თხევადი მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.

გადარგვა
პალმები გადარგვას ცუდად იტანენ, ამიტომ ფინიკის პალმაც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადარგეთ და ეცადეთ, გადარგვისას მცენარეს ფესვებიდან მიწა არ მოაშოროთ.
ახალი ქოთანი ძველზე ოდნავ დიდი უნდა იყოს - უმჯობესია ღრმა, ვიდრე ფართო.
გადარგვისას კარგი დრენაჟიც ნუ დაგავიწყდებათ. ამისთვის აუცილებელია, ქოთნის ძირში მსხვილი კენჭების ან კერამზიტის ნატეხების რამდენიმე სმ-ის სისქის ფენა მოაყაროთ. 

ნიადაგი
ფინიკის პალმა შეგიძლიათ, პალმებისთვის განკუთვნილ მზა ნიადაგში დარგოთ ან თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშის მეშვეობით თავად მოამზადოთ.

გამრავლება
ფინიკის პალმა შეგიძლიათ, თქვენ მიერ მირთმეული ფინიკის ნაყოფისგან გამოცლილი კურკით გაამრავლოთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში შემოსული ფინიკის ნაყოფი უმეტესწილად დამუშავებულია და მისგან ახალი მცენარის მიღება გაგიჭირდებათ. აქედან გამომდინარე, აჯობებს, გასამრავლებლად ახალდაკრეფილი და დაუმუშავებელი ფინიკის კურკა გამოიყენოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?