რადერმახერა - მცენარე ზურმუხტის ფოთლებით

მებაღის რჩევები

10 თებერვალი 12:00, 2016 წელი

ეს მცენარე საკმაოდ გვიან - მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს და ამიტომ საოთახო მემცენარეობაშიც შედარებით გვიან გავრცელდა. ხალხში მას ღია მწვანე, მბრწყინავი ფოთლების გამო ზურმუხტის ხეს ეძახიან.


რადერმახერა
(ლათ. Radermachera) ბიგნონიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გავრცელებულია, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მცენარე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინა და აღწერა ცნობილმა ჰოლანდიელმა ბოტანიკოსმა იაკობ რადერმახერმა. მცენარეს რადერმახერა სწორედ მის პატივსაცემად დაარქვეს.
რადერმახერა ბუნებაში ძალიან დიდი იზრდება - სიმაღლით 30 მ-მდე,  სისქით კი, დაახლოებით, 1 მეტრი. მცენარეს ულამაზესი ზურმუხტისფრად ბრჭყვიალა ფოთლები ამშვენებს, რომლებიც სიგრძეში 2-2,5 სმ-ს აღწევს, რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და წვეტიანი ბოლოები აქვს.
განსაკუთრებით ლამაზია მცენარის ყვავილობა (როდერმახერა თეთრი ან ყვითელი მილისებური ფორმის ყვავილებით ყვავის), მაგრამ სამწუხაროდ, რადერმახერა ოთახის პირობებში თითქმის არასოდეს ყვავის.
რადერმახერა ოთახის პირობებშიც საკმაოდ სწრაფად იზრდება, მაგრამ სწორი მოვლით შეგიძლიათ, 60-70 სმ-ის სიმაღლის ბუჩქის ან 1,5-2 მ-ის სიმაღლის ხის სახით გამოზარდოთ.

განათება
იმისთვის, რომ რადერმახერა მუდამ ზურმუხტისფრად ელვარებდეს, საჭიროა, ის მკვეთრად განათებულ ადგილას მოათავსოთ, შუადღის მზის პირდაპირი სხივები კი ფარდით მოუჩრდილოთ.

ტემპერატურა
რადერმახერა ევროპაში ტროპიკებიდან შემოიტანეს, ამიტომ ის სითბოსმოყვარული მცენარეა და ზამთარ-ზაფხულ მაღალ ტემპერატურაზე ყოფნას საჭიროებს.
ოპტიმალური ტემპერატურა 20-25 გრადუსია, თუმცა მცენარე უფრო მაღალ ტემპერატურასაც მშვენივრად უძლებს.
ზაფხულობით შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზე - ბაღში ან აივანზე გაიტანოთ, მხოლოდ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.
ზამთრის განმავლობაში ეცადეთ, ოთახის ტემპერატურა 15 გრადუსს არ ჩამოსცდეს.
კარგი იქნება, თუ ცივ ამინდებში მცენარეს შეფუთულ სადგამზეც მოათავსებთ, რადგან ცივი და ტენიანი მიწა ფესვებს დაულპობს და მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.

ჰაერის ტენიანობა
რადერმახერას ოთახის მშრალი ჰაერიც კარგად გადააქვს, მაგრამ აჯობებს, თუ გამათბობელი საშუალებებისგან მოშორებით მოათავსებთ.
ფოთლების უკეთესი შეფერილობისა და ბრწყინვალებისთვის, კარგი იქნება, თუ დროდადრო ფოთლებზე წყალსაც შეასხურებთ.
რადერმახერასთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი, ამიტომ არ მოათავსოთ ისეთ ოთახში, სადაც ეწევიან, ან რემონტს აკეთებენ, რადგან სიგარეტის კვამლი, საღებავი და სხვა ქიმიური ნივთიერებები მცენარეზე მავნე ზემოქმედებას ახდენს.

მორწყვა
რადერმახერა რეგულარულად უნდა მორწყოთ, მხოლოდ ისე, რომ მიწა არც გამოშრეს და არც ზედმეტად დატენიანდეს.
აუცილებელია ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟის მოწყობა, რათა მორწყვის შემდეგ მცენარეს ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს.

ნიადაგი და გადარგვა
რადერმახერა სწრაფად იზრდება, ამიტომ გადარგვას ყოველწლიურად, გაზაფხულზე საჭიროებს.
ახალი ქოთანი ძველზე 2-3 სმ-ით ფართო უნდა იყოს.
თუ მცენარე დიდი ზომისაა, შეგიძლიათ, არ გადარგოთ და მხოლოდ მიწის ზედა ფენა გამოუცვალოთ.
ნიადაგი აუცილებლად ნოყიერი უნდა იყოს და წყალს კარგად უნდა ატარებდეს.
კარგი იქნება, თუ სუბსტრატს თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, ტორფის, გადამწვარი ნაკელისა და მსხვილი ქვიშის, ან პერლიტით მოამზადებთ.

განოყიერება
მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, რადერმახერა თვეში 2-ჯერ, ფოთოლდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე დაბალანსებული მინერალური სასუქით გაანოყიერეთ.

გამრავლება
რადერმახერა შეგიძლიათ, კალმით გაამრავლოთ.
კალმით გამრავლებისთვის საჭიროა: გაზაფხულის მიწურულს მცენარეს მოაჭრათ კალამი, გადაჭრის ადგილი ჯერ რომელიმე ზრდის სტიმულატორით კარგად დაამუშაოთ, შემდეგ ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩარგოთ და 22-25 გრადუსზე მოათავსოთ.
კალამს ზემოდან გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი ან შუშის ქილა დააფარეთ, დროდადრო გაანიავეთ და მორწყეთ.

დაავადებები
არასწორი მოვლის შემთხვევაში, შესაძლოა, რადერმახერას ფოთლებზე მავნებლები გაუჩნდეს.
ამიტომ ფოთლები რეგულარულად დაუთვალიერეთ, მავნებლების აღმოჩენის შემთხვევაში კი სპეციალური ინსექტიციდებით შეწამლეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?