ტორენია - მცენარე კაშკაშა კომპოზიციებისთვის!

მებაღის რჩევები

13 თებერვალი 12:00, 2016 წელი

ტორენია ფართოდ გავრცელებული ყვავილ-დეკორატიული მცენარეა, რომელიც შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც საოთახო მემცენარეობაში, ისე აივნებისა და ეზოების გასალამაზებლად და, სხვა ყვავილოვან მცენარეებთან ერთად, ულამაზესი კომპოზიციებიც კი შექმნათ.


ტორენია (ლათ. Torenia)
 ლინდერნიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთ და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 50-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, ტროპიკულ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული.
მემცენარეობაში ყველაზე გავრცელებულია ტორენია ფურნიერი (ლათ. Torenia fournieri), რომელიც შეგიძლიათ, გამოზარდოთ როგორც ოთახის პირობებში, ისე აივნებსა და ეზოებში, მხოლოდ ერთწლოვანი მცენარის სახით.
ტორენია 15-30 სმ-ის ხშირ და კომპაქტურ ბუჩქს წარმოადგენს, რომელიც ღია მწვანე, კვერცხისებრი ფორმის ფოთლებითაა დაფარული. მილისებრი ყვავილები ყუნწთან ყვითელი ფერისაა, ხოლო დანარჩენი ნაწილის შეფერილობა დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე და შეიძლება იყოს - თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი, წითელი და ა.შ.
ტორენია უხვად და ხანგრძლივად ყვავის - როგორც წესი, მთელი ზაფხულის განმავლობაში (ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე), თუმცა ოთახის პირობებში (თუ შესაბამის პირობებს შეუქმნით) შესაძლოა, წელიწადის ნებისმიერ დროს აყვავდეს.

განათება
ტორენია  კარგად განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ შუადღის მწველი მზე ვნებს და დღის ამ მონაკვეთში მცენარეს თხელი ფარდით მოუჩრდილეთ.
შემოდგომასა და ზამთარში კარგი იქნება ხელოვნური განათებაც მოუწყოთ.
ასე მცენარე უფრო ხშირი გაიზრდება და გაცილებით უხვადაც იყვავილებს.


ტემპერატურა
სხვა ტროპიკული მცენარეების მსგავსად, სითბო ტორენიასაც უყვარს, ამიტომ გაზაფხულსა და ზაფხულში ოთახის ტემპერატურა 20-25 გრადუსს უნდა აღწევდეს, ზამთარში კი 15 გრადუსს ქვემოთ არ უნდა ჩამოსცდეს.
ზამთარში ტორენია გამათბობელი საშუალებებისგან მოშორებით მოათავსეთ.

ჰაერის ტენიანობა
ტორენია ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგი იქნება, ზაფხულის ცხელ დღეებში, დროდადრო ფოთლებზე  ოთახის ტემპერატურის წყალს თუ შეასხურებთ.

მორწყვა
ზაფხულობით ტორენია ხშირად და უხვად მორწყეთ (კვირაში 2-3-ჯერ), მხოლოდ ისე, რომ ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს. შემოდგომიდან მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ და მცენარე მხოლოდ ნიადაგის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.



განოყიერება
კვირაში 1-2-ჯერ, ტორენია ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიერეთ. სასუქი აუცილებლად მოსარწყავ წყალში ჩაამატეთ. 

ნიადაგი
ტორენია ნოყიერ ნიადაგს საჭიროებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ მცენარისთვის სუბსტრატს კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშისგან (2/2/2/1) მოამზადებთ. 

გამრავლება
ტორენიას ძირითადად, თესლით ამრავლებენ. თესლს, როგორც წესი, თებერვალში ან მარტის დასაწყისში თესავენ, ნათესს ზემოდან გამჭვირვალე პარკს ან შუშას აფარებენ და სითბოში (22-24 გრადუსზე) ათავსებენ. ნათესიდან ყლორტები მალე (დაახლოებით, 1-2 კვირაში) ამოიწვერება, მაგრამ დაელოდეთ, მიწიდან 2-3 ფოთოლი მაინც გამოჩნდეს და მცენარე ახალ ქოთანში მხოლოდ ამის შემდეგ გადარგეთ. 
იმისთვის, რომ მცენარე ხშირი ბუჩქის სახით გაიზარდოს, კარგი იქნება, თუ ერთ ქოთანში, ერთმანეთისგან 10 სმ-ის დაშორებით, რამდენიმე ნათესს მოათავსებთ.
შეგიძლიათ, ტორენია ე.წ. კომპოზიციებშიც გამოიყენოთ და პეტუნიებთან, ბალზამინებთან, სუროებთან და სხვა ყვავილ და ფოთოლ-დეკორატიულ მცენარეებთან ერთად ჩარგოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?