რუელია - ხანგრძლივად მოყვავილე მცენარე, რომელიც ადვილად მრავლდება ბაღშიც და ოთახშიც

მებაღის რჩევები

12 მარტი 12:00, 2016 წელი

რუელია ულამაზესი ტროპიკული მცენარეა, რომელიც ადვილად მრავლდება, ხანგრძლივად და უხვად ყვავის და შესანიშნავად გრძნობს თავს როგორც ღია გრუნტში, ასევე ოთახის პირობებში. ამჯერად რუელიას მოვლისა და გამრავლების წესებს გაგაცნობთ.

რუელია (ლათ. Ruellia) - აკანთოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარე, რომელიც 250-მდე ბალახოვან, ნახევრად ბუჩქოვან და ბუჩქოვან სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, გავრცელებულია ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
რუელიას მოგრძო ფორმის, მწვანე და ხავერდისებური ფოთლები ამშვენებს, ზოგიერთ დეკორატიულ სახეობას კი ფოთლები დაფარული აქვს ნათელი ფერის „ძარღვებით“. თეთრი, იისფერი, წითელი ან ყვითელი ყვავილები მარტოეულად ან ყვავილედადაა შეკრული და ტოტების ზემოთა ნაწილში აქვს განლაგებული.
ზოგჯერ რუელიას ტოტები ზემოდან ქვემოთ ეშვება, ამიტომ საოთახო მემცენარეობაში ხშირად იყენებენ როგორც ამპელურ მცენარეს და რგავენ საკიდ კალათაში ან ქოთანში.

განათება
რუელია უხვად იყვავილებს, თუ კარგად განათებულ და მზიან ადგილას მოათავსებთ. მხოლოდ ეცადეთ გაზაფხულსა და ზაფხულობით შუადღის მწველი მზე არ ხვდებოდეს.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ეზოში რგავთ, ის ნახევრად ჩრდილში - ხეების ჩრდილქვეშ მოათავსეთ.
მცენარე ორპირ ქარს მოარიდეთ, რადგან ეს ქვედა ტოტებზე განლაგებული ფოთლების დაჭკნობასა და დაცვენას გამოიწვევს.

ტემპერატურა
ტროპიკული მცენარეების მსგავსად, ჰაერის ტემპერატურა რუელიასთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 
რუელიას უყვარს ზომიერი სითბო - ვერ იტანს სიცივესა და სიცხეს.
ზაფხულში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა - 20-22 გრადუსს, ზამთარში კი 15-17 გრადუსს უნდა აღწევდეს.
ზამთარში ქოთანს ცივ ზედაპირზე ნუ მოათავსებთ, რადგან ცივი მიწა ფესვების ლპობას გამოიწვევს.

ჰაერის ტენიანობა
რუელიას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად ფოთლებზე წყლის შესხურების მეთოდს ვერ გამოიყენებთ, რადგან წყლის წვეთები მცენარის ხავერდისებურ ფოთლებზე დიდხანს რჩება და თუ პარალელურად მზემაც დაანათა, ლაქებს გაუჩენს.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა ოთახში ჰაერი ძალიან მშრალია, ქოთნის სიახლოვეს წყლით სავსე ჭურჭელი დადგით, მცენარის გარშემო კი დროდადრო წყალი მოასხურეთ.

მორწყვა
ზაფხულობით (აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში) რუელია უხვად უნდა მორწყათ, ისე, რომ მიწა არ გამოშრეს. ზამთარში მორწყვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააიშვიათეთ, თუ მცენარეს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე აზამთრებთ.

განოყიერება
შემოდგომასა და ზაფხულში რუელია თვეში 2-ჯერ, რომელიმე კომპლექსური სასუქის სუსტი ხსნარით გაანოყიერეთ. ზამთრის პერიოდში კი განოყიერება საერთოდ შეწყვიტეთ.

ნიადაგი და გადარგვა
რუელიას პრაქტიკულად გადარგვა არც სჭირდება, რადგან რაც უფრო მჭიდროდ გრძნობს ქოთანში თავს, მით უფრო უხვად ყვავის. ამიტომ დროდადრო „დედა“ მცენარეს მხოლოდ დაფესვიანებული ტოტები „მოაშორეთ“.
რაც შეეხება ნიადაგს, ნებისმიერი უნივერსალური სუბსტრატი გამოიყენეთ, ან თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშისგან თავად მოამზადეთ.

გამრავლება
რუელიას ძირითადად, კალმის დაფესვიანებით ან ტოტის გადაწვენით ამრავლებენ.
მცენარის კალმით დასაფესვიანებლად: გაზაფხულის დასაწყისში მოაჭერით მცენარეს წაგრძელებული ტოტები და წყალში ან ქვიშისა და ტორფის ნაზავში,
20-25 გრადუსზე დააფესვიანეთ.
რაც შეეხება ტოტის „გადაწვენას“, ეს მეთოდი „დედა მცენარისგან“ რომელიმე ტოტის მიწაზე მოთავსებას გულისხმობს. მიწის ზედაპირზე მოხვედრილი ტოტი ძალიან მალე დაფესვიანდება, რის შემდეგაც იგი „დედა მცენარეს“ უნდა მოაშოროთ და ახალ ქოთანში გადარგოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?