ალსობია - ხანგრძლივად მოყვავილე მცენარე თქვენი ოთახებისა და აივნებისთვის

მებაღის რჩევები

6 აპრილი 14:00, 2016 წელი

ალსობია ნაზი, ბარხატისებრი ფოთლებითა და ლამაზი ყვავილებით გამორჩეული მცენარეა, რომელსაც ადრე შეცდომით ეპისცეას ოჯახს მიაკუთვნებდნენ, 1978 წლიდან კი ცალკე სახეობადაა აღიარებული. ამ სტატიაში ალსობიას მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.


ალსობია (ლათ. Alsobia) -
გესნერისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც ადრე შეცდომით ეპისცეას ოჯახს მიაკუთვნებდნენ, 1978 წლიდან კი ცალკე სახეობადაა აღიარებული. ბუნებრივად ალსობია ბრაზილიის, მექსიკისა და კოსტა-რიკის ტროპიკულ ტყეებშია გავრცელებულია, სადაც საუცხოოდ გრძნობს თავს ხეების ჩრდილქვეშ - ტენიან გარემოში.
ეპისცეასგან განსხვავებით, ალსობია გაცილებით კომპაქტურია - იზრდება 15 სმ-მდე და არც ფორმირებას საჭიროებს. მისი ოვალური ფორმის, ბარხატისებრი ფოთლები ღია ან მუქი მწვანე შეფერილობისაა, ყვავილები კი, ძირითადად, თეთრია (იშვიათად კრემისფერი), მილისებური ფორმის და კიდეებზე შემონაკვთული.
ალსობია ყვავის ხანგრძლივად - აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე.


განათება
ალსობია თავს კარგად გრძნობს როგორც განათებულ ადგილას, ისე ნახევრად ჩრდილში და ჩრდილში, თუმცა კარგად განათებულ ადგილას მცენარე შედარებით უხვად ყვავის.

ტემპერატურა
ალსობია სითბოს მოყვარული მცენარეა -  გაზაფხულსა და ზაფხულში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 20-25 გრადუსია, ზამთარში კი არაფერი მოუვა, თუ შედარებით გრილ ოთახში გამოაზამთრებთ. გახსოვდეთ, რომ ამ მცენარეს არ უყვარს ორპირი ქარი და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება.

ჰაერის ტენიანობა
ალსობიას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, თუმცა შედარებით დაბალ ტენიანობაზეც არაფერი მოსდის. არ არის რეკომენდებული ფოთლებზე წყლის შესხურება, ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად დროდადრო წყალი მხოლოდ ქოთნის ირგვლივ მოასხურეთ.

მორწყვა
ალსობია ზომიერად უნდა მორწყოთ, ისე რომ მიწა არ გამოშრეს და არც ფესვებში ჩაუდგეს წყალი. მორწყვისას ეცადეთ, წყალი ფოთლებზე არ მოხვდეთ. ზამთრის დადგომასთან ერთად, მორწყვა შედარებით შეამცირეთ. მოსარწყავად ზამთარ-ზაფხულ რბილი, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.

ნიადაგი და გადარგვა
ალსობია წელიწადში ერთხელ, შედარებით ფართო ქოთანში გადარგეთ. ეს ფრთხილად გააკეთეთ, ისე, რომ ფესვებიდან მიწა არ მოშორდეს. ქოთნის ძირში კარგი დრენაჟიც მოიწყვეთ, ამისთვის მსხვილი კენჭები ან აგურის ნატეხები გამოიყენეთ.
მიწა მსუბუქი და ფხვიერი უნდა იყოს. შეგიძლიათ, სპეციალურად იებისთვის განკუთვნილი მზა სასუქი შეიძინოთ, რომელსაც ცოტაოდენ სფაგნუმს, ან ხის ნახშირს გადაურევთ.

განოყიერება
ალსობია გაზაფხულსა და ზაფხულში (ზრდისა და ყვავილობის დროს) უნდა გაანოყიეროთ, ამისთვის ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქების მცირე დოზა უნდა გამოიყენოთ. ზამთარში მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.


გამრავლება
ალსობია შეგიძლიათ, ფოთლის დაფესვიანებით, ან შვილობილი როზეტებით გაამრავლოთ.
მცენარის ფოთლით გასამრავლებლად საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს კარგად განვითარებული ფოთოლი და წყალში, ან მსუბუქ სუბსტრატში დააფესვიანოთ. დასაფესვიანებელ ფოთოლს ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის ბოთლი უნდა დააფაროთ.
რაც შეეხება მცენარის შვილობილი როზეტებით გამრავლებას, ეს საკმაოდ მარტივია და ამისთვის საჭიროა: მცენარის განვითარებული როზეტები დედა მცენარეს ფრთხილად მოაშოროთ და დასაფესვიანებლად წყალში (3-4 სმ-ზე) ჩადოთ. ასეთი წესით მცენარე ძალიან მოკლე დროში დაფესვიანდება, რის შემდეგაც ცალკე ქოთანში უნდა გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?