მირაბილისი - ლამაზმანი, რომელიც მხოლოდ ღამით ყვავის!

მებაღის რჩევები

13 აპრილი 14:00, 2016 წელი

ყვავილოვანი მცენარეების უმრავლესობა დღის საათებში ყვავის, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მცენარეები ამას მხოლოდ შებინდებისას აკეთებენ. ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ „ღამის ლამაზმანზე“ - მირაბილისზე გესაუბრებით.


მირაბილისი (ლათ. Mirabilis) -
ღამითმოყვავილე ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც, თავის მხრივ, 50-მდე სახეობას აერთიანებს. მათი უმრავლესობა აშშ-ს სამხრეთ შტატებიდან ჩილემდეა გავრცელებული და მხოლოდ ერთადერთი სახეობა - ჰიმალაის მირაბილისი (ლათ. Mirabilis himalaicus) გვხვდება დასავლეთ ჰიმალაიდან სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე. მეორენაირად ამ მცენარეს „ღამის ლამაზმანსაც“ უწოდებენ, რადგან ის მხოლოდ ღამით (ან მოქუფრულ ამინდში) ყვავის, გათენებამდე.
მირაბილისი 30-80 სმ-ის სიმაღლის ბუჩქია (ზოგჯერ სიმაღლეში 1 მეტრსაც აღწევს), ტოტები სწორი აქვს და ხშირი, ოვალური ფორმის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ და შეიძლება იყოს ღია ან მუქი მწვანე.
მირაბილისს ერთი უცნაურობა ახასიათებს: ერთ ბუჩქზე შეიძლება რამდენიმე ფერის ყვავილი გაიშალოს, ყვავილების ფერთა გამა კი, როგორც წესი, მრავალფეროვანია: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, მალინისფერი, მკვეთრი წითელი, იასამნისფერი, და ა.შ. მირაბილისის ყვავილობა დიდხანს გრძელდება - ივნისის დასაწყისიდან ყინვების დაწყებამდე.

განათება
მირაბილისი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ უმჯობესია, ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსოთ. ზაფხულობით შეგიძლიათ, დროდადრო სუფთა ჰაერზეც გაიტანოთ, მხოლოდ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.

ტემპერატურა
მირაბილისს წელიწადის ნებისმიერ დროს სითბო სჭირდება, ამიტომ ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 20-22 გრადუსს უნდა აღწევდეს.

ჰაერის ტენიანობა
მირაბილისი ტენის მოყვარული მცენარეა და დაბალი ტენიანობის პირობებში ყვავილობას „აჩერებს“. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ კვირაში 2-ჯერ ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.

მორწყვა
მიუხედავად იმისა, რომ მირაბილისს უყვარს ტენი, ის ხანგრძლივ მოურწყველობასაც კარგად უძლებს. თუმცა კარგი იქნება, თუ ამით არ ისარგებლებთ და მცენარეს გაზაფხულსა და ზაფხულში - კვირაში 2-ჯერ, შემოდგომიდან გაზაფხულამდე კი - კვირაში 1-ხელ მაინც მორწყავთ.

ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად უნდა გადარგოთ, მოზრდილი ბუჩქი კი გადარგვას 2-3 წელიწადში 1-ხელ საჭიროებს.
ნიადაგი არ უნდა იყოს მჟავე და ნესტიანი, კარგი იქნება, თუ მას კორდის მიწის, ტორფისა და ცოტაოდენი ქვიშისგან მოამზადებთ.
რაც შეეხება ქოთანს, ის უნდა იყოს ღრმა და უმჯობესია, თიხისგან დამზადებული.

განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში, მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, მცენარე თვეში 2-3- ჯერ ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.  

გამრავლება
მირაბილისი შეგიძლიათ, გაამრავლოთ ბუჩქის დაყოფით, კალმით ან თესლით (მცენარის თესლი შეგროვებიდან 3 წლის განმავლობაში ვარგისია).
ბუჩქის დაყოფით მცენარე შეგიძლიათ, გადარგვისას გაამრავლოთ.
კალმით გასამრავლებლად: მირაბილისს 10-12 სმ-ის სიგრძის ნახევრად გახევებული კალამი უნდა მოაჭრათ, ერთი საათით ბნელ და მშრალ ოთახში უნდა მოათავსოთ, შემდეგ რომელიმე ზრდის სტიმულატორით დაამუშაოთ და 2 წილი ტორფისა და 1 წილი წვრილი ხრეშის ნაზავში მოათავსოთ. კალამი დაახლოებით 10-18 დღეში დაფესვიანდება, ამის შემდეგ შეგიძლიათ, ის ჩვეულებრივ ნიადაგში გადარგოთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მარტში ან აპრილში ჩათესოთ თესლი ტორფისა და ქვიშის ნაზავში და 19-20 გრადუსზე 2 კვირის განმავლობაში მოათავსოთ. 2 კვირის შემდეგ პირველი ყლორტები ამოიწვერება, მაგრამ საჭიროა, 2-3 კვირა კიდევ დააცადოთ და ჩვეულებრივ გრუნტში მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანოთ. კარგი იქნება, თუ დათესვამდე მირაბილისის თესლს 4-6 საათით სველ ხელსახოცში გაახვევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?