მადაგასკარის ჟასმინი - მცენარე, რომელიც თითქმის მთელი წელი ყვავის

მებაღის რჩევები

16 აპრილი 12:00, 2016 წელი

სტეფანოტისი, ანუ მადაგასკარის ჟასმინი, ულამაზესი, არომატული ყვავილებით გამორჩეული მცენარეა, რომელიც თითქმის მთელი წელი ყვავის. ამ სტატიაში სტეფანოტისის მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.

სტეფანოტისი (ლათ. Stephanotis), ანუ მადაგასკარის ჟასმინი - ბამბაცასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომელიც 10-ზე მეტ სახეობას აერთიანებს და ძირითადად, იაპონიაში, ჩინეთში, მადაგასკარსა და მცირე არქიპელაგის კუნძულებზეა გავრცელებული.
ოთახის პირობებში ყველაზე მარტივად მოსავლელია უხვადმოყვავილე სტეფანოტისი (ლათ. Stephanotis floribunda), რომელიც წარმოადგენს ხვიარა, მარადმწვანე ბუჩქს და უხვი ყვავილობის გამო ძალზე პოპულარულია მემცენარეებში.
სტეფანოტისის მუქი მწვანე ფოთლები ოვალური და ტყავისებურია, ყვავილები - ვარსკვლავისებური ფორმის, თეთრი და არომატული. ასევე, არსებობს მცენარის კრემისფერი, ღია იასამნისფერი და მოყვითალო ფერის ყვავილებიანი სახეობები.
სტეფანოტისი ხანგრძლივი ყვავილობით გამორჩეული მცენარეა - ბუნებაში დაახლოებით 10 თვე ყვავის, შესაბამისი მოვლის პირობებში კი, ოთახის პირობებშიც შეუძლია, იყვავილოს ამდენივე ხანი.
სტეფანოტისის წვენი შხამიანია და ამიტომ უნდა მოერიდოთ მის მოხვედრას კანზე ან თვალში. ამიტომ მცენარე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას დადგით, ხოლო ვისაც ნაზი კანი აქვს, მცენარესთან მუშაობისას აუცილებლად უნდა გაიკეთოს ხელთათმანი.

განათება
სტეფანოტისი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ოთახის ყველაზე კარგად განათებულ ფანჯარასთან დადგით. სანამ კვირტები აქვს, მცენარეს ადგილი არ შეუცვალოთ, არც მოატრიალოთ, რადგან ეს კვირტების განვითარების პროცესს ხელს შეუშლის.

ტემპერატურა
სტეფანოტისი ზამთარსა და ზაფხულში განსხვავებულ ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ოთახში უნდა იყოს სითბო, მაგრამ არა სიცხე (დაახლოებით 18-14 გრადუსი), ხოლო ზამთარში კარგი იქნება, თუ მცენარეს გრილად გამოაზამთრებთ (14-16 გრადუსი). გრილად გამოზამთრება მცენარის უხვ და ხანგრძლივ ყვავილობას უწყობს ხელს.

ჰაერის ტენიანობა
სტეფანოტისს ჰაერის მაღალი ტენიანობა უყვარს, ამიტომ ზამთარში გამათბობელი საშუალებებისგან მოშორებით დადგით. ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად, გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარეს რეგულარულად შეასხურეთ წყალი (მხოლოდ არა ცივი, არამედ ოთახის ტემპერატურის), ქოთანი კი სველი კენჭებით სავსე სადგამზე დადგით.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარე უხვად მორწყეთ რბილი, ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყლით. შემდგომიდან მორწყვა შეამცირეთ, ხოლო ზამთარში (გაზაფხულის დადგომამდე) მცენარე იშვიათად მორწყეთ მცირე რაოდენობის წყლით.

განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში სტეფანოტისი რეგულარულად გაანოყიერეთ - როგორც წესი, 2-ჯერ თვეში. წელიწადის სხვა დროს კი მცენარეს განოყიერება არ სჭირდება. გასანოყიერებლად გამოიყენეთ ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქი, აზოტის ნაკლები შემცველობით.

ნიადაგი და გადარგვა
სტეფანოტისი გაზაფხულობით უნდა გადარგოთ მანამ, სანამ გაიკვირტება. ახალგაზრდა მცენარე გადარგვას ყოველწლიურად საჭიროებს, ზრდასრული ეგზემპლარები კი - მხოლოდ 2-3 წელიწადში. ქოთანი აუცილებლად თიხის შეარჩიეთ, რაც შეიძლება მძიმე და თავიდანვე დიდი, რადგან სტეფანოტისი საკმაოდ დიდი იზრდება. ქოთნის ფსკერზე კენჭებისგან ან აგურის ნატეხებისგან აუცილებლად მოაწყვეთ კარგი დრენაჟი.
რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ მას თანაბარი რაოდენობის ფოთლოვანი მიწის, კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელისა და ქვიშისგან მოამზადებთ. ნიადაგის რეკომენდებული მჟავიანობაა - PH 5,5-6,5.

გამრავლება
სტეფანოტისი შეგიძლიათ, თესლით, ან კალმით გაამრავლოთ.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: ჩათესოთ ქვიშისა და ტორფის ნარევში მცენარის ახლად მოგროვებული თესლი და მშრალ ადგილას მოათავსოთ, 22-24 გრადუსზე. კარგი იქნება, ნათესს ზემოდან პოლიეთილენის პარკი, ან შუშის ქილა დააფაროთ, დროდადრო კი წყალი მოასხუროთ და გაანიავოთ.
რაც შეეხება კალმით გამრავლებას, ამისთვის უნდა მოაჭრათ მცენარეს ნახევრად გახევებული 2-3-ფოთლიანი ტოტი და ქვიშისა და ტორფის ნაზავში ჩარგოთ. კალამს ზემოდან შუშის ქილა, ან პოლიეთილენის ბოთლი უნდა დააფაროთ. ასეთი წესით კალამი 2-3 კვირაში დაფესვიანდება, ამის შემდეგ შეგიძლიათ, ჩვეულებრივ ქოთანში გადარგოთ და მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?