პასიფლორა - ვინ და რატომ დაარქვა ამ მცენარეს „ვნების ყვავილი“?!

მებაღის რჩევები

11 ივნისი 12:00, 2016 წელი

პასიფლორა ორიგინალური ფორმის, ულამაზესი ყვავილებით გამორჩეული დეკორატიული ლიანაა, რომლის ყვავილებიც ესპანელმა მისიონერებმა იესოს ეკლის გვირგვინს მიამსგავსეს და „ვნების ყვავილი“ დაარქვეს. ეს სახელი მცენარეს დღემდე შემორჩა.

პასიფლორა (ლათ. Passiflora) - ულამაზესი ყვავილებით გამორჩეული დეკორატიული ლიანა, რომელიც 400-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში.


პასიფლორას მსხვილი, 10 სმ-მდე დიამეტრის ყვავილები აქვს, რომელიც ორიგინალური აგებულებით გამოირჩევა - აქვს ხუთი მწვანე ფერის ჯამის ფოთოლი და ამდენივე თეთრი, ვარდისფერი, მეწამული წითელი ან ცისფერი ფერის ფურცლისგან შედგება, რომლებიც ზემოდან გაფორმებულია თხელი ზიგზაგისებური ხაზებით. ყვავილის ცენტრში განლაგებულია ხუთი მოზრდილი ბუტკო და სამი მტვრიანა. მცენარე ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ყვავის და მრავალრიცხოვან ყვავილებს მორიგეობით ივითარებს. დაყვავილების შემდეგ მასზე რჩება მოყვითალო-ფორთოხლისფერი ნაყოფი, რომელსაც საკვებად იყენებენ.


ესპანელმა მისიონერებმა, პასიფლორას ყვავილების დანახვისთავავე, ანალოგი გაავლეს იესოს ეკლის გვირგვინთან და ამ მცენარეს „ვნების ყვავილი“ დაარქვეს. ხალხში კი ამ მცენარეს „სამეფო ვარსკვლავსაც“ ეძახიან.


პასიფლორას რამდენიმე სახეობა სამკურნალოდაც გამოდგება და ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ. მაგალითად, პასიფლორას ერთ-ერთ სახეობას, რომელიც „ღამურას“ სახელითაა ცნობილი, მე-16 საუკუნის ბოლოს ინდოელები ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, Passiflora sexocellata - გამოიყენება თვალის დაავადებების დროს, ხოლო მცენარის სხვა სახეობებს დამამშვიდებელ საშუალებად იყენებენ. წითელი ხორცოვანი პასიფლორას სამკურნალო თვისებები კი ოფიციალურმა მედიცინამაც აღიარა და მისი ექსტრაქტის საფუძველზე ისეთ პრეპარატებს ამზადებენ, როგორიცაა: „ნოვოპასიტი“, „ცენტრალ ბ“ და სხვა.
პასიფლორა, როგორც წესი, ღია გრუნტის მცენარეა, მაგრამ შეგიძლიათ, ის ოთახშიც გამოზარდოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მცენარეს ამპელური ფორმა უნდა მისცეთ.


განათება
პასიფლორა სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ უხვი ყვავილობისთვის კარგი იქნება, თუ მზიან ადგილას მოათავსებთ. მცენარეს მზის პირდაპირი სხივებიც ვერაფერს ვნებს, მთავარია, ყურადღება მიაქციოთ, რომ მიწა სიცხისგან ძალიან არ გამოშრეს.


ტემპერატურა
ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 18-27 გრადუსის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, ზამთარში კი შეგიძლიათ, 12-18 გრადუსზე მოათავსოთ. თუმცა მცენარე მშვენივრად გრძნობს თავს გაცილებით დაბალ ტემპერატურაზეც.


გასხვლა
იმისთვის, რომ მცენარემ რაც შეიძლება მეტი საყვავილე კვირტი განივითაროს, აუცილებელია მისი გასხვლა. ამისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული, კერძოდ, მარტი. პირველ რიგში, მცენარეს დაზიანებული და გამხმარი ტოტები უნდა მოაჭრათ, ხოლო დარჩენილი ტოტები რამდენიმე სმ-ით დაუმოკლოთ.
გასხვლის შემდეგ პასიფლორა მოსვენებას საჭიროებს, ამიტომ სასურველია, 2-3 კვირით ნახევრად ჩრდილში მოათავსოთ. საჭიროების შემთხვევაში, მცენარე შეგიძლიათ, შემოდგომით, ყვავილობის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გასხლათ.


მორწყვა
ზაფხულობით პასიფლორა უხვად და ხშირად უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში შედარებით ზომიერად, მხოლოდ ისე, რომ მიწის გამოშრობა არ დაუშვათ. თუ მცენარეს ქოთანში ზრდით, ეცადეთ, მორწყვა ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ეს ფესვებისა და ტოტების ლპობას გამოიწვევს.


განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში პასიფლორა კვირაში ერთხელ უნდა გაანოყიეროთ, ამისთვის შეგიძლიათ როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქების გამოყენება.


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მცენარეს გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება, მოზრდილი ეგზემპლარები კი მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ღია გრუნტში ზრდით, კარგი იქნება, დასარგავად მზიანი, მაგრამ ქარისგან დაცული ადგილი შეარჩიოთ. არ დაგავიწყდეთ ორმოში ცოტაოდენი ქვიშის ჩაყრაც, რაც საჭიროა კარგი დრენაჟის უზრუნველსაყოფად.
უპირატესობა მიანიჭეთ ფხვიერ და ნოყიერ მიწას, რომელიც სასურველია თანაბარი რაოდენობის ფოთლოვანი მიწის, კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშისგან მოამზადოთ.


გამრავლება
პასიფლორას გამრავლება შეგიძლიათ ორი მეთოდით - თესლით და კალმის დაფესვიანებით, თუმცა კალმით გამრავლებას ერთი უპირატესობა აქვს - კალმით გამრავლებული მცენარე მომდევნო წელსვე ყვავის, თესლისგან აღმოცენებულს კი ამისთვის რამდენიმე წელიწადი სჭირდება.
კალამი შეგიძლიათ, წყალში ან ტენიან ქვიშაში დააფესვიანოთ, ხოლო დაფესვიანების შემდეგ პატარა ზომის ქოთანში გადარგოთ. მცენარის ღია გრუნტში გადარგვა მხოლოდ მე-3 წელს შეგიძლიათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?