ერიკა - მარადმწვანე მცენარე თქვენი ბაღებისა და ოთახებისთვის

მებაღის რჩევები

16 ივლისი 12:00, 2016 წელი

ერიკა მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც შეგიძლიათ, გაახაროთ როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებში, თუმცა მისი სრულფასოვანი ზრდისა და ყვავილობისთვის საჭიროა გარკვეული წესების დაცვა.

ერიკა (ლათ. Erica) - მარადმწვანე, ბუჩქოვანი ან ნახევრად ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც 400-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, შუაზღვისპირეთსა და ევროპის ჩრდილოეთ რეგიონებში.
ერიკა სიმაღლეში 20 სმ-დან 3 მ-მდე იზრდება. ფოთლები ნემსისებური აქვს და ახლო-ახლო განლაგებული. წვრილ-წვრილი ყვავილები ფორმით ზანზალაკებს მოგვაგონებს და იმდენად უხვია, რომ მთელი ტოტები აქვს დაფარული. კონკრეტული სახეობიდან გამომდინარე, ყვავილების შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, წითელი და სხვა. გადაყვავილების შემდეგ ერიკას ყვავილები ხმება და ის შეგიძლიათ, დეკორატიული თვალსაზრისით გამოიყენოთ.



განათება და ადგილმდებარეობა
ერიკა სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ სრულფასოვანი განვითარებისა და ეფექტური ყვავილობისთვის კარგი განათება სჭირდება. შუქის უკმარისობა, პირველ რიგში, ყვავილობაზე აისახება. თუ გადაწყვიტეთ, მცენარე ღია გრუნტში გაახაროთ, ის ქარისგან დაცულ ადგილას უნდა დარგოთ. ქარისგან დამცავი ფუნქცია შეიძლება ბუჩქოვანმა მცენარეებმაც შეასრულონ, მხოლოდ ისე, რომ სრულფასოვან განათებას ხელი არ შეუშალონ.



ტემპერატურა
ერიკა სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ, თუ მას ცივ რეგიონებში ზრდით, გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში აუცილებლად დასჭირდება ყინვისგან დაცვა. ამისთვის საჭიროა, მცენარეს მინისათბური მოუწყოთ.

მორწყვა
ერიკას რეგულარული მორწყვა უყვარს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. ამიტომ ეცადეთ, იმდენად ხშირად მორწყათ, რომ მიწა მუდმივად ტენიანი ჰქონდეს. მოსარწყავად, ოთახის ტემპერატურის, რბილი წყალი გამოიყენეთ.



განოყიერება
მცენარე რეგულარულ განოყიერებას საჭიროებს. ამისთვის შეგიძლიათ, როდოდენდრომისთვის განკუთვნილი სასუქების გამოყენება.


  



ნიადაგი
ერიკა კარგად ხარობს ჰუმუსით მდიდარ ნიადაგში. რაც მთავარია, ნიადაგი ნაკლებად მარილიანი და გამომშრალი არ უნდა იყოს. შეგიძლიათ, პირდაპირ მზა სუბსტრატი იყიდოთ, ან კორდის მიწის, ნეშომპალას, ქვიშისა და ორგანული სასუქისგან თავად მოამზადოთ.


 


გამრავლება
ერიკა შეგიძლიათ, გაამრავლოთ თესლით, კალმით, ან ბუჩქის დაყოფით.
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა: ჩათესოთ თესლი ტორფის, ქვიშისა და წიწვოვანი მიწის ნაზავში. ამის შემდეგ ნათესს ზემოდან შუშის ქილა, ან პოლიეთილენის ბოთლი დააფაროთ და 20 გრადუსზე მოათავსოთ. დაახლოებით ერთ თვეში ნათესიდან ყლორტები ამოიწვერება, რის შემდეგაც ნათესს მაღალი ტენიანობის პირობები უნდა შეუქმნათ. მას შემდეგ, რაც ყლორტები მოძლიერდება, შეგიძლიათ, ისინი ცალკე ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
კალმით გასამრავლებლად საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს 2-3 სმ. სიგრძის კენწეროს კალამი (ადრე გაზაფხულზე ან ყვავილობის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ) და მისი 1/3 ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ. კალამი დროდადრო უნდა მორწყოთ. ასეთი წესით კალამი დაახლოებით 3-4 კვირაში დაფესვიანდება.
ყველაზე მარტივია ერიკას ბუჩქის დაყოფით გამრავლება. ეს მცენარის გადარგვისას (გაზაფხულზე) უნდა გააკეთოთ.


 


 დაავადებები


არასწორი მოვლის პირობებში ერიკას შესაძლოა, სოკოვანი დაავადება გაუჩნდეს. ასეთ დროს, პირველ რიგში, მცენარეს დაზიანებული ფოთლები უნდა მოაცალოთ, ხოლო შემდეგ 2 კვირაში ერთხელ სპილენძის ქლოროქსიდით დაამუშაოთ.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ფოთლებზე ნაცრისფერი ნადები გაუჩნდა, მას ფოთლებზე ფუნგიციდი ან პრეპარატი ტოპაზი უნდა შეასხუროთ.
ზოგჯერ ერიკას ობობას ტკიპაც უჩნდება, ასეთ შემთხვევაში მცენარეს პრეპარატი ფიტოვერმი უნდა შეასხუროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?