ტიტა - დარგვის თავისებურებები და გაზრდა ქოთანში

მებაღის რჩევები

25 აპრილი 12:00, 2015 წელი

ტიტა ულამაზესი ბოლქვიანი მცენარეა, რომელიც ძირითადად დეკორატიულ მებაღეობაში გამოიყენება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მისი ქოთანში გაზრდაც შესაძლებელია.

როგორ უნდა მოვუაროთ ტიტას, როგორ გამოვიყენოთ სამომავლოდ მისი ბოლქვები და რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ ულამაზესი მცენარის ქოთანში გაზრდა გვინდა?!
ამ საკითხებზე სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრა:


 


ტიტა

ტიტა (ლათ. Tulipa) ბოლქვიანი მცენარეა, რომლის სამშობლო წინა აზიაა. მცენარე ევროპაში მხოლოდ შუა საუკუნეებში შეიტანეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მალევე დაიპყრო  მთელი ევროპა. მისით განსაკუთრებით ჰოლანდიელები აღფრთოვანდნენ და დაუყოვნებლივ სელექციური სამუშაოები დაიწყეს. სწორედ მათი დამსახურებაა დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლე. მცენარის ჰიბრიდული ჯიშები იყოფა რამდენიმე ჯგუფად - სიმაღლის (დაბალი, საშუალო, მაღალი), ყვავილობის ვადებისა (საადრეო, საშუალო, საგვიანო) და ყვავილის ფორმის თავისებურებების გათვალისწინებით. ჰოლანდია დღემდე მიჩნეულია ტიტის ბოლქვების ყველაზე დიდ ექსპორტიორად.


 



დარგვის თავისებურებები

ტიტას ბოლქვები მიწაში გვიან შემოდგომით ირგვება (ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევრამდე). მცენარეს ნოყიერი და ფხვიერი ნიადაგი უყვარს, ამიტომ დარგვის წინ, ადგილი კარგად უნდა დაამუშაოთ: მიწა კარგად დაბარეთ, შემდეგ გააფხვიერეთ და სასუქიც (ნაკელი ან ნიტროამოფოსი, იგივე NPK) შეიტანეთ. 


იმ შემთხვევაში, თუ მიწა მძიმეა და დასველებისას იზილება, მასში ცოტაოდენი ქვიშა შეურიეთ - ქვიშა  ჯერ მიწაზე მიმოაბნიეთ და შემდეგ ჩაბარეთ. თუ მშრალი ამინდებია და ნიადაგის ტენიანობა ნაკლებია, ჩარგავმდე რამდენიმე დღით ადრე მიწა კარგად მორწყეთ.
ტიტები ირგვება სათითაოდ, ერთმანეთისგან განცალკავებულად, მზიან, ქარისგან დაცულ ადგილზე. ინტერვალი დამოკიდებულია ჯიშის სიდიდეზე ანუ რაც მეტად დიდი ზომის უნდა გაიზარდოს მცენარე, მით უფრო მეტად ვაშორებთ ბოლქვებს ერთმანეთისგან.
დაბალი ჯიშის ტიტები ერთმანეთისგან - 8-12 სმ-ის, ხოლო მაღალი ჯიშები 20-25 სმ-ის დაშორებით უნდა ჩაირგას. ჩასარგავი ორმოები, დაახლოებით, ბოლქვის სამმაგი სიღრმის უნდა ამოვიღოთ, რომელშიც წინასწარ გადარჩეულ საღ და მსხვილ ბოლქვებს წვეროთი ზემოთ მოვატავსებთ. ზემოდან მიწა კარგად უნდა გადავასწოროთ - ისე, რომ ბოლქვის ზემოდან მიწა, დაახლოებით, ორი ბოლქვის სიმაღლისა იყოს.



მოვლა

დარგვიდან დაახლოებით 10-15 დღეში ბოლქვი დაფესვიანებას დაიწყებს (5-10C0), ფოთლის კვირტიც მიწისქვეშ დაიბერება და მცენარე ამ სტადიაში გამოიზამთრებს.
მიწის ზემოთ მცენარე მხოლოდ გაზაფხულზე, დათბობისთანავე ამოიწვერება.
რაც შეეხება მორწყვას -ახალდარგული ტიტა, თუ მას ტენიან მიწაში ჩარგავთ, მორწყვას არ საჭიროებს. ტიტა უნდა მოირწყას გვალვიან გაზაფხულზე, რადგან ვეგეტაციის პერიოდში სიმშრალეს ცუდად იტანს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტიტა, ისე როგორც ყველა სხვა ბოლქვიანი მცენარე, მიმდინარე წელს ივითარებს მომავალი წლის ყვავილსაც, ანუ წლევანდელი მოვლის პირობები მომავალ წელს მის ყვავილობას განსაზღვრავს.
შესაბამისად, მიმდინარე წელსაც ისევე იყვავილებს, როგორი პირობებიც შარშან ჰქონდა.
თუ დარგვისას სასუქი კარგად მოვუმარაგეთ, ამოსვლისას შეგვიძლია, მხოლოდ აზოტიანი სასუქი დავუმატოთ. ყვავილობისას კი სასარგებლო იქნება წყალში გახსნილი ნიტროამოფოსის მიცემა.


 


ბოლქვების შენახვა

ბოლქვები აუცილებლად თავის დროზე უნდა ამოთხაროთ, ამოთხრის დროს კი მეცნარე თავად მიგანიშნებთ - ფოთლები გაყვითლებას დაიწყებს და წვერები გაუხმება. 


თუ ადრე ამოთხრით, ბოლქვი გამსხვილებას ე.ი. საკვების კარგად მომარაგებას ვერ მოასწრებს, ხოლო დაგვიანებით ამოთხრის შემთხვევაში ხელთ უხარისხო ბოლქვი შეგრჩებათ. ამიტომ, ამოთხრამდე კიდევ ერთხელ დააკვირდით - ბოლქვის გარეთა ფურცლები ღია ყავისფერი უნდა იყოს.
ამოთხრილი ბოლქვები თავისივე ფოთლებიანად მშრლად, გადახურულ ადგილას მოათავსეთ, ისე რომ კარგად ნიავდებოდეს. 7-10 დღეში ბოლქვი შესანახად მომწიფდება.
ამის შემდეგ მსხვილი და საღი ბოლქვები შეაჩიეთ. მას ფოთლები, შემხმარი მიწა, ახალგანვითარებული შვილეული ბოლქვები და ფესვები მოაცილეთ და ფართო დაბალ ყუთში (არაუმეტეს სამ ფენად) მოათავსეთ. შეგიძლიათ, გამოცალკავებული შვილეული ბოლქვები ცალკე შეინახოთ და მათგან შემდეგში ახალი, სრულფასოვანი ყვავილი გამოზარდოთ (ასეთი ბოლქვები 1 წელი უნდა გამოზარდოთ, გამოკვებოთ ზემოთ აღწერილი წესით 2 წლის განმავლობაში, მე-3 წლიდან კი სრულფასოვნად იყვავილებენ).
გადაყარეთ მხოლოდ დაწვრილებული, ფერშეცვლილი და დეფორმირებული ბოლქვები.
რაც შეეხება ვარგისიან ბოლქვებს, ისინი გვიან შემოდგომამდე მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას (მაგ.სარდაფში) მოათავსეთ.


 


„ქოთნის ტიტა“ 

ერთჯერადად შეგიძლიათ, ტიტა ქოთანშიც აყვავილოთ. 
ამისთვის საჭიროა, ქოთანში ჩარგული ბოლქვი, დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში, სიცივეში - 5-10C0-ზე მოათავსოთ. ამოსვლის შემდეგ კი გრილ ადგილას გადაიტანოთ და განვითარება აცადოთ. 
გახსოვდეთ, რომ 20C0-ზე მეტი სითბო ტიტას ზრდა-განვითარებისთავის ხელშემშლელია. აყვავების შემდეგ, თუ ტიტას ქოთნით გრილ ადგილას დავდგამთ, ყვავილობა გაუხანგრძლივდება. თუმცა, ქოთანში აყვავებული ტიტა მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება გამოვიყენოთ, რადგან მომავალი წლისთვის საკვების მარაგის აგროვებას ვერ ახერხებს და მომდევნო წელს მისი აყვავება ნაკლებად მოსალოდნელია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?