ლოცვა ნათლულისთვის - ძალა, როდესაც უფლის სასუფეველი იღება

10 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

ნათლობა შესრულდა, დანარჩენი უფლის ნებაა, განათლულ ადამიანს უკვე  იესო  მფარველობს... რჩევა-დარიგებებს გვაძლევს მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).

რა არის ნათლობა
ნათლობა უფლისკენ გადადგმული უმთავრესი ნაბიჯია ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, რომელსაც მოჰყვება სხვა დანარჩენი სიკეთე.
ნათლობა მადლი და ცხონებაა, იგი ჭეშმარიტების შეცნობაა, რომელიც უფლისგან მოდის.
თავად ნათლისღება დიდი საიდუმლოა, რომლის შემდეგაც სხვა საიდუმლოებისკენ მიმავალი კარი იხსნება. განათლული ადამიანი ეგებება ისეთ საიდუმლოებს, როგორიცაა ზიარება, აღსარება. ნათლობას მეორედ შობა ჰქვია, როდესაც ადამიანი უფლის სასუფეველში იშვება.
მიუხედავად ასაკისა, ახალგანათლული - ახალშობილია, რომელსაც შეცოდებები არ აქვს. განათვლის შემდეგ განისაზღვრება ადამიანის მარადიულ სასუფეველში დამკვიდრება. ნათლობის შემდეგ ქრისტიანი იცვლება და დიდი, მადლიანი მორწმუნე ოჯახის შვილი ხდება.


 


ნათლობა - გზა ტაძრისკენ
ყველა ადამიანს ეკლესიისკენ გზას ნათლობა უხსნის.
ადრე, ძველ დროში, ადამიანები დიდ ასაკში - 60 წლისანი ინათლებოდნენ.
შემდეგ, საეკლესიო კრებებმა დაადგინეს, რომ საუკეთესო იქნებოდა ნათლობა მცირე ასაკში, ჩვილობაში მომხდარიყო. ეს გადაწყვეტილება ძალიან გამომდგარი და გონივრულია, რადგან ადრეულ ასაკში გაქრისტიანებულ ადამიანს დიდი დრო აქვს, რომელსაც თავის სულიერ ბედნიერებას მოახმარს.


 


ნათლიის შერჩევა
ქრისტიანი მორწმუნე მშობლების უპირველესი მოვალეობაა, შვილის აღზრდა.
ბავშვის აღზრდის უმთავრესი და პირველი ნაბიჯია ქრისტიანული სწავლება.
მშობლები მოვალენი არიან, თავიანთი რწმენა შეასწავლონ შვილებს და აღზარდონ ჭეშმარიტ მორწმუნეებად. ამიტომ ისინი თავისი პატარებისთვის ღირსეულ ნათლიებს ირჩევენ.
ნათლია თავადაც უნდა იყოს ძლიერი მორწმუნე, რომელიც ნათლულში ქრისტიანობას გააღვივებს.


 


ნათლიის ვალი
მონათლულის ეკლესიასთან დაკავშირება, ლოცვა და სულიერი აღზრდა, ნათლიის უპირველესი მოვალეობაა.
არ არის აუცილებელი ნათლობის წინასწარი დაგეგმვა. მორწმუნეს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, შეხვდეს ურწმუნო ადამიანი, რომლის ეკლესიისკენ მიბრუნება და განათვლა დიდი მადლია. ასეთ მადლმოსილ ადამიანსაც ნათლია ჰქვია.
ნათლია ბავშვის სულიერი მშობელია, რომელიც თვალყურს ადევნებს მის ყველა ნაბიჯს, აძლევს სწორ მიმართულებას და აახლოებს ტაძართან.
იოანე ნათლისმცემლის მსგავსად, უნდა იღვწოდეს ჭეშმარიტი ნათლია, რომლის ცხოვრებაც ძნელია, მაგრამ მადლიანი. ის ეკლესიის მთავარი საყრდენია, რომელიც ახალი წევრებით ამარაგებს ქრისტიანულ სამყაროს, ახალშობილებს აზიარებს დიდ სიყვარულს, მადლსა და ჭეშმარიტ სარწმუნოებას.


 


მოუცლელი ნათლია
ხშირად ხდება, როდესაც განათვლის შემდეგ ნათლია ბავშვისთვის ვეღარ იცლის. მას ან დიდი მანძილი აშორებს მისგან, ან სხვა რაიმე მდგომარეობაა. ეს არ არის პრობლემა.
მთავარია, ნათლიამ ილოცოს ნათლულისთვის და ტელეფონით ან სხვადასხვა ტექნოლოგიებით ხშირი კონტაქტი ჰქონდეს მასთან.
უფლისთვის მთავარი მოცემულობაა, რომ შესრულდა ნათლობა, დანარჩენი მხოლოდ მისი ნებაა.


 


მოუცლელი ნათლიის ლოცვა
როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ნათლიას ხელი არ მიუწვდება, აქტიურად ჩაერთოს ნათლულის სულიერ აღზრდაში, მაშინ, ის უფალს აბარებს მას და იესო ქრისტე თავად იღებს ბავშვს მფარველობაში:
„უფალო შენ განაგე, შენ მფარველობდე და თუკი რაიმე დავაკელი, შენ მიეცი ძალა, რომ წარმოჩინდეს სასუფევლის წინაშე“.


 


პატრიარქის ნათლული
პატრიარქის ნათლულობა დიდი მადლია, ამ დროს უწმინდესი უფლის წინაშე დგას და ლოცულობს პატარა ქრისტიანისთვის.
პატრიარქის ეს ნაბიჯი ღვაწლია, ჩვენთვის სიკეთედ მოსული, რათა გაიხსნას ზეცა და, მტრედის სახით, სულიწმინდა გადმოვიდეს მის განათლულზე.
უწმინდესი ილია II დიდი მამამთავარია სასუფეველში, რომლის მადლითა და მეოხებით მრავალი წარმოჩინდება ჭეშმარიტ ქრისტიანად.
პატრიარქის ლოცვით, ღვაწლითა და საქმით ყველაფერი კეთილად სრულდება


 


ლოცვა ნათლულებისთვის
უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, მიეც სათნოება და შემუსვრილება გულთა მათთა.
უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.


 


ლოცვა გზააბნეული ნათლულისთვის
ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ზეცისაო, ღვთისმშობელო ქალწულო!
შობითა შენითა იხსენ ნათესავი კაცთაი ეშმაკისა საუკუნოისა სატანჯველისაგან, რამეთუ გვიშევ ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი.
მოიხილე მოწყალებითა შენითა ამასცა ზედა (სახელი), მოკლებულსა წყალობისაგან ღვთისა და მადლისა, დედობრივითა კადნიერებითა და ლოცვითა შენითა გამოითხოვე ძისა შენისაგან, ქრისტეს ღვთისა ჩუენისაგან, რათა გარდამოავლინოს მადლი თვისი ამას წარწყმედასა მიწევნულსა ზედა.
ჰოი, ყოვლადკურთხეულო!
შენ ხარ უსასოთა სასო, სასოწარკვეთილთა ხსნა, დე ნუ იხარებს მტერი სულსა მისსა ზედა!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?