რესტორანი ციხესიმაგრე „ავალონი“ - თქვენი სიმშვიდისა და ბედნიერი წუთებისთვის...

მოზაიკა

6 მარტი 18:04
273

ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად რესტორანში საღამოს გატარება ნებისმიერი ადამიანისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, ხარისხიანი მომსახურება და სასიამოვნო მუსიკა - ეს იმ მოთხოვნათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ნებისმიერი მაღალი კლასის რესტორანი უნდა აკმაყოფილებდეს.


ერთ-ერთი ასეთი მაღალი კლასის რესტორანია ციხესიმაგრე „ავალონი“, რომელიც თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქის დამქანცველი ხმაურისგან მოშორებით მდებარეობს და უკვე დიდი ხანია, რაც ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრების თავშეყრის, განტვირთვისა და გართობის საყვარელ ადგილად იქცა.


რესტორნის ექსტერიერი და ინტერიერი შუა საუკუნეების ტრადიციების მიხედვითაა მოწყობილი. ორსართულიანი დარბაზი 200 სტუმარს იტევს. აქ შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, გამორჩეული დესერტები და პარალელურად, დატკბეთ გემოვნებიანი მუსიკით.


„ავალონში“ თქვენი სასიამოვნო განწყობისთვის მღერიან თამთა ცხვიტავა, თეო თევზაძე, გიორგი სუხიტაშვილი, „ავალონის“ კვარტეტი... უკრავს ვიოლინო, საქსოფონი... წარმოდგენილია ქართული ცეკვები, ჯაზისა და ბლუზის საღამოები... 


მოკლედ, რესტორანი ციხესიმაგრე „ავალონი“ გამორჩეული ადგილია რომანტიკული ვახშმისთვის, საქმიანი შეხვედრებისა თუ მეგობრული შეკრებისთვის.

რესტორანი ღიაა ყოველდღე: 12:00-დან 03:00 საათამდე


მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი ბაქრაძის ქ. #40.