ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სისტემაში არსებული სიახლეები გააცნო

მოზაიკა

11 აგვისტო 18:15, 2017 წელი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რაც სისტემაში უკვე განხორციელდა და ახლო მომავალში დაინერგება. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგად და პროფესიულ განათლებაზე, რომ  ამ მიმართულებებით მიმდინარე ახალი პროექტები, ახლო მომავალში ხარისხს  მნიშვნელოვნად გაზრდის.     

ზოგადი განათლების კუთხით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გაწერილ ახალ პროექტზე „ჩვენი სკოლა 20-20“, რომლის განხორციელება,  ყველა სკოლას  თანაბარ პირობებში ჩააყენებს  და 2020  წლისთვის, პროგრესი ცალსახა იქნება.  


სკოლის ინფრასტრუქტურასთან და სასკოლო სახელმძღვანელოებთან ერთად, მინისტრმა ხაზი გაუსვა სკოლაში პედაგოგის უმნიშვნელოვანეს როლს, რომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არაერთი აქტივობა ხორციელდება. კერძოდ, თუ შარშან ტრენინგი 40 ათასამდე პედაგოგმა გაიარა, 2017 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში, მათი რიცხვი უკვე 30 ათასს აღწევს. ამ კუთხით მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „ათასწლეულის გამოწვევა ფონდ  - საქართველოს“ ჩართულობას, რომელთა ხელშეწყობით, გადამზადებას გადიან საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები და სკოლების დირექტორები. შესაბამისად, გაიზარდა გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგთა რაოდენობა, რომელთაც განვითარების მეტი მოტივაცია გაუჩნდათ.


სამინისტრო მნიშვნელოვანი სიახლეს სთავაზობს დამწყებ პედაგოგებს. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში პედაგოგთა მიღება კონკურსით ხდება, სადაც გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც  დამწყებ პედაგოგებს არ აქვთ, მინისტრმა აღნიშნა, რომ  ახალგაზრდები, რომლებიც პედაგოგიურს წარმატებით დაამთავრებენ, განსაკუთრებით სოფლებისა და ეროვნული უმცირესობების სკოლაში, მათ  ექნებათ გარანტირებული საგაკვეთილო საათები. კერძოდ, ისინი გაკვეთილებს სკოლის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ.


სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა გაგრძელდება  საბაკალავრო პროგრამა  „1+4“ კურსდამთავრებული ორენოვანი ახალგაზრდა კადრებისა, რომლებიც ეროვნული უმცირესობების სკოლებში, დამხმარე მასწავლებლად მუშაობენ. 2017-2018 სასწავლო წლებში არაქართულენოვან მცირე სკოლებში 53 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი იმუშავებს.


საშუალო საფეხურზე შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა. კერძოდ, შინაარსობრივაად  პროგრამები განიტვირთება, მეტი აქცენტი პრაქტიკულ აქტივობებზე და საპროექტო სწავლებაზე გაკეთდება. გაჩნდება მეტი შესაძლებლობა ფორმალური გაკვეთილების არასაგაკვეთილო სივრცეში გადატანისა (ექსკურსიები მუზეუმებში, კვლევების ჩატარება ველზე); რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მისი შეფასება მოხდება მეტი  და მრავალფეროვანი კრიტერიუმებით. მნიშვნელოვანია, რომ მის შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, სამინისტროს საკუთარი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შესთავაზონ.


იმისათვის რომ სასწავლო პროცესი აქტიური და საინტერესო  გახდეს, ახალი სასწავლო წლიდან,  სამინსიტრო, საწყის ეტაპზე,  მცირეკონტიგენტიან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშის შეტანას იწყებს, რაც  მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას აუმაღლებს. გარდა ამისა, გაორმაგდება უკვე დანერგილი თავისუფალი გაკვეთილები, ხოლო ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებში, გაცილებით მეტი ბავშვი დაისვენებს.


საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ერთიანი სივრცე საექსკურსიო ადგილების შესახებ, რაც ერთის მხრივ მასწავლებლებს მისცემს საშუალებას უფრო ნაყოფიერად დაგეგმონ დრო, მეორეს მხრივ წაახალისებს სერვისის პროვაიდერებს. მნიშვნელოვანია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებისთვის თემატური ექსკურსიები სრულად იქნება დაფინანსებული.


უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის გაიზრდება დისტანციური ქართული ენის გაკვეთილები და გაფართოვდება ქვეყნების ქსელიც. ამ ეტაპზე, 500-მდე გაკვეთილი 21 ქვეყანაში ჩატარდა, რომელშიც 200 ბავშვი და 35 მასწავლებელია ჩართული.  გაკვეთილები ტარდება როგორც დიდი  ბრიტანეთში, ასევე გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, დანიაში, იტალიასი, ესპანეთსა და ა.შ.


მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ასევე სკოლების რეაბილიტაციაზე და ახალი სკოლების ახალი ტექნოლოგიებით აშენებაზე. მან ხაზი გაუსვა ასევე სკოლებში შრომის გაკვეთილების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და  ჯანსაღი კვების დანერგვას. კერძოდ, სკოლებში აიკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა. ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამინისტრო თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში, საპილოტე პროექტს განახორციელებს, რომლის თანახმად, კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს უფასოდ მიიღებენ. 


პროფესიული განათლების კუთხით, ალექსანდრე ჯეჯელავამ დუალური განათლების მიღწევებზე, საერთაშორისო პარტნიორებზე და იმ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ახალგაზრდების დაინტერესებას პროფესიული განათლების კუთხით     მნიშვნელოვნად გაზრდის. კერძოდ, ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლე, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში შევა, ის არა მხოლოდ პროფესიას შეიძენს, სკოლის ატესტატის აღებასაც შეძლებს, რაც საშუალებას მისცემს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს.


პროფესიული განათლების კუთხით, უმნიშვნელოვანესი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო კერძო პროფესიულ კოლეჯებს დააფინანსებს. ამასთან, მოხდება პროფესიული უნარების აღიარება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?