ჯეიმს ბლანტი დამოუკიდებლობის დღეს Goodbuy my lover-ს და You’re Beautiful-ს შეასრულებს

მოზაიკა

8 თებერვალი 14:30, 2018 წელი

18 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით -  ეს შთამბეჭდავი შედეგი ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ბრიტანელ შემსრულებელ ჯეიმს ბლანტს ეკუთვნის. მისი სადებიუტო ალბომი „Back to Bedlam“  ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში მოხვდა. 2017 წელს მომღერალმა უკვე რიგით მეხუთე ალბომი Afterlove გამოუშვა და დაიწყო მსოფლიო ტურნე, რომელშიც საქართველოც მოხვდა.

ცნობილი ჰიტის  „You’re beautiful” შესახებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს. სიმღერამ  დიდი წარმატება მოუტანა მომღერალს. ჰიტადქცეული „You’re beautiful” ბლანტის რიგით მესამე სიმღერაა, რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. მის ამ არაჩვეულებრივ ჰიტს წვეულებებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე  დღემდე უკრავენ.  სწორედ, მისი საშუალებით, ჯეიმსის ალბომი დეკადის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომად დასახელდა.


მომღერლისთვის ამ სიმღერას სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს.  მან ის ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. კლიპში აღბეჭდილია თვითმკვლელობის მცდელობა იაპონური ტრადიციების მიხედვით. კლიპის ბოლოს კი მომღერალი წყალში ხტება იმის გამოსახატად, რომ მას აღარ შეუძლია შეყვარებულის გარეშე ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჰიტი მისი რჩეული შემოქმედება არ არის, მან განაცხადა, რომ არ შეწყვეტს მის შესრულებას კონცერტებზე, რადგან ეს მისი თაყვანისმცემლების საყვარელი სიმღერაა და იგი დიდ პატივს სცემს თავის გულშემატკივრებს.


ზოგადად, მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე.
სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა „No Bravery”.


ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე, გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს “goodbuy my lover” და  “You’re Beautiful”-აც შეასრულებს.


ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.


ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს. 
საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live მიზანია, განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.