ახალი ბარ-რესტორანი „საამო“ - გემრიელი სამზარეულო, ელეგანტური გარემო და უნიკალური ხედები

მოზაიკა

13 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი
63

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში – ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად, ახალი ბარ-რესტორანი, ტერასა „საამო“ გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლები და მსახიობები მანანა თოდაძე,  ანრი ჯოხაძე, ვერიკო ტურაშვილი, კაკი ბოლქვაძე, სოფო ბედია...

დახვეწილი ინტერიერით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით სტუმრები პრეზენტაციაზევე მოიხიბლნენ და როგორც ისინი „Funtime“-თან საუბარში აცხადებენ, დღეიდან „საამო“ მათი საყვარელი ადგილი გახდება.

მანანა თოდაძე (მომღერალი): რესტორნის დამფუძნებელ მანანა ფიფიას პირადად ვიცნობ და როგორი სტუმართმოყვარე და კეთილშობილი ადამიანიცაა, ისეთივე არაჩვეულებრივი გარემო დამხვდა „საამოში“.შესანიშნავი ინტერიერი, უგემრიელესი ქართულ-ევროპული და აზიური სამზარეულო, მომსახურების  მაღალი ხარისხი... - ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც ღირსეულ დაწესებულებას ეკადრება. დაწესებულების სამივე სართული ელეგანტურად, გემოვნებითაა მოწყობილი, თუმცა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე ტერასამ მოახდინა, საიდანაც  სამების საკათედრო ტაძარზე, ნარიყალაზე, მთაწმინდაზე, მოკლედ, მთელ თბილისზე იშლება უნიკალური ხედები. ამ სილამაზის უნახაობა ნამდვილად არ შეიძლება, ამიტომ ყველას ვურჩევ, მოვიდეს „საამოში“ და თავად დარწმუნდეს ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში.

ანრი ჯოხაძე (მომღერალი): მეგონა, ჩვეულებრივ რესტორანში მოვდიოდი, მაგრამ შევცდი - ნამდვილ ზღაპარში აღმოვჩნდი... დიახ, ეს არის „სამგანზომილებიანი“ ზღაპარი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად მიიღოს სიამოვნება - დაისვენოს, დატკბეს თბილისის არაჩვეულებრივი ხედებით, მოუსმინოს გემოვნებიან მუსიკას, მოაწყოს წვეულება მეგობრებთან ერთად, დააგემოვნოს უგემრიელესი კერძები... როგორც ვიცი, ყველა კერძი 100%-ით ნატურალური პროდუქტისგან მზადდება და ამ პროდუქტს პირდაპირ ფერმერებისგან ყიდულობენ რესტორნის მესვეურები. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებენ ბევრ რესტორანში... ყველას ვურჩევ, მოვიდეს აქ და ისიამოვნოს არაჩვეულებრივი გარემოთი. პირადად ჩემთვის „საამო“ უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი.

თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): ვულოცავ დამფუძნებელსა და მეპატრონეებს ამ არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი, კოპწია რესტორნის გახსნას. მართლაც გამორჩეული გარემოა, სადაც ღირსეულად შეიძლება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების გამასპინძლება. ყველას ვურჩევ, ამ არაჩვეულებრივ ადგილას მოვიდეს, რასაც მე, პირადად, ხშირად ვაპირებ.

ვერიკო ტურაშვილი: ბოლო პერიოდია, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო მეტად მომწონს ძველი თბილისის უბნები და თუ სადმე მივდივარ დასასვენებლად ან გასართობად, ყოველთვის ასეთ მშვიდ და „შინაურულ“ ადგილებში. ჩემი აზრით, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მთელ თბილისში, როგორც ქართველი სტუმრებისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი ისეთი ადგილი შეემატა, სადაც, მეგობრებთან ერთად,სიამოვნებით ვივლი.