რესტორანი „საამო“ - ოჯახური ტრადიცია ქვეყნის სასარგებლოდ

მოზაიკა

28 ოქტომბერი 16:30, 2016 წელი

ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად ახალი, მაღალი კლასის ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“ გაიხსნა, რომელიც ელეგანტური ინტერიერით, საუცხოო კერძებითა და მაღალი კლასის მომსახურებით გამოირჩევა. თუმცა, აქაურობას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს ტერასა, საიდანაც თბილისის შესანიშნავი ხედები იშლება. „Funtime“-ს „საამოს“ დამაარსებელი და დირექტორი მანანა ფიფია ესაუბრა:

- რატომ გადაწყვიტეთ სარესტორნო ბიზნესში საქმიანობის დაწყება?
- ამ სფეროს მიმართ ჩემი ინტერესი ოჯახიდან მომდინარეობს - სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სუფრა და კულინარია კულტი იყო... მამაჩემისა და დედაჩემის ოჯახს ხუმრობით „ქართულ რესტორანსაც“ ეძახდნენ. ასე რომ, მე და ჩემს დებს ბავშვობიდან მოგვდევს სტუმრის მიღებისა და გამასპინძლების ტრადიცია.



- ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ არ შეგაშინათ?
- კონკურენცია ნამდვილად არ მაშინებს, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ნებისმიერ სფეროში საჭიროა. თან ამ სფეროში უკვე საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა, არც მუშაობა გვეზარება... ასე რომ, მზად ვარ, გავუმკლავდე ნებისმიერ კონკურენციას. თანაც სარესტორნო ბიზნესში გარკვეული გამოცდილებაც მაქვს - მართალია, საქართველოში ეს ჩემი პირველი რესტორანია, მაგრამ მე და ჩემს დებს დიდი ხანია, საქართველოს საზღვრებს გარეთ გვაქვს რესტორანი, საკონდიტრო საწარმო... რა თქმა უნდა, გვსურს, ჩვენს ქვეყანაში უფრო წარმატებულები ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დავასაქმოთ და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოვუტანოთ.



- „საამოს“ უპირატესობა რა არის?
- „საამოში“ აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე და ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებულ ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებული და საიმედოა, ჩვენ მაინც დამატებით ყველაფერს ლაბორატორიულად ვამოწმებთ.



- რამდენად მრავალფეროვანი მენიუ გაქვთ?
- გვაქვს ევროპული და ქართული კერძების დიდი არჩევანი, ასევე, აზიური სამზარეულო... ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. განსაკუთრებული მოთხოვნა ქართულ კერძებზეა, მით უმეტეს, რომ ჩვენი რესტორანი ტურისტულ ზონაშია, უცხოელ სტუმრებს კი ყველაზე მეტად ქართული კერძების დაგემოვნება უყვართ. გარდა აღნიშნულისა, ჩვენთან მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული... სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, ფურშეტებისა და ბიზნესლანჩების ორგანიზებაც.



- რესტორანში დასაქმებულ პერსონალზე რას იტყვით?
- ჩვენთან ათამდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. გვყავს გამოცდილი მზარეულები, არაჩვეულებრივი ბარმენი, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი... მოკლედ, ძალიან მეგობრული გუნდია და ერთი ოჯახივით ვართ. ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ ჩვენი რესტორნის სტუმრები ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. სხვათა შორის, ამას აღნიშნავენ ქართველებიც და უცხოელი ტურისტებიც...



- არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხედი, რომელიც თქვენი ტერასიდან იშლება...
- ჩვენი დაწესებულება მრავალკომპლექსიანია. პირველ სართულზე განთავსებულია ბარი, მეორეზე - კაფე-რესტორანი, ხოლო მესამეზე - ტერასა... სწორედ ტერასიდან და მეორე სართულის აივნებიდან იშლება სამების საკათედრო ტაძარზე და მთელ თბილისზე უნიკალური ხედი, რომელსაც, ვფიქრობ, ანალოგი არ მოეპოვება.



- თქვენთან ცოცხალი მუსიკა თუ უკრავს?
- რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა - უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. წვეულებებისთვის ცეკვის ან სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის მოწვევაც შეგვიძლია. დღის განმავლობაში კი სტუმრები გემოვნებიან მუსიკას მოუსმენენ და მუსიკის ფონზე ჩვენი ტერასიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან.



- როგორც ვიცი, მომხმარებელს კერძების ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობთ...
- დიახ, ჩვენს რესტორანს აქვს კერძების ადგილზე მიტანის სერვისი, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?