ერთი დღით ბავშვობაში - „Marigold“-ის საჩუქარი ჟურნალისტებს!

მოზაიკა

12 დეკემბერი 22:00, 2016 წელი

მოდის სახლმა „Marigold“-მა მედიაკარნავალი გამართა. „მადლიერების დღე“ - ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც წელს უკვე მეხუთედ აღინიშნა. რადიოს, პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და ტელევიზიის ჟურნალისტებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მულტფილმებისა და კინოფილმების პერსონაჟთა ფორმები მოირგეს და ფოტოკამერების წინ ჯერ ახალ თბილისში, შემდეგ კი creator bar-ში იპოზიორეს, სადაც მათ მუსიკალურ განწყობაზე ბენდი „ლაბირინთი“ ზრუნავდა. ჟურნალისტებისთვის „Marigold“-მა სხვადასხვა პრიზებიც გაათამაშა.

თამარ ნადირაძე, მოდის სახლ „Marigold“-ის დამფუძნებელი: ყველაფერი 5 წლის წინათ დაიწყო. საზოგადოებამ არ იცის, რამდენი უძილო ღამეა თითოეული ჟურნალისტის ცხოვრებაში. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, თუმცა ხალხი ნაკლებად ხედავს. მოვინდომეთ, რომ ყველა ჟურნალისტი კადრში მოგვექცია. „Marigold“-მა ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა კინოფილმიდან თუ მულტფილმიდან კოსტიუმები შექმნა. გადავწყვიტეთ, ერთი დღით ბავშვობაში დაგვებრუნებინეთ და გაგვემხიარულებინეთ. ამ ღონისძიების ყველაზე დიდი ხიბლი ისაა, რომ დღეს ჟურნალისტები გადატვირთული გრაფიკის გამო ერთმანეთთან ვერ კონტაქტობთ. მედიაკარნავალზე კი რამდენიმე საათს ატარებთ ერთად და გიყვართ ერთმანეთი. ასევე, გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქორწილო კაბებში განწყობილ ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რაიონში დავდივართ. ასე რომ, გაზაფხულზე კვლავ შევხვდებით და საქორწინო კაბებს მოირგებთ!


თეა გუნთაიშვილი, „Marigold“-ის პიარმენეჯერი: ამ ღონისძიებას 5 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი. კინოფილმებიდან და მულტფილმებიდან უკვე 100-მდე გმირის კოსტიუმი გვაქვს. პრესის, ტელევიზიისა თუ რადიოს ჟურნალისტებთან ერთად, ზღაპრის გმირებად ვიქცევით და ერთი დღით ბავშვობაში ვბრუნდებით.


- რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი?
- ამ პროექტის ავტორი მე გახლავართ და „მადლიერების დღე“ ჰქვია. გვინდა, მედიაკარნავალით თქვენდამი მადლიერება გამოვხატოთ. ჩემი ოცნება იყო, თეატრის მხატვარი ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ პროფესიით გრაფიკოსი ვარ, თუმცა ოცნება „Marigold“-ში ავისრულე. თამარ ნადირაძემ მომცა საშუალება, შემექმნა კოლექცია და დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემთან ერთად სხვებსაც ვაბედნიერებ. მედიაკარნავალი, ტრადიციისამებრ, დეკემბერში, წინასაახალწლოდ ტარდება. სურვილი გვაქვს, ჟურნალისტებს პირველებმა მოგილოცოთ ხოლმე ახალი წელი და გვიხარია, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოგვდის. აქცენტს მხოლოდ ცნობად სახეებზე არ ვაკეთებთ. ყოველ წელს ყველა იმ ჟურნალისტს ვარგებთ კოსტიუმს, ვინც კადრს მიღმა დგას და საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენ შრომას დებს ის თავის საქმიანობაში.


ეკა ლემონჯავა, ჟურნალისტი: „Marigold“ წლებია, ჟურნალისტებს მსგავსი ტიპის პროექტებით გვანებივრებს. ყველამ კარგად იცის, როგორი გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. ქალბატონი თამარ ნადირაძე ასეთ ლამაზ დღეებს ხშირად გვჩუქნის - ხან საპატარძლო კაბებს გვაცმევს, ხანაც კარნავალს გვიწყობს!


ჟანა ასანიძე, ჟურნალისტი: ოდრი ჰეპბერნს განვასახიერებ. მართალია, ვიზუალურად საერთოდ არ ვგავარ, მაგრამ არაჩვეულებრივი ვიზაჟისტების, სტილისტებისა და „Marigold“-ის კაბის საშუალებით ძალიან დავემსგავსე. დიდი მადლობა თამარ ნადირაძეს, რომ წინასაახალწლოდ არაჩვეულებრივ განწყობას გვიქმნის და, რაც მთავარია, მსგავსი ტიპის პროექტების საშუალებით ჟურნალისტებს ერთმანეთს გვახვედრებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?