სასტუმრო „კრისტალი“ - დაუვიწყარი დასვენება ბაკურიანში

მოზაიკა

11 იანვარი 22:00
62

სასტუმრო „კრისტალი“ ბაკურიანში 4-ვარსკვლავიანი სტანდარტების პირველი სასტუმროა, რომლის მდიდარ ინფრასტრუქტურას, ევროპული კომფორტის ატმოსფეროსა და მომსახურების მაღალ დონეს დასვენების პროცესი სხვა სიმაღლეზე აჰყავს.


  • სასტუმრო დიდველის საბაგირო სადგურიდან რამდენიმე წუთის სავალზე, სოფლის დასახლებიდან მოშორებით მდებარეობს და გარშემორტყმულია ტყეებითა და მთის ფერდობებით - ეს ბაკურიანის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა.

  • სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი შესრულებულია მოდერნის სტილში. გამოყენებულია ხისა და ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი მასალები, რაც სრულიად შეესაბამება სამთო კურორტის ხასიათს და ამავე დროს, ქმნის ფუფუნების ატმოსფეროს.

  • სასტუმროს ყველა ნომერი მოწყობილია თანამედროვე სტილისა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ავეჯით. ოთახებში, ისევე როგორც მთელი სასტუმროს ტერიტორიაზე, სტუმრებს შეუძლიათ უფასო ინტერნეტით სარგებლობა. თითქმის ყველა ოთახს აქვს აივანი, შესანიშნავი ხედებით მთიან პეიზაჟებზე.

  • ოთახების აღჭურვილობაში შედის: გათბობის ცენტრალური სისტემა ტემპერატურის ინდივიდუალური კონტროლით; მინიბარი და მაცივარი; ტელევიზორი (LCD) საკაბელო არხებით; ელექტროსეიფი; ჰიგიენური აქსესუარები; უმაღლესი ხარისხის ტექსტილი და სხვ.

  • „კრისტალის“ მომსახურებაში შედის 3-ჯერადი კვება (შვედური მაგიდა). სამზარეულო ევროპულ და ქართულ კერძებს გთავაზობთ. მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს.

  • სასტუმრო კრისტალის სპა ცენტრი გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის სხვადასხვა სახის მასაჟებს, მედიკო-ესთეტიკურ პროცედურებს, ასევე, სახის კანის მოვლის ეფექტურ მეთოდებს «GERMAINE de CAPUCCINI»-ის ეფექტური ელიტური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით. სპა ცენტრის აღჭურვილობაში შედის: ფინური საუნა და თურქული ჰამამიკედრის ინფრაწითელი საუნა; SPA კაფსულა; ჰიდროფუზიური მინიაუზი; ფიზიო-თერაპიული დანადგარი „ვიში“.

  • სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია კომფორტული ავეჯითა და შესაბამისი ტექნიკით. თქვენი სურვილის შესაბამისად „კრისტალი“ უზრუნველყოფს coffee break-ის და ბანკეტის ორგანიზებას.

  • სასტუმრო „კრისტალი“ უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრას საქართველოს ნებისმიერი ქალაქის აეროპორტში ან სარკინიგზო სადგურში და მათ ტრანსპორტირებას სასტუმრომდე. სასტუმრო გთავაზობთ, აგრეთვე, სეზონურ ტურებს ბურანებით, კვადროციკლებით ან ცხენებზე.

  •  სასტუმროს შენობას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო სათამაშო მოედნითა და დაცული ტერიტორიით პარკინგისთვის 50 მანქანაზე.

  •  „Crystal Hill“ კრისტალის სასტუმროების ქსელის შემადგენლობაში შედის ელიტური ვილების კომპლექსი. 2500 კვ.მ ტერიტორიაზე განლაგებულია 5 ვილა. თითოეული ვილა 3-სართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო-სასადილო, საუნა და სველი წერტილი; მეორე სართულზე განთავსებულია: მისაღები ოთახი ბუხრით და საოცარი პანორამული ხედით, ცალკე სანკვანძითა და ტერასით, ასევე, საძინებელი დამოუკიდებელი სველი წერტილით; მესამე სართულზე ორი საძინებელია, აივნებითა და საკუთარი სველი წერტილებით. თითოეულ ვილას აქვს გათბობის ავტონომიური სისტემა.


 


Crystal Hill ვილების კომპლექსის მისამართია:
საქართველო, ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი,
სადგურის ქუჩა #8
საფოსტო ინდექსი: 1204
ტელ: (+995) 367  240 376; 240 377   
მობილური: (+995) 595 461 461
ელ-ფოსტა: info@hotelcrystal.ge, reservation@hotelcrystal.ge
ოთახების დაჯავშნა შესაძლებელია ტელეფონით (+995) 595 461 461  10.00-დან 9.00 საათამდე ან ელ-ფოსტით (reservation@hotelcrystal.ge)