საახალწლო ფასდაკლება და გამორჩეული კოლექცია Delfos-ში!

მოზაიკა
27.12.2016 12:00
534

 „მაღაზიათა ქსელი „დელფოსი“ ყოველთვის ცდილობს, გაანებივროს მომხმარებლები მუდმივად განახლებადი, 2016 წლის ტრენდული სამკაულების ახალი კოლექციით. საახალწლოდ მომხმარებლებს ვთავაზობთ იტალიური ოქროს, ვერცხლის, ბიჟუტერიის, მურანოს სამკაულების, საათების, აქსესუარების სრულად განახლებულ კოლექციას. აღსანიშნავია, რომ „დელფოსში“ მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს „Murrina“-ს ბრენდის ვენეციური მინის ექსკლუზიური მოდელები“, - ამბობს Delfos-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ღუღუნიშვილი და საახალწლო შეთავაზებებზეც დაწვრილებით გვიამბობს.

მარიამ ღუღუნიშვილი: ახალი წლისთვის გვაქვს 20%-იანი ფასდაკლება ვერცხლის ნაკეთობების, საათებისა და აქსესუარების სრულ კოლექციაზე. 30%, 40% და 50%-იანი ფასდაკლება „Sochic“-ის და „Assos“-ის კოლექციებზე.

წლევანდელი საახალწლო კოლექცია რითია გამორჩეული?
- წლევანდელი საახალწლო კოლექცია სრულად განახლებულია 2016 წლის მოდური სამკაულებით. კოლექციაში ჭარბობს წლევანდელი სეზონის ტრენდული ფერები, როგორიცაა ოქროსფერი, ვერცხლისფერი და პასტელის ღია ტონალობები. მომხმარებელს შეუძლია, შედარებით დიდი ზომის სამკაულები შეიძინოს, რაც ამ სეზონისთვის ძალიან ტრენდული და აქტუალურია. სამკაულების კოლექცია გათვლილია როგორც კლასიკური გემოვნების ქალბატონებისთვის, ისე თანამედროვე ტენდენციების მიმდევარი ახალგაზრდებისთვის. „დელფოსის“ საბაზრო ნიშა სწორედ კოლექციების მრავალფეროვნებაა. 

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე