X

სასტუმრო „კრისტალი“ - დაუვიწყარი დასვენება ბაკურიანში

მოზაიკა
11.01.2017 22:00
1513

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სამთო-სათხილამურო ტრასებით. ყოველწლიურად აქ  ათასობით ადამიანი ჩამოდის, ქართველიც და უცხოელიც, რათა დაისვენონ და თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალით ისიამოვნონ. ბაკურიანი არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ოჯახების დასვენების, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარულთათვის. შესაბამისად, ბაკურიანში არაერთი სასტუმროა, თუმცა სწორედ მათი სიმრავლის გამო დამსვენებელს არჩევანის გაკეთება უჭირს. დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ  სასტუმრო „კრისტალს“ რომელიც კურორტ ბაკურიანში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით, მდებარეობით და მომსახურეობის მაღალი ხარისხით, იგი დამსვენებელს წელიწადის ოთხივე სეზონზე ემსახურება.

სასტუმრო დიდველის საბაგირო ტრასიდან რამდენიმე წუთის სავალზე,  ბაკურიანის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაში მდებარეობს. სასტუმროს ქსელის შემადგენლობაში შედის  სასტუმრო კრისტალი 3* , სასტუმრო კრისტალი სპა 4* აპარტჰოტელი “crystalviile”, ვილები “crystal town house“ და ვილები „Crystal Hill“.სასტუმროს ყველა ნომერი მოწყობილია თანამედროვე სტილისა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ავეჯით. ოთახებში, ისევე როგორც მთელი სასტუმროს ტერიტორიაზე, სტუმრებს შეუძლიათ უფასო ინტერნეტით სარგებლობა. თითქმის ყველა ოთახს აქვს აივანი, შესანიშნავი ხედებით მთიან პეიზაჟებზე. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს დამსვენებლის კომფორტსა და სიამოვნებას. „კრისტალის“ მომსახურებაში შედის 3-ჯერადი კვება (შვედური მაგიდა). სამზარეულო ევროპულ და ქართულ კერძებს გთავაზობთ. მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს. როგორც წესი მსგავს კურორტებზე დასვენების დროს  კვების საკითხი ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.

ასევე საასტუმროს აქვს ლობი ბარი, ლაუნჯ ბარი სადაც შეგიძლიათ სასიამოვნო მუსიკის ფონზე განიტვირთოთ და გემრიელი კერძები დააგემოვნოთ.  კარაოკე ბარი,   საბილიარდო ოთახი და ბავშვთა ოთახი. სასტუმროს მომსახურებაში შედის აუზი და სატრენაჟორო დარბაზი. შესაბამისად დასვენება და გართობა კრისტალში ერთმანეთისგან განუყოფელია.  სასტუმრო კრისტალის სპა ცენტრი გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის სხვადასხვა სახის მასაჟებს, მედიკო-ესთეტიკურ პროცედურებს, ასევე, სახის კანის მოვლის ეფექტურ მეთოდებს ეფექტური ელიტური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით. სპა ცენტრის აღჭურვილობაში შედის: ფინური საუნა და თურქული ჰამამი კედრის ინფრაწითელი საუნა; SPA კაფსულა; ჰიდროფუზიური მინიაუზი; ფიზიო-თერაპიული დანადგარი „ვიში“.

სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია კომფორტული ავეჯითა და შესაბამისი ტექნიკით.  ასევე შეხვედრების ოთახი  და დარბაზი ღონისძიების მოსაწყობად. თქვენი სურვილის შესაბამისად „კრისტალი“ უზრუნველყოფს coffee break-ის და ბანკეტის ორგანიზებას. სასტუმრო „კრისტალი“ უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრას საქართველოს ნებისმიერი ქალაქის აეროპორტში ან სარკინიგზო სადგურში და მათ ტრანსპორტირებას სასტუმრომდე. სასტუმრო გთავაზობთ, აგრეთვე, სეზონურ ტურებს ბურანებით, კვადროციკლებით ან ცხენებზე. ასევე სასტუმროს დამსვენებლებს უფასოდ ემსახურება დიველის სასრიალო ტრასაზე ტრანსფერი. სასტუმრო კრისტალში შეგიძლიათ თხილამურებიც დაიქირავოთ.  სასტუმროს შენობას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო სათამაშო მოედნითა და დაცული ტერიტორიით პარკინგისთვის 50 მანქანაზე.

საქართველო, ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი,დიდველი

ელ-ფოსტა: info@hotelcrystal.ge, reservation@hotelcrystal.ge

ოთახების დაჯავშნა შესაძლებელია ტელეფონით (+995) 595 461 461

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ავტორი: ნათია ვასაძე