„სითი ივენთ გეორგია“ - გზა იდეიდან დღესასწაულამდე!

მოზაიკა

15 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
49

კარგად ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც ხშირად გაიხსენებენ, დიდხანს ემახსოვრებათ და მისაბაძ მაგალითადაც ექნებათ, ნებისმიერი კომპანიის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთი ღონისძიების მოწყობას უამრავი დრო, ენერგია და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს არაერთი კომპანია, რომლებიც ღონისძიებების ორგანიზებას საკუთარ თავზე იღებს. მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეულია „სითი ივენთ გეორგია“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ზვიად შელია დღეს „Funtime“-ს თავისი კომპანიის შესახებ ესაუბრება...

- რამდენი ხანია, რაც  „სითი ივენთ გეორგია“ არსებობს?
- „სითი ივენთ გეორგია“ 2012 წლიდან არსებობს, თუმცა სანამ კომპანიას დავაარსებდი, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და მნიშვნელოვანი ცოდნა მქონდა. მართალია, იმ დროისთვის ქართულ ბაზარზე რამდენიმე მსგავსი კომპანია არსებობდა, მაგრამ  კონკურენციას ნამდვილად არ შევუშინებივარ და ვფიქრობ, ყველას თავისი ნიშა აქვს.

- რა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება შედის სითი ივენთ გეორგია მომსახურებაში?
- თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზება, როგორიცაა: კონცერტი, პრივატული ღონისძიება, კორპორაციული წვეულება, გამოფენა, პრეზენტაცია, ფესტივალი, პროდუქტის, პროექტის ან სერვისის პრეზენტაცია, პრომო, დეგუსტაცია, „სემფლინგი“, სხვადასხვა ობიექტისა და დაწესებულების გახსნა-პრეზენტაცია, საქველმოქმედო აქცია, ტურისტებისთვის ქართული კულტურის გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია და სხვ.
რაც შეეხება კონცეფციას და  მისი განხორციელების გეგმას, ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის: ღონისძიების კონცეფცია, თემატიკა, ლოკაციის შერჩევა, სცენოგრაფია, დაგეგმარება, ნახაზის შექმნა, ქორეოგრაფია, მსახიობები, მუსიკოსები, ინტერიერის მოწყობა, დიზაინი, დეკორაციები, ფოტო- და ვიდეომომსახურება, მხატვრული და საკონცერტო განათება, საკონცერტო გახმოვანება, სცენის ოპტიკა, ლედ მონიტორები, ტრანსფერით მომსახურება, მენიუს შერჩევა, პერსონალი, სატრანსპორტო მომსახურება, საექსკურსიო მომსახურება, ქეითერინგ მომსახურება და ყველა ის წვრილმანი, რაც კარგად ორგანიზებულ, მაღალი დონის ღონისძიებას სჭირდება.
ხშირად ისეც ხდება, რომ დამკვეთი მხოლოდ კონკრეტულ პუნქტებს ირჩევს ჩვენი მომსახურებიდან და იმას გვიკვეთს. ჩვენ უზარმაზარი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ შეკვეთას. 



- რას ითვალისწინებს ქეითერინგ მომსახურება?
- ქეითერინგ მომსახურებაში შედის ქეითერინგის სრული პაკეტი, რაც გულისხმობს ყველა საჭირო აღჭურვილობას, საკვებისა და აღჭურვილობის ადგილზე მიტანას, გაფორმებასა და პერსონალის მომსახურებას.
ქეითერინგის მომსახურების ფარგლებში გთავაზობთ: ღონისძიებისთვის შესაბამისი მენიუს შედგენას, ფურშეტის ვიზუალის შემუშავებას, შერჩეული კერძების დამზადებას, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტის შეთავაზებას, ტორტების მრავალფეროვან სახეობას, ქეითერინგის სრულ ინვენტარს, პროფესიონალი მიმტანებისა და დამხმარე პერსონალის მომსახურებას.


- რას ითვალისწინებთ ამა თუ იმ ღონისძიების დაგეგმვისას?
- ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მიზანი, რატომ და რისთვის უნდა ამა თუ იმ ადამიანს თუ კომპანიას ეს კონკრეტული ღონისძიება. მთავარია, დამკვეთს შესთავაზო გეგმა, სადაც გათვლილი იქნება ყველა დეტალი, საბოლოოდ ჩამოყალიბებული და მთლიანად შეფუთული, თავისი ალტერნატიული გზებით.


- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ამ ეტაპზე  მინიმალური დანახარჯით მომხმარებლისთვის მაქსიმუმის შეთავაზება შეგვიძლია. ვგეგმავ, ამ მიმართულებით კომპანია კიდევ უფრო განვავითარო. ამ ზაფხულს გერმანიაში, ერთ-ერთ ცნობილ ივენთ კომპანიაში სტაჟირებაზე ვაპირებ წასვლას, რაც დამეხმარება, ამ სფეროში კიდევ უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვო. სხვათა შორის, ამ ფაქტს წინ უძღოდა ერთი საინტერესო ისტორია - რამდენიმე წლის წინათ აღნიშნული გერმანული ივენთკომპანიის დამფუძნებელი კრისტოფერ ბრანდეფერი საქართველოში იმყოფებოდა, სადაც თავისი ქართველი მეუღლის მეგობრებისთვის გრანდიოზული გალა ვახშამი უნდა მოეწყო. კრისტოფერმა ამ ვახშმის ორგანიზება მე მომანდო და ჩემი ნამუშევრით ძალიან კმაყოფილი დარჩა. თავის კომპანიაში სტაჟირების გავლაც ამის გამო შემომთავაზა.

- რა გამოარჩევს „სითი ივენთ გეორგიას“ მსგავსი კომპანიებისგან?
- ივენთების მოწყობა ჩემთვის ჰობი, ან თუნდაც სულიერი საზრდოს მიღების საშუალება არ არის, ეს არის  ჩემი სამუშაო, სამსახური, რომელსაც  დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები და, ალბათ, ეს განაპირობებს ჩემი კომპანიის წარმატებას. აქედან გამომდინარე, არასდროს ვუყურებ ბიუჯეტს და ხშირად საკუთარი ფულიც კი დამიხარჯავს იმისთვის, რომ ღონისძიება მაქსიმალურად კარგი გამოსულიყო.  

- ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

- ჩემი მომხმარებლები, ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვინც პირადად მიცნობენ, ან ჩემ მიერ ორგანიზებული ღონისძიება უნახავთ... როგორც ასეთი,  ჩემთან „ქუჩიდან“ არავინ მოდის და თუ მოდის, ის მომავალშიც აუცილებლად ჩემს მომხმარებლად რჩება.