წარმატებული ბარმენის Lifestyle-ი: ბექა რაზმაძე და გიო ლორთქიფანიძე

მოზაიკა

23 აგვისტო 15:50, 2016 წელი

Tullamore Dew-ის ახალი გამოწვევა ცნობილი ქართველი ბარმენების წარმატების ისტორიებია. თბილისელი სოციალური პერსონებისთვის კარგად ნაცნობი ბარმენები ქალაქის ცენტრში მდებარე, მყუდრო, ორიგინალური ინტერიერის მქონე ბარში — GIN garden-ში მივიწვიეთ და თავიანთი კარიერის გადამწყვეტი მომენტების შესახებ გავესაუბრეთ.


 


ბექა რაზმაძე და გიო ლორთქიფანიძე ბარის გარეთაც ახლო მეგობრები არიან. ბარმენის პროფესიაში ორივეს დაახლოებით 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო დროს, ყველა ღონისძიებაზე ერთად მუშაობა უწევთ. ამავდროულად, ხასიათებით რადიკალურად განსხვავდებიან: ბექა შემოქმედებითი ადამიანია — ბევრს ხატავდა, ბოლო წლებში კი მუსიკით დაინტერესდა და ბარის პარალელურად, დიჯეობის სპეციალურ კურსს გადის. გიო, უფრო მეტად, საორგანიზაციო საქმიანობას ამჯობინებს და ბარის საკუთარი სერვისიც შექმნა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას ემსახურება.


 



მოგვიყევით, ამ სფეროში როგორ მოხვდით.


ბექა: მეგობართან ერთად, ჯარის დასრულებას აღვნიშნავდი. Beatles Club-ში მივედით, მაგრამ არ შეგვიშვეს, შემდეგ — Switch-ში, რომელიც იმ დროს  ახალგახსნილი იყო და ყველას ძალიან მოსწონდა. აღარც Switch-ში შესვლის იმედი გვქონდა, თუმცა, გაგვიმართლა და იქაურმა სიტუაციამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა: კარგი მუსიკა უკრავდა, ყველა ერთობოდა, ბარმენები კოქტეილების დამზადებისას სხვადასხვა ილეთს იყენებდნენ — მთლიანობაში, ძალიან ლამაზი სანახაობა იქმნებოდა. ზუსტად იმ დღეს გადავწყვიტე, რომ ბარმენი გავხდებოდი და მეგობარს ვუთხარი: დაიმახსოვრე, მალე ამ ბარში ვიდგები-მეთქი. ეს ჩანაფიქრი დაახლოებით ამიხდა კიდეც: გარკვეულ ეტაპზე, Flat-ში მომიწია მუშაობა, რომელიც იგივე Switch-ი იყო: რებრენდინგის შემდეგ, ცოტა გადააკეთეს, გააფართოვეს და სახელი შეუცვალეს :)


 


გიო: კლუბებში ხშირად დავდიოდი. ყოველთვის მიზიდავდა ხალხთან ურთიერთობა, მათ ქცევაზე დაკვირვება და ანალიზი. დიჯეების და ბარმენების პროფესიით დავინტერესდი, თუმცა სპეციალურ სასწავლებელში არასოდეს მივლია, ყველაფერი ნოლიდან, ლუდის ბარში დავიწყე და კარიერული საფეხურები ჩემი შრომით, ნელ-ნელა გავიარე.


 


ბევრი ბარმენი აღნიშნავს, რომ მომავალში სხვა პროფესიით აპირებენ მუშაობას…


ბექა: არჩევანის შესახებ არასოდეს მინანია, ვფიქრობ, ზუსტად იმ სფეროში მოვხვდი, რომელსაც იდეალურად მივესადაგები. ამიტომაც, რომ ვთქვა, ეს საქმიანობა ჩემთვის დროებითია-თქო, არასერიოზული იქნება. ნახევარი ცხოვრება პროფესიულ განვითარებას შევწირე, ასე რომ, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ცოტა გადავიღალე :)


მუშაობისას მხოლოდ ბარით არასოდეს შემოვიფარგლები: ვცდილობ, ღონისძიება მასშტაბურად გავაანალიზო — დავაკვირდე ორგანიზებას, სტუმრების ქცევას; დავინახო, როგორ ერთობა ხალხი, რა აკლია საღამოს უკეთესობისთვის და ა.შ. სიტუაციის განმუხტვა ბარმენს ხშირად დაცვის წევრებზე უკეთესად შეუძლია. ბევრჯერ მე და გიოს ადამიანის სიცოცხლეც გადაგვირჩენია.


 


გიო: ბარის გარეშე, ალბათ, მაქსიმუმ 1 თვე გავძლებ. ჩვენმა პროფესიამ საოცარი მონატრება იცის. უბრალოდ, არარეალური იქნება, ჩემი 9-წლიანი გამოცდილება წყალში ჩავყარო და ყვლაფერი მივატოვო. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც ასე იქცევა, ჩამოყალიბებული არ არის და წარმატებას ვერც ერთ საქმიანობაში ვერ მიაღწევს.


 


ბექა, შენც თვითნასწავლი ხარ?


დაახლოებით 10 წლის წინ, „მორკინალის“ ტერიტორიაზე, ბარმენების პროფესიულ სკოლაში ვსწავლობდი. პარალელურად მიმტანად ვმუშაობდი,  რაც საკმაოდ რთული იყო: სამსახურის შემდეგ, სკოლაში დაღლილი მივდიოდი ხოლმე და იმდენი დრო აღარ მრჩებოდა, სხვების მსგავსად ფლეარინგშიც რომ მევარჯიშა.


სწორედ იმ პერიოდში, „კუბიკი“ იხსნებოდა. მისი მენეჯერები ჩვენ სკოლას დაუკავშირდნენ და სთხოვეს, მოსწავლეები პრაქტიკაზე გაეშვათ, იმ პირობით, ვისი მუშაობაც მოეწონებოდათ, დაასაქმებდნენ. ჯგუფში ხუთნი ვიყავით, მე კი პრაქიტკის გავლა სულ ბოლოს მომიწია — მე-5 აღმოვჩნდი. იმედი არ მქონდა, რომ გამიმართლებდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე დამტოვეს :)


 


როგორც ფიქრობ, რა კრიტერიუმებით აგირჩიეს?


ალბათ, აქტიური და კომუნიკაბელური რომ ვარ, იმიტომ. 1 დღეში შევძელი, იქაურ სიტუაციაში გავრკვეულიყავი, რაც კლუბურ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია. „კუბიკში“ მუშაობის პერიოდი ყოველთვის განსაკუთრებულად მახსენდება: კარგი მუსიკოსები ჩამოჰყავდათ და ზოგადად, მაშინდელი კლუბური სიტუაცია დღევანდელისგან საკმაოდ განსხვავდებოდა… დღეს 2 სახის კლუბებს ვხვდებით — თუ გემოვნებიანი ელექტრონული მუსიკა უკრავს, ინტერიერი underground-ის სტილშია გადაწყვეტილი, სასმელს პლასტმასის ჭიქებში გისხამენ, ბარიც არც თუ ისე მოწესრიგებულია; იმ შემთხვევაში კი, თუ კომფორტული გარემოა, უმეტესად კომერციული მუსიკის მოსმენა გიწევს. მე რომ მკითხოთ, კარგი იქნება, თუ ბარს ყველგან მოაწესრიგებენ, ასეთ ატმოსფეროში მუშაობა ბარმენისთვისაც უფრო სასიამოვნოა.


მოკლედ, „კუბიკს“ ზაფხულის სეზონზე Click-ი მოჰყვა, Click-ს — ისევ თბილისში მდებარე Flat-ი, Flat-ს — Lobby. გარკვეული დროით ბაქოშიც ვიმუშავე. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ სამსახურების ხშირი ცვლა დიდად არ მხიბლავს: რაც არ უნდა კარგი ბარმენი იყო, მაინც გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენზე რამე ცუდს იტყვის, ამიტომ, მირჩევნია გარკვეული დროის განმავლობაში, ერთ ადგილას დავრჩე და რეპუტაცია მოვიპოვო. ჩვენ სფეროში დამკვიდრება ადვილი ნამდვილად არ არის.


 


გამიგია, რომ კლიენტებთან კომუნიკაცია უფრო კლასიკურ ბარშია აქტუალური. კლუბის შემთხვევაში რა უნარებზე გაამახვილებთ ყურადღებას?


გიო: კლუბში სწორი კომუნიკაცია ყველაზე მეტად გჭირდება: მუშაობა საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებზე მიწევს, ყველანაირ ხალხს ვხვდები. ისიც კი გამოვიმუშავე, ადამიანს რომ შევხედავ, გამოვიცნო რისი დალევა უნდა. თანაც, ბარიდან ხალხის ქცევა სულ სხვანაირად ჩანს: ყველა თავის თვისებებს ამჟღავნებს — 80 პროცენტი, როგორც წესი, იტყუება. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანები საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან — ყურადღების ცენტრში ვერ ხვდებიან და ამით კომპლექსდებიან, ბარმენის მხრიდან კი ელემენტარული მოქმედება, მაგალითად, სასმელის დასხმისას ხელსახოცების აყრა, მათთვის დღესასწაულის ტოლფასია, მაშინვე იხსნებიან.


 


ბექა:  ნებისმიერი გასართობი დაწესებულების მიზანია, სტუმრებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ამიტომაც, კარგ ბარმენს ბევრად მეტი მოეთხოვება, ვიდრე მხოლოდ კოქტეილის დამზადება — სასმელის მიწოდებასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ კომუნიკაციას ამყარებ იმ მომენტში. თანაც, ყოველთვის ვცდილობ, სტუმარს დავეხმარო, როდესაც ვატყობ, რომ რომელიმე სასმელის დასახელება არ იცის. ასეთ დროს მეც დამხმარებიან და მსგავს საქციელს ძალიან ვაფასებ.


 


გიო: ერთხელ, სულ პირველ 4GB-ზე, სტუმრებს შორის გოგო და ბიჭი შევნიშნე. გოგომ რაღაც შემიკვეთა და როდესაც ბიჭმა ბარათი მომაწოდა, სახეზე შევატყვე, რომ ფული არ ჰქონდა. ტრანზაქციაზე მართლაც უარყოფითი პასუხი მივიღე, მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩეკი გავუწოდე. ემოციები ვერ გამოხატა, გაკვირვებული მიყურებდა, შემდეგ მარტო მოვიდა და მადლობა გადამიხადა.


მას მერე დიდი დრო გავიდა,  კლუბ „სენატში“ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მომიწია მუშაობა, სადაც ცოტათი უცნაური სტუმარი აგრესიულად იქცეოდა, აშკარად ჩემი ჩხუბში გამოწვევა უნდოდა. ვცდილობდი, არ ავყოლოდი, ბოლოს კი თავი ვეღარ შევიკავე და წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ მომენტში, დარტყმას რომ ვაპირებდი, დავინახე, ვიღაც სცემდა :) გაირკვა, რომ ჩემი მხარე სწორედ იმ ბიჭმა დაიჭირა, თანაც, ორსულ ცოლთან ერთად იყო და ცოლიც სწორედ ის გოგო აღმოჩნდა, ვისთან ერთადაც გავიცანი :)


 


შეჯამებისთვის, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რა პრაქტიკული ცხოვრებისეული თვისებები გამოიმუშავეთ?


გიო: ჩვენი პროფესია, ერთგვარად, მთვრალი ხალხის ფსიქოლოგიას შეიძლება შევადაროთ. განსაკუთრებით, მასობრივ ღონისძიებებზე მუშაობა ბევრი ისეთი უნარის გამომუშავებაში გვეხმარება, რომლებიც შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში კრიზისულ სიტუაციებში მობილიზების საშუალებას გვაძლევს.


 


რაიმე კოქტეილი ხომ არ მოგიგონიათ, რომელიც შემდეგ სხვაგანაც დაამზადეს?


გიო: სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად ერთი — არა. როდესაც გარკვეულ გამოცდილებას იძენ, იმისი უნარიც გაქვს, ყველა სტუმრის გემოვნებას მოერგო და შესთავაზო არა ის, რაც შენ მოგწონს, არამედ ის, რაც მიგაჩნია, რომ სტუმარს მოეწონება.


 


კლასიკურ კოქტეილებთან რა ურთიერთობა გაქვთ?


გიო: სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ საქართველოში კლასიკური კოქტეილების გემო, დროთა განმავლობაში, იკარგება. დიდი ხანია, რაც არსად მომწონებია, ალბათ იმიტომ, რომ მათი დამზადება საკმაოდ შრომატევადია და ბარმენებს კი საკმარისი მოტივაცია არ აქვთ, თავი რომ დაიტვირთონ.


 


გიო, საკუთარი ბიზნესის დაწყება როგორ გადაწყვიტე?


სხვადასხვა დაწესებულებაში ბარმენის პოზიციაზე 9 წელი ვიმუშავე. დიდ ღონისძიებებზე ბარების მუშაობას ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი, რა აკლდათ და ბაზარს მათი გამოსწორებული, უფრო ხარისხიანი ალტერნატივა შევთავაზე — 5 თვის წინ, სერვისი შევქმენი, რომელიც ღონისძიებებს ბარისთვის საჭირო ატრიბუტიკით უზრუნველყოფს. მიმაჩნია, რომ უპირველესად, დახლი კომფორტული უნდა იყოს და სულ ცოტა, ბარმენს მუშაობისას ფიცარმა ხელი არ გაუჭრას :) სარეკლამო სამსახურების ინტერესებსაც ყოველთვის ვითვალისწინებ. ბარმენების კონკრეტულ ჯგუფთან ვთანამშრომლობ, სიტუაციის მიხედვით ვარჩევ ხოლმე, ვინ რომელ ღონისძიებას მოუხდება.


 


როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა კლუბურ ინდუსტრიაში ბოლო წლებში და რა აკლია დღეს?


ბექა: პუბლიკის მხრივ, ძალიან პროგრესულად მოაზროვნე აღმოჩნდა ახალი თაობა. შარდენზე მოსიარულე სეგმენტში მაინც შემორჩა ძველი მენტალიტეტი — ნასვამ მდგომარეობაში ხშირად შელაპარაკებები მოსდით ხოლმე. ამავდროულად, ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე, სადაც თავს 3000-ზე მეტი ადამიანი იყრის, საოცრად მშვიდი სიტუაციაა, ერთ ჩხუბსაც ვერ ნახავთ. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ უფროს თაობებს კომპლექსები მაინც შემორჩათ და ამიტომაც, სამუშაო გარემოში, ყოველთვის ვცდილობ, გართობის მაგალითი თავად მივცე.


 


თავისუფალ დროს რითი ერთობით ხოლმე?


ბექა: ადრე რეპს ვუსმენდი და სხვათა შორის, მეც ვრეპავდი, კომპოზიციების ჩასაწერად სტუდიაშიც დავდიოდი და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გამართულ კონცერტებზეც გამოვდიოდი. ახლა ელექტრონული მუსიკით დავინტერესდი და გიორგი ყანჩელთან ვინილებზე დაკვრას ვსწავლობ. ვხატავდი კიდეც, ბოლო დროს ნაკლებად. თუ თავისუფალი საღამო მაქვს, სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებას ვესწრები ხოლმე.


 


გიო: მე ფილმების ყურება მიყვარს, ასევე, ორივეს ძალიან გვიყვარს მოტოციკლეტებით სეირნობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?