საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

NEW

30 ივლისი 11:21, 2020 წელი

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში ჩატარდა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დებატების მასშტაბურ ფორუმში, რომელიც წელს უკვე ოცდამეათედ გაიმართა, ოცზე მეტი ქვეყნის ორასზე მეტი მოსწავლე და ორმოცდაათამდე დებატების წარმატებული მასწავლებელი და ტრენერი იღებდა მონაწილეობას აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, სინგაპურიდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. დებატების საერთაშორისო აკადემია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.


„დებატების საერთაშორისო ფორუმში საქართველოდან ხუთი საუკეთესო მოდებატე ჩაერთო, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეს დებატების საერთაშორისო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. საბოლოოდ კი შეირჩა ხუთი საუკეთესო მოდებატე თბილისის სკოლებიდან და კაჭრეთის სკოლიდან, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დებატების საერთაშორისო აკადემიაში.


პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. შედეგად გაიმართა საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო დებატკლუბების წევრი 14-17 წლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და თბილისი. მთლიანობაში საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსში მონაწილეობა 222-მა მოდებატემ მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?