ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

NEW

4 აგვისტო 14:37, 2020 წელი

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.


  • ტურნირი ევროპაბეთის პლატფორმაზე გაიმართა

  • შეჯიბრის მონაწილეებს ფულადი და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ

  • ყველაფერი პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაში“ შესახებ - responsible.ge


ევროპაბეთის პლატფორმაზე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი 5 ივლისს აიღო, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს დაიწყო. ტურნირის მონაწილეები საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა რევაზ ცხოვრებაშვილმა და ევროპაბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კოპინაძემ დააჯილდოვეს.


შეჯიბრის საპრიზო ფონდი 50 000 ლარი იყო და მისთვის 5 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საუკეთესო წარმომადგენლები იბრძოდნენ. პირველ სამეული სრულად ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტდა.


I ადგილი - ზაზა ლორთქიფანიძე


II ადგილი - ედიშერ თაკვარელია


III ადგილი - დოდო ქარელი


ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)


„ევროპაბეთმა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციამ ერთობლივად ჩაატარა რეგიონში ყველაზე მასშტაბური პირველი ონლაინ-ჩემიონატი. შედეგით ძალიან კმაყოფილივარ, ტურნირში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთბა მომავალშიც გაგრძელდება. მიზანი ტურნირისა და პროდუქტის ხარისხის დახვეწაა. მიზნები საკმაოდ ამბიციური გვაქვს და მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური ტურნირების შემოთავაზებას ვგეგმავთ“.


ედიშერ თაკვარელია (მეორე ადგილის მფლობელი)


„პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა ევროპაბეთს გადავუხადო. პანდემიის რთულ პერიოდში ასეთი ტურნირის ჩატარება პოზიტიური ნაბიჯი იყო ევროპაბეთისგან. ვიტყვი, რომ გამიმართლა. თითქმის წაგებული თამაში იმიტომ მოვიგე, რომ მეტოქეს დრო გაუთავდა. ეს სტიმული იყო ჩემთვის და ფინალამდეც მივედი, სადაც სამწუხაროდ, დავმარცხდი. თამაში 9 ქულამდე იყო, 8:4-ს ვიგებდი, თუმცა არ გამიმართლა და დასანანი მარცხი ვიწვნიე. ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ ყოფილა. ტურნირი პროგრამულად უზრუნველყოფილი იყო“.


დოდო ქარელი (მესამე ადგილის მფლობელი)


„დიდი მადლობა ევროპაბეთს ასეთი ონლაინ-ტურნირის ჩატარებისთვის. ჩემპიონატი ძალიან მომეწონა. ის ძალიან დახვეწილი და გამართული იყო. ხარვეზი არ ყოფილა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიბრძოლე მეორე ადგილისთვის, თუმცა არ გამიმართლა და მესამე ადგილს დავჯერდი. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი ტურნირები კიდევ გაიმართება. მასში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ“.


რევაზ ცხოვრებაშვილი (საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი)


„ვფიქრობ, ტურნირი წარმატებით ჩატარდა. დღეს კომპანია ევროპაბეთმა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციამ დააჯილდოვა გამარჯვებულები. ყველანი კმაყოფილები ვართ და ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“.


ევროპაბეთი რეგიონში ყველაზე დიდი სამაგიდო თამაშების პლატფორმაა. სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად არის ჩართული სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციაში. ნარდში პირველი რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატის ევროპაბეთის პლატფორმაზე ჩატარებაც ამის დასტურია.


პირველ ადგილზე გასულ ზაზა ლორთქიფანიძეს 10 000 ლარი გადაეცა. მეორეადგილოსან ედიშერ თაკვარელიას 7 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამეადგოლოსანი დოდო ქარელი 4 500 ლარით დაჯილდოვდა. გარდა ფულადი პრიზებისა, მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, საპრიზო ფონდი კი ასე გადანაწილდა.


1 ადგილი - 10 000₾


2 ადგილი - 7 000₾


3-4 ადგილები - 4 500₾


5-8 ადგილები - 2 000₾


9-16 ადგილები - 1 000₾


17-32 ადგილები - 500₾


ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილი შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.






 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?