„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძობს

NEW

11 სექტემბერი 17:39, 2020 წელი

„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძობს და თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის მარჯვენა სანაპირო N13-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.

ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ქსელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში და მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.


„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე  სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, Smart Pay ფორმატის ობიექტებს რუსთავში, ბორჯომში, გურჯაანში გახსნის და მომხმარებლებს  მგზავრობისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის. Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე  მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასიც ელის, რაც Smart Pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე „უნიქარდით“ ქსელთან შედარებით საწვავის 15-20 თეთრი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა იქნება, რაც დამატებითი მოტივაციაა „ვისოლის“ ერთგული მომხმარებლისთვის. ახალგახსნილ „სმარტში“ მომხმარებლებს 20 სექტემბრის ჩათვლით იტალიური ტრუჩილოს ყავის შეძენასთან ერთად „სმარტისვე“ წარმოებული პლიე ელით საჩუქრად.


ახალგაზსნილ „სმარტში“ 10 ადამიანი დასაქმდა.


„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“  ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება  2018 წელს მიიღო.  ფართო ფორმატის „სმარტის“ სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ  სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება საშუალო   ფორმატის  სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.


დღესდღეობით „სმარტის“ უკვე 18 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების  ყოველდღიური  მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით  მთელი საქართველოს  მასშტაბით.  „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს  კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ  ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?