ლევან წულაძე: „მიხარია, რომ კონკურსანტების გადარჩევაში მონაწილეობა არ მივიღე!“

ნიჭიერი

27 დეკემბერი 15:30, 2016 წელი
7

სიურპრიზებით განებივრებულ „ნიჭიერის“ მაყურებელს ჟიურის წევრებს შორის მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან წულაძის გამოჩენა, ძალიან რომ გაუხარდა, ეს პირველი ნახევარფინალის დღეს ეკრანიდანაც ნათლად ჩანდა. Funtime დაინტერესდა, თავად რა ემოციით დაბრუნდა ჭოლა „ნიჭიერში“?

ლევან წულაძე: „ნიჭიერში“ მელოდა თუ არა ხალხი, არ ვიცი, მაგრამ პროექტში ამაღლებული განწყობით დავბრუნდი. იტალიაში ვდგამდი სპექტაკლს და შესარჩევ ტურებს იქიდან ვადევნებდი თვალყურს. მიხარია, რომ რთულ ნაწილს გამოვაკლდი და კონკურსანტების გადარჩევაში მონაწილეობა არ მივიღე. პროექტს შევუერთდი იმ დროს, როცა მხოლოდ პოზიტივი, სიკეთე და გამხნევებაა, რაც ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა. პროექტში რჩეული არ მყავს. ყველას თანაბრად ვგულშემატკივრობ.