რუსკა მაყაშვილი: „ჩემმა ოქროს ღილაკმა გაამართლა!“
ნიჭიერი
31 იანვარი 14:45, 2017 წელი
მსახიობი, ტელეწამყვანი და „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთი ის გამონაკლისი იყო, რომელიც ფინალის დასასრულს ემოციებს ვერ მალავდა. პროექტის გამარჯვებული ეკატერინე აბულაძე სწორედ რუსკას რჩეული და ოქროს ღილაკის მფლობელი იყო...
რუსკა მაყაშვილი: „ჩემმა ოქროს ღილაკმა რომ გაამართლა, უზომოდ მიხარია. მინდა, აღვნიშნო, რომ წელს „ნიჭიერი“ ყოველგვარ საზღვარს გასცდა - მეგაზე მეგა პროექტი გამოვიდა! ემოციებისგან ხმა ჩამეხლიჩა! ძალიან მწყდება გული, რომ პროექტი დასრულდა და შემდეგ სეზონამდე მოგვიწევს ლოდინი.
ავტორი: