კახა ჭუმბურიძე: „ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა გარისკო?!“

ნიჭიერი

20 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

„ნიჭიერის“ კონკურსანტის კახა ჭუმბურიძის ვოკალურმა მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა. მან გიორგი ბახუტაშვილის ოქროს ღილაკიც დაიმსახურა. „ჩემს თავს სასწაული მოხდა!“ - ამბობს კახა, რომელსაც დღეს Funtime-ის მკითხველებს ახლოს გაგაცნობთ...

- მაყურებლისა და ჟიურის ასეთი დადებითი შეფასებებისთვის მზად იყავით?
- არა, რას ამბობთ! ჩემს თავს რაც მოხდა, დღემდე ვერ ვაანალიზებ! ისეთ ემოციებში ვარ, ღამე არ მძინავს. ვფიქრობდი, რომ ჩემი მომდევნო ტურში გადაყვანა შესაძლებელი იყო, მაგრამ ოქროს ღილაკს თუ დავიმსახურებდი, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! ეს ბედნიერი წუთები დღემდე მომყვება და მახალისებს. ჩემს თავს სასწაული მოხდა!


- „ნიჭიერში“ მონაწილეობაზე მანამდე არ გიფიქრიათ?
- ადრეც მინდოდა „ნიჭიერში“ გამოსვლა, მაგრამ, რომ ვუყურებდი, რამდენი მონაწილე ხვდებოდა „პრიკოლებში“, ვერ ვბედავდი, მეშინოდა. მაგრამ ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა გარისკო? ჰოდა, მეც გავრიკსე და, ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამოვიდა.


- სიმღერა როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
- ქართველი კაცი ვარ და ხალხური სიმღერის სიყვარული სულში მაქვს გამჯდარი. თვითნასწავლი მომღერალი ვარ, თუმცა ჩემს ამღერებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის. დედა საბავშვო ბაღის პედაგოგია, მამა - სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. ორივე კარგად მღერის. მამა წლების წინათ ანსამბლში მღეროდა. ჩვენს ოჯახში სუფრა რომ გაიშლებოდა და მამა თავის ძმაკაცებთან ერთად ამღერდებოდა, მეც ვყვებოდი. ასე დაიწყო ყველაფერი. წლების წინათ ანსამბლ „ილორშიც“ ვმღეროდი.


- კლასიკურ მუსიკას როდის ეზიარეთ?
- 5-6 წელია, რაც კლასიკას მეტი ყურადღება დავუთმე. ესეც დედას დამსახურებაა. ოპერა მას ძალიან უყვარს. მე კი ამ სფეროსგან შორს ვიყავი და უპირატესობას მაინც ფოლკლორს ვანიჭებდი. მოხდა ისე, რომ დედამ კლასიკური მუსიკა მეც შემაყვარა.


- საოპერო ნაწარმოების შესრულებას დიდი შრომა სჭირდება...
- კი, ასეა, თუმცა ამ ყველაფერს დამოუკიდებლად გავართვი თავი. მაესტროების გაკვეთილებს ინტერნეტის საშუალებით გავდიოდი და დღესაც ასეა. სიმართლე გითხრათ, არც უმაღლესი განათლება მაქვს. პროფესია არ მაქვს.


- არც გეგმავთ, რომელიმე პროფესიას დაეუფლოთ?
- ძალიან მინდა, საოპერო სოლისტი ვიყო და „ნიჭიერშიც“ იმიტომ მივედი, რომ ნაბიჯები გადავდგა წინ. მხოლოდ თვითგანვითარებით არაფერი გამომივა. საოცნებო სპექტაკლებიც მაქვს, სადაც სიამოვნებით ვითამაშებდი: ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, პუჩინის „ტოსკა“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“... 


- ამისთვის სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად გადმოსვლას ხომ არ გეგმავთ?
- საოპერო სფეროდან მნიშვნელოვანი შემოთავაზება რომ მივიღო, დავთანხმდები, მაგრამ სოფელს არ მივატოვებ. ეს არასდროს მოხდება! გვერდით დავიყენებ ვინმეს, ვინც ბაღ-ვენახს ჩემი მითითებებით მოუვლის. დაბადება, ფეხის ადგმა თუ სკოლის დამთავრება, ყველაფერი ჩემს სოფელს - ლელიანს უკავშირდება. 


- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...
- ჩემი მეუღლე ამჟამად დიასახლისია. შვილებს ზრდის. ორი ულამაზესი ქალიშვილი გვყავს: ელენე და მარიტა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?