აკვარიუმში მოცეკვავე ბალერინა - „მივატოვე ყველაფერი და წამოვედი“...

ნიჭიერი

17 ნოემბერი 14:00, 2015 წელი

აკვარიუმში შესრულებული ულამაზესი ცეკვით 21 წლის მარიამ ნიჟარაძემ „ნიჭიერის“ ჟიური და დარბაზი აღაფრთოვანა. ყოფილი ბალერინა შემდეგ ტურში უფრო ექსტრემალურ ნომერს გვპირდება.

 


- ბალერინა  აღარ ვარ, მაგრამ ცეკვას ვაგრძელებ. თანამედროვე ბალეტმა გამიტაცა. ბათუმში დავიბადე. 5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა ბალეტზე შემიყვანეს, ბალეტმა იმდენად მომხიბლა, რომ სხვა არაფერი მაინტერესებდა. 15 წლის ვიყავი, როცა ბათუმში საბალეტო სკოლა დაიხურა, ამიტომ ცეკვის გამო თბილისში გადმოვედი. მივატოვე მშობლები  და ჩემი ბარგით წამოვედი (იცინის). ნინო ანანიაშვილს ჩემი მონაცემები ძალიან მოეწონა და ამიყვანა. სამი წელი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი, დავამთავრე და საბალეტო დასში ამიყვანეს. დიდი კონკურენცია იყო, ყოველ წელს ერთი ან ორი გოგო თუ ხვდება. შეიძლება ითქვას, გამიმართლა და ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. საბალეტო დასში ორი წელი ვმუშაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ კლასიკური ცეკვა არ იყო ჩემი. ჩარჩოებში ხარ მოქცეული, მე კი უფრო თავისუფალი სტილი მაქვს, ვცეკვავ იმას, რასაც ვგრძნობ. ამიტომაც „მოძრაობის თეატრში“ გადავედი. კახა ბაკურაძის „ინტრო“ ვნახე და ძალიან  მომეწონა. მომინდა, მეც ასე მეცეკვა. ერთი თვის შემდეგ კი ეს ნომერი მეც ვიცეკვე. სამსახიობო ნიჭიც აღმომაჩნდა და ხშირად მიღებენ სხვადასხვა სერიალში.


- როგორც ვიცი, ახლა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ითამაშე...
- დაიხ. ეპიზოდური როლია, თუმცა  ექნება თუ არა განვითარება ჩემს პერსონაჟს, ჯერჯერობით არ ვიცი.


- „ნიჭიერში“ გამოსვლა რატომ გადაწყვიტე?
- უფრო იმიტომ, რომ უზომოდ მომენატრა სცენა და ცოცხალი პუბლიკა. სცენა ძალიან მიყვარს. როცა გამოდიხარ, ასე ვთქვათ, ერთი შანსი გაქვს და აუცილებლად კარგად უნდა წარდგე მაყურებლის წინაშე.


- შთამბეჭდავი ნომერი შეასრულე აკვარიუმში. შენი იდეა იყო წყალში ცეკვა?
- საზღვარგარეთ  ცეკვავენ ასეთ სტილში. „იუთუბიზე“ ვნახე და ძალიან მომეწონა. მივხვდი, რომ შოუსთვის ეს ნომერი მომგებიანი იქნებოდა და გადავწყვიტე, მეც გამეკეთებინა. საქართველოში წყალში, მგონი, არავის უცეკვია. პატარა სიახლე შემოვიტანე, თან ეს ნომერი მე თვითონ დავდგი.


- ელოდებოდი ჟიურის ასეთ ოვაციას?
- ნამდვილად არ ველოდი. ძალიან ვნერვიულობდი, აუზი საშინლად სრიალებდა. ყველა რეპეტიციაზე ვიქცეოდი, ხან მუხლი მქონდა ნატკენი, ხან იდაყვი. როგორც იქნა, ისე ჩაიარა ამ გამოსვლამ, რომ წაქცევას გადავრჩი. აუზიდან გახარებული ჩამოვედი, მაგრამ კულისებში შესვლისას ფეხი ამისრიალდა და მაინც დავეცი, მთელი დარბაზი ახარხარდა (იცინის). ახლა მეც ძალიან მეცინება.


- როგორია მარიამი სცენის მიღმა?
- ძალიან  ცვალებადი ხასიათი მაქვს, ზოგჯერ თავშეკავებული ვარ, ზოგჯერ - ზედმეტად ემოციური. ვერ ხვდებიან, სინამდვილეში როგორი ვარ.


- ოჯახზეც მოგვიყევი...
- დედა და მამა პროფესიით ორივე ინჟინერია. დედა სტუდენტობიდან სპორტით იყო დაკავებული, ათლეტი გახლდათ. მყავს ჩემზე ორი წლით უფროსი ძმა, რომელიც მეზღვაურია.


- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ რატომღაც არავინ მომწონს (იცინის). შეყვარებული არასოდეს ვყოფილვარ, ალბათ, მე არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. მგონია, რომ, როცა სერიოზული ურთიერთობა გაქვს, მერე ოჯახიც უნდა შექმნა.


- შემდეგ ტურში რას გააკეთებ?
- მოდით, საიდუმლოდ დავტოვებ.


- ისევ წყალს შეეხება?
- იქნება ბევრად ექსტრემალური და უფრო რთული .

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?