ჯენი და სვენი მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, თუმცა ამბობენ, რომ ქართულ „ნიჭიერში“ შესრულებულმა ნომერმა ყველაზე დიდი ცნობადობა და წარმატება მოუტანათ.
ჯენი: - ჩვენი ნომრით ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოვსულვართ, მაგრამ ქართველებს ეს განსაკუთრებით მოეწონათ. ამ გამარჯვებას არ ველოდით, არ გვეგონა, თუ ჟიური სწორედ ჩვენს ნომერს აირჩევდა და ფინალში გადავიდოდით, ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
სვენი: - სახეზეც მეტყობოდა, რომ ჟიურის გადაწყვეტილებამ გამაოგნა, ეს აბსოლუტური სიგიჟე იყო.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
სვენი: - ერთმანეთს გერმანიაში წვეულებაზე შევხვდით. უცებ დავინახე ულამაზესი, ქერა ქალბატონი და ვიფიქრე, რომ ის ჩემთვის იყო. ასეც მოხდა და უკვე 13 წელია, ერთად ვართ. სამი წლის წინ დავქორწინდით. ერთი გოგონა გვყავს.
ჯენი: - არჩევანი არ დამიტოვა (იცინის).
- თქვენი გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა, რა ასაკის ხართ. გაგვიმხელთ თუ საიდუმლოა?
სვენი: - რა თქმა უნდა გაგიმხელთ. ჩვენ შორის სხვაობა 5 წელია: მე 37-ის ვარ, ჯენი კი - 42-ის.
- რას ჰპირდებით ქართველ მაყურებელს შემდეგ ტურში?
- რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსვლას ვაჩვენებთ, გაცილებით სახიფათო ტრიუკებს. იმედი მაქვს,უფრო მეტად მოეწონებათ. ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ.