„ნიჭიერის“ გერმანელი მონაწილე ქართველების სილამაზემ აღაფრთოვანა

ნიჭიერი

24 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

მაგიურმა ნომერმა, რომელიც კელვინ კალვუსმა ბურთებით შეასრულა, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოში გერმანიიდან ჩამოვიდა. მართალია, ფინალში ვერ გადავიდა, მაგრამ მაინც კმაყოფილია, ამბობს, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.


- როდის აღმოაჩინეთ ეს ნიჭი საკუთარ თავში?
- 8 წლის წინათ აღმოვაჩინე, რომ ამის გაკეთება შემეძლო და ვარჯიში დავიწყე. თავიდან, რა თქმა უნდა, არც ისე კარგად გამომდიოდა, მაგრამ არ ვნებდებოდი და ბურთებთან თამაშს ნელ-ნელა უფრო და უფრო ვხვეწდი.


- ზუსტად რა ჰქვია იმას, რასაც აკეთებთ?
- კონტაქტური ჟონგლიორობა - ეს ჩემი პროფესიაა. მე არტისტი ვარ.


- ამ ნომრით სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- დიახ, ხშირად გამოვდივარ სხვადასხვა შოუში გერმანიაში.


- შეგიძლიათ, თქვენი ოჯახის შესახებ გვესაუბროთ?
- მე და ჩემი  მეუღლე უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ. სამი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს. ჩემი ცოლი ყოველთვის ჩემ გვერდით არის და ძალიან  მეხმარება ყველაფერში. ვცდილობ, ყველაზე დიდი დრო ჩემს ოჯახთან გავატარო.


- ყველაზე მეტად რა მოგეწონათ საქართველოში?
- რა თქმა უნდა, ხალხი!  როდესაც მოვდიოდი, ჩემი მეგობრები მესაუბრებოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს. რომ ჩამოვედი, ამაში მართლაც დავრწმუნდი.


- სცენაზე შეგამჩნიეთ, რომ ქართულ ფოლკლორულ მუსიკას მოძრაობებით აყევით...
- ქართული ტრადიციული მუსიკა არაჩვეულებრივია. არის საბრძოლო, თან იუმორისტული, ყველაფერს მოიცავს.


- რომელიმე ქართული სიტყვა ხომ არ ისწავლეთ?
- „მადლობა“ და „გამარჯობა“ - ჯერჯერობით მხოლოდ ამ ორი სიტყვის სწავლა მოვახერხე.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?