მაიმუნი ირჩევს მკვეთრ ფერებს - 2016 წლის მოდის მთავარი ტენდენციები

ნიჭიერი

31 დეკემბერი 12:00, 2015 წელი
51

2016 ცეცხლის სტიქიის წითელი მაიმუნის წელია. მთავარი ფერიც წითელია, მისი კომბინაციებით:  ვარდისფერი და შინდისფერი. თუმცა 2015  ხის სტიქიის თხის წელი იყო, ამიტომაც ყავისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი კვლავ აქტუალური იქნება.

 თუკი თხის  წელში ფუმფულა  ქურქებსა და პასტელის ფერებზე გააკეთეთ არჩევანი, 2016 წელი  ნამდვილი დღესასწაულია. მაიმუნი მკვეთრ ფერებს და მეტალის ნივთებზე აკეთებს აქცენტს. მაშ ასე რა ფერები უნდა გეცვათ ახალი წლის ღამეს?


დიზაინერები გვირჩევენ 2016 წელს მკვეთრი ფერებით შევხვდეთ. კარგი იქნება თუ თქვენს სამოსსში წითელი ფერი იქნება გამოყენებული. ხოლო მათთვის ვინც ამ ფერს ვერ იხდენს, ალტერნატიული გამოსავალიც არსებობს. დაიმაგრეთ ოქროსფერი აქსესუარი თქვენს სამოსზე და... ჩათვალეთ მაიმუნს თქვენი იმიჯი მოეწონება.


ახლა კი ვნახოთ რას გვთავაზობენ მხოფლიოს ცნობილი დიზაინერები 2016-ში:


PRADA- უხეში ქსოვილი,შარვალი,პიჯაკი და დაბალქუსლიანი  სპორტული ფეხსაცმელი.   ბაფთები და ყვავილის ფორმის გულსაბნევები, რაც კონტრასტულ სტილს ქმნის.


VALENTINO- 2016 წლის კოლექციებში იგრძობა ღია ფერები. ტანსაცმელი ძირითადად ჭრელ და შავ-თეთრ ფერებშია.  ქვედაბოლოები და გრძელი მოსაცმელი. ძირითადი ორნამენტად ყვავილები არის გამოყენებული. ასევე  აქტუალურია ბეწვის ქურქები.


DOLCE&GABBANA- ს 2016 წლის კოლექციამ  საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. DOLCE-ს   საღამოს კაბა არაჩვეულებრივი იქნება ახალი წლის ღამისთვის. შეგიძლიათ ის ფერადი პრინტებით გააფორმოთ. აქტუალურია ტყავით და ბეწვით გაწყობილი ქურთუკები.


ბრჭყვიალა  ფაქტურები აქტუალურია LOUIS VUITTON,  MARC  JACOBS, NINA RICCI -ის  ახალ კოლექციაში. ცნობილი მოდის სახლები  აქცენტს ძირითადად მეტალსა  და ბზინვარებაზე აკეთებენ.


გრძელ პალტოებთან ერთად  სეზონის კიდევ ერთი ტენდენციაა ფერადი ბეწვი.