მაიმუნი ირჩევს სიმკვეთრეს - 2016 წლის მოდა

ნიჭიერი

1 იანვარი 18:00, 2016 წელი
40

უამრავ  ადამიანს აქვს ტრადიცია, რომ ახალ წელს ახალი სამოსით შეხვდეს. ყოველი წელი ახალ და განსხვავებულ სტილს ქმნის. თუკი 2015 წელი თხის ბეწვის მაგვარი ქურქებითა და ღია ფერებით იყო ცნობილი,  2016-ში შეგიძლიათ, პასტელის ფერებს დაემშვიდობოთ.

ეს წელი განსაკუთრებით მათ გაახარებთ, ვისაც ჩაცმაში მკვეთრი ფერები უყვარს, რადგან  მაიმუნის მთავარი ფერი წითელი და მისი კომბინაციები - ვარდისფერი და ბორდოსფერია. მსოფლიოში წამყვანი მოდის სახლებიც არ ჩამორჩნენ ამ ტენდენციას.


VERSACE - მსოფლიოში ცნობილი ბრენდი 2016 წელს მკვეთრი, წითელი ფერის სამოსს  გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, ვერსაჩეს ახალი კოლექცია ფერებით ყველაზე „მაიმუნურია“. ეს არის სამოსი თამამი ქალბატონებისთვის, რომლებიც ექსპერიმენტებს არ გაურბიან. დიდბალთიანი ქამრები, მაღალყელიანი ჩექმები და წითელი ქურთუკი ვერსაჩეს ახალი კოლექციის დამახასიათებელი შტრიხია.


VALENTINO - ნაზი და ჰაეროვანი. ასე შეიძლება ეწოდოს ვალენტინოს 2016 წლის  კოლექციას. ცნობილი მოდის სახლი კლასიკას არც ამჯერად ღალატობს. მათ კოლექციებში სჭარბობს შავი და თეთრი სამოსი. საკმაოდ მოდურია გრძელი ჟაკეტები. ასე რომ, შეიძინეთ გრძელი მოსაცმელი, დაიმაგრეთ მასზე ყვავილის ფორმის აქსესუარი და ჩათვალეთ, 2016 წელში ყველაზე მოდურად ჩაცმული იქნებით.


CALVIN CLEIN-ის კოლექციის მთავარი შტრიხი გრძელი პალტოებია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოდა მეორდება. შესაძლოა, თქვენ ვერ შეიძინოთ CALVIN CLEIN- ის ძვირად ღირებული პალტო, მაგრამ ალტერნატიული გამოსავალიც არსებობს. ნებისმიერი გრძელი წითელი პალტო 2016 -ში ყველაზე მოდურს გაგხდით.


DOLCE  & GABANNA-ს  ახალმა კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. იტალიელი დიზაინერები შავ ფერს არ ღალატობენ. 2016- ში ეს ბრენდი საღამოს კლასიკურ კაბებს, ტყავითა და ბეწვით გაწყობილ ქურთუკებსა და ოქროსფერ აქსესუარებს გვთავაზობს. ასეთი სამოსი შეგიძლიათ, ჩაიცვათ როგორც წვეულებაზე, ასევე ყოველდღიურად.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ  2016 წელი ფერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მთავარია, კარგი  განწყობა და ამ შემთხვევაში ნებისმიერი სამოსი მოდური იქნება.