ხვალ „ნიჭიერის“ ბოლო ნახევარფინალია!

ნიჭიერი

6 იანვარი 14:00, 2016 წელი
95

ყველაზე სახალხო  შოუ კულმინაციას უახლოვდება. ხვალ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ნიჭიერის“ ბოლო ნახევარფინალური „ლაივი“ გელით,  სადაც კიდევ ორი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. გრანდიოზული ფინალი კი 13  იანვარს გაიმართება.

მაყურებლის წინაშე ხვალ კონკურსანტების ბოლო ჯგუფი წარდგება.
ცნობისათვის - წინა ნახევარფინალურ კონცერტზე პატარა მოცეკვავეების დაჩი გელაშვილის და ლიზი ჭეჟიას წყვილი ხალხმა აირჩია, ფოლკლორული ანსამბლი „კასრეთილა“ ფინალში ჟიურიმ გადაიყვნა, ხოლო მომღერალი ლედი ლალიაშვილი „ზედაზენის“ რჩეული  გახდა.


ასე რომ, არ გამოტოვოთ კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა, უგულშემატკივრეთ ბოლო ნახევარფინალის მონაწილეებს, რომელთა საკონკურსო გამოსვლებს ჩვენს ფოტორეპორტაჟში გთავაზობთ.