პირველი ლედისა და ნიკა გვარამიას დუეტი „ნიჭიერის“ დარბაზში

ნიჭიერი

31 ოქტომბერი 15:45, 2016 წელი

 28-29 და 30 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ნიჭიერის“ ბოლო შესარჩევი ტურები გაიმართა. ქალბატონმა, რომელიც „ნიჭიერისთვის“ ხაშურიდან ჩამოვიდა, „მიმღერე რამე“-ს შესრულება რამდენიმეჯერ უშედეგოდ სცადა. მის გასამხნევებლად საქმეში პირველი ლედი და ნიკა გვარამია ჩაერთვნენ. მაყურებელი მათი დუეტის მომსწრეც გახდა. შესანიშნავი შესრულების შემდეგ დარბაზში ტაში არ წყდებოდა. ამასთან დაკავშირებით მაკა ჩიჩუამ Funtime-თან ისაუბრა.

- თქვენი და ნიკა გვარამიას დუეტით მაყურებელმა ძალიან ისიამოვნა...
- კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა. ბავშვობიდან მიყვარს სიმღერა და ექსპერიმენტების პერიოდიც მქონდა. მერე იყო „ელექტროტალღები“, „მე დღეს შენთან მოვალ“, რომლებზეც კლიპებიც მაქვს და ელექტრომუსიკის მოყვარულებს ძალიან მოსწონდათ. ქუჩაშიც კი მაჩერებდნენ, თქვენ ის არ ხართო, მეკითხებოდნენ და ჩემს სიმღერებს იხსენებდნენ. ეს მრავალი წლის წინათ იყო. პერიოდულად ამოვიმღერებ ხოლმე და ნიკა გვარამიამაც მშვენივრად შეძლო, რომ ორ ხმაში გვემღერა. ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა. 


- მეგობრების გარემოცვაში თუ გიწევთ სიმღერა?
- კი, რა თქმა უნდა. როცა მღერიან, მეც ავმღერდები ხოლმე.


- „ნიჭიერის“ ბოლო შესარჩევი ტურები გაიმართა. როგორია თქვენი პროგნოზი?
- საინტერესო და ფერადი „ნიჭიერი“ გველოდება. პროექტის გულშემატკივრები ბევრ ნიჭიერ ნომერსა და მომღერალს ნახავენ. 



ბოლო შესარჩევ ტურშიც მრავლად იყვნენ უცხოელები. ამერიკელი მონაწილის შესრულებამ ჟიურის წევრები განსაკუთრებით მოხიბლა. ნიკა გვარამია სცენაზეც აიჭრა, ვანიკოს მოუხმო და სამივემ სიმღერით სცადა მაყურებლის გახალისება, რაც უდავოდ კარგად გამოუვიდათ. ნიკამ მონაწილე მომდევნო ტურში ერთი პირობით გადაიყვანა - ამერიკელი კონკურსანტი ქართულად ამღერდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?