ნიკოლოზ ფიფია: „მინდა, ხალხმა ისე შემიყვაროს, როგორც ჩემი საყვარელი ჩარლი ჩაპლინი“

ნიჭიერი

29 ნოემბერი 00:10, 2016 წელი

7 წლის ნიკოლოზ ფიფიას ცეკვამ „ნიჭიერის“ მაყურებლისგან - დიდი სითბო, ნიკა გვარამიასგან კი ოქროს ღილაკი დაიმსახურა... „მის ცხოვრებაში ცეკვა ყველაფერს ნიშნავს, სიარულის დროსაც კი ცეკვავს. 3 წლის იყო, ცეკვა რომ დაიწყო. ინტერნეტში უყურებს ვიდეოებს და ასე სწავლობს ილეთებს,“ - ჰყვება ნიკოლოზ ფიფიას დედა, ეკა ჭონქაძე. Funtime-ს ნიკუშამ საკუთარ სახლში უმასპინძლა...

ელოდით, ნიკოლოზის გამოსვლას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა?
- ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ნიკოლოზისთვის მაყურებლის წინაშე გამოსვლა პირველი უნდა ყოფილიყო. მეგონა, დაიბნეოდა და არ იცეკვებდა. ნამდვილად არ ველოდი, ამხელა ყურადღებასა და სითბოს თუ დაიმსახურებდა. მის ცხოვრებაში ცეკვა ყველაფერს ნიშნავს, სიარულის დროსაც კი ცეკვავს. 3 წლის იყო, ცეკვა რომ დაიწყო. ინტერნეტში უყურებს ვიდეოებს და ასე სწავლობს ილეთებს.


- რას გეუბნებათ, რა მოლოდინი აქვს პროექტში?
- მოსწონს „ნიჭიერში“ მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ ხალხის სიყვარულს ელოდება. უნდა, რომ გაუღიმონ, სიყვარული და სითბო აჩუქონ... ამხელა სითბო დევს ამ პატარა ბავშვში!


- როგორი ხასიათების ბიჭია?
- ძალიან საყვარელი, თბილი, მოუსვენარი და საოცრად ცელქი! ამასთანავე, ჭკვიანი და მგრძნობიარე. თავისუფალ დროს უსმენს მუსიკას და წიგნის კითხვაც ძალიან უყვარს. წლისა და 9 თვის ძმა ჰყავს, რომელზეც ძალიან ზრუნავს. მის მოვლაშიც კი მეხმარება. უყვარს, როცა ანდრიას სიმღერას ან ცეკვას ასწავლის.


- თქვენთან ერთად ვინ გულშემატკივრობს ნიკოლოზს?
- პატარა ძმა, ნათესავები, მეგობრები. მამა შორიდან გულშემატკივრობს, რადგან ჩვენ ერთი წელია, ერთად აღარ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ორ პატარა ანგელოზს მარტო ვზრდი.


Funtime ნიკოლოზსაც გაესაუბრა…


- ნიკოლოზ, მოგეწონა სცენაზე გამოსვლა?
- ძალიან; არ ველოდი, თუ პროექტში ამხელა სითბოსა მაჩუქებდნენ. ოქროს ღილაკს კი არა, მომდევნო ტურში თუ გადავიდოდი, ესეც არ მეგონა. მინდა, ქუჩაში ხალხი დაცინვის გარეშე მიღიმოდეს და ისე შემიყვაროს, როგორც ჩემი საყვარელი მსახიობი ჩარლი ჩაპლინი უყვართ დღემდე.


- ცეკვის გარდა, სხვა რა გატაცება გაქვს?
- დედას დღემდე ვეხვეწები, რაგბიზე შემიყვანოს. ცურვაც ძალიან მიყვარს. მინდა, საბავშვო ფილმში გადამიღონ. ცეკვა 3 წლიდან დავიწყე, თუმცა დედა რატომღაც ხალხურ სიმღერაზე მატარებდა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?