თაკო ესებუა: „სახლში პიანინოც არ მაქვს, რომ ვიმეცადინო“

ნიჭიერი

28 ნოემბერი 23:50, 2016 წელი

სულ ცოტა ხნის წინ ამ გოგომ თავისი შესრულებით დარბაზი ააფეთქა და „ოქროს ფანტელებმა“ აავსო სცენა. „ზალიკომ ოქროს ღილაკი რომ გამოიყენა, უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა. სიმღერა რომ დავასრულე და დარბაზიდან ამხელა ემოცია წამოვიდა, იმ წუთებში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი...“ - ამბობს 25 წლის თაკო ესებუა, „ნიჭიერის“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი, რომელსაც Funtime უფრო ახლოს გაგაცნობთ.


- თაკო, სიმღერა რა ასაკში დაიწყე?
- ბავშვობიდან ვმღერი. სენაკში გავიზარდე. 18 წლის ვიყავი, როცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საოპერო ვოკალზე ჩავაბარე. თუმცა ბაკალავრიატის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. საზღვარგარეთ კონკურსებში მონაწილეობა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ჩვენს ქვეყანაში რომელიმე პროექტში მონაწილეობა კი არ მინდოდა.


- რატომ?
- კარგ შედეგებს არ ველოდი. ვფიქრობდი, რომ ქუჩიდან თუ მივიდოდი რომელიმე კონკურსში, ეს კარგ შედეგს არ მოიტანდა. „ნიჭიერზე“ კი ძალიან ბევრი ვიფიქრე. ბოლოს მეგობრებმა მთხოვეს, იქნებ სცადოო. ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ უკან აღარ უნდა დამეხია. კარმენის არიის შესრულებამ წარმატება კი მომიტანა, მაგრამ, ფაქტობრივად, ამ ნაწარმოებზე არც მიმუშავია. სახლში პიანინოც კი არ მაქვს, რომ მემეცადინა. ყურსასმენებით ვუსმენდი სიმღერას და მხოლოდ ეს იყო პროექტისთვის ჩემი მომზადება.


- სცენაზე გასვლამდე რა მოლოდინი გქონდა?
- მომდევნო ტურში გადასვლის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ოქროს ღილაკს მართლა არ ველოდი. ჟიურის ყველა წევრისგან ველოდი კრიტიკას, რადგან, ალბათ, ცოტა თავდაჯერებულობა მაკლია. სიმღერა რომ დავასრულე და დარბაზიდან და ჟიურისგან ამხელა ემოცია წამოვიდა, იმ წუთევში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ზალიკომ ოქროს ღილაკი რომ გამოიყენა, უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ემოციების გამოხატვა არ მჩვევია, მაგრამ რაღაც დეტალები ახლაც არ მახსოვს. 


- ნახევარფინალში ხარ. ალბათ, გამარჯვების იმედიც გაქვს...
- როცა სცენაზე ვდგავარ, თავიდან ვიბადები, მგონია, რომ ყველაფერს შევძლებ და „ჟილკა“ ყოველთვის მაქვს. გამარჯვება ჩემზეა დამოკიდებული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა არც ამის ამბიცია მაქვს. მთავარია, ხალხის სიყვარული დავიმსახურო და შემამჩნიონ.


- როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ სწავლა აღარ გაგიგრძელებია. ამჟამად რას აკეთებ?
- კონსერვატორიის მხოლოდ დიპლომი მაქვს, რადგან სოლო კარიერის გაგრძელებას ვერ ვახერხებ. 4 წელია, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაში ვმღერი. გასტროლზე ხშირად გვიწევს გასვლა. ორი კვირაა, რაც ბრიუსელიდან დავბრუნდით. მიხარია, აქტიურად რომ ვარ დაკავებული ჩემს სფეროში. რომ არ ვიმღერო, ალბათ, მოვკვდები. სოლო კარიერის გაგრძელება მინდა. ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. როცა სცენაზე მარტო ვდგავარ, მუსიკას სხვანაირად ვგრძნობ.


- რა ხდება შენი მუსიკალური სამყაროს მიღმა?
- 9 წლის შვილი მყავს. საბა ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილია. სამწუხაროდ, მასთან ერთად ცხოვრებას ვერ ვახერხებ. თბილისში არანაირი პირობა არ მაქვს იმისთვის, რომ შვილი გვერდით მყავდეს. ქმარს 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გავშორდი, ჩემი შემოსავალი კი საბას აღზრდისთვის საკმარისი არ არის, რადგან ხელფასი მხოლოდ ქირისა და არსებობისთვის მყოფნის. საბა 4 წლიდან დედაჩემთან, სენაკში იზრდება. როგორც ვახერხებ, ვცდილობ, მის გვერდით ვიყო, მაგრამ ჩემს შვილს დედის სითბო აკლია. 


- თბილისში ვისთან ერთად ცხოვრობ?
- თბილისში წლებია, მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შვილი გვერდით მყავდეს.


- მეუღლესთან დაშორების მიზეზი შენი მუსიკალური კარიერა ხომ არ იყო?
- როცა ქალი თავის საქმითაა დაკავებული, ოჯახში ეგოიზმი ჩნდება. კონფლიქტი ხშირად გვქონდა. ჩემი სცენაზე დგომა მეუღლისთვის სასურველი არ იყო, თუმცა ოჯახის დანგრევის მიზეზი მხოლოდ ჩემი მუსიკალური კარიერა არ ყოფილა. 16 წლის ვიყავი, როცა მოტყუებით წამიყვანა. იცოდა, როგორ მიყვარდა სიმღერა. თავიდან ყველაფერზე თანახმა იყო, თუმცა მერე, რომ დაფიქრდა, ცოლის სცენაზე დანახვა არ სიამოვნებდა...


- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ მეუღლესთან?
- იშვიათად ვხდები, მაშინ როცა შვილი მასთან მიმყავს. ჩემს ყოფილ ქმარს უკვე სხვა ოჯახი ჰყავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?