სალომე ბერიშვილი: მოლოდინი ერთია და რეალობა - მეორე. ყველამ ნახა, მონაწილეთა რამდენად ძლიერი ნაკადი მოვიდა შესარჩევ ტურებზე. ამიტომ, გულწრფელად გეტყვით, რომ ფინალში მოხვედრა ჩვენთვის დიდი მოულოდნელობაა! რაც მოხდა, უკვე გამარჯვების ტოლფასია! გიორგიმ სიმღერა რომ დაამთავრა და სცენიდან გამოვიდა, სრულიად შოკირებული იყო! ზუსტად ვიცი, ეს ემოცია საიდან მოდიოდა - ნიკა გვარამია რომ დაინახა ფეხზე წამომდგარი, მაშინვე მივხვდი, რომ გიორგის გულსა და სულში ემოციების ფოიერვერკი იქნებოდა!
- როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მოგეხსენებათ, ახლა ირგვლივ გრიპის ეპიდემიაა, რისიც ძალიან მეშინოდა. მით უმეტეს, მეტროთი გვიწევდა მგზავრობა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, გიორგი არ გაციებულიყო და გამოგვივიდა კიდეც. როცა შვილის თვალებში ანთებულ ვარსკვლავებს ვხედავ და ვგრძნობ, მის გულში რა ტრიალებს, ეს ჩემთვის მთელი სამყაროს ტოლფასია!