ეკატერინე აბულაძე: ,,რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერს გავაკეთებ!“

ნიჭიერი

10 იანვარი 15:15
76

ეკატერინე აბულაძე „ნიჭერის“ ფინალშია. „ძია ნოდარის ბენდის“ სოლისტმა მეორე ლაივის დასასრულს თავისი ემოციები Funtime-ს გაუზიარა.

ეკატერინე აბულაძე: „ემოციების გადმოცემა ალიან ძნელია, ეს ყველაფერი უნდა გამოსცადოთ! ფინალში მოხვედრა იმდენად მოულოდნელი იყო, აზრებსაც ვერ ვალაგებ, რომ რამე გითხრათ! ფინალისტობა ჩემთვის დიდი სტიმული და ბიძგია! რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერს გავაკეთებ, რადგან „ნიჭიერმა“ ამაში ხელი შემოწყო. აღარ მინდა ერთი და იგივე, ახლა უკვე დიდ სცენაზე მინდა! სიმართლე გითხრათ, პროექტში პესიმისტური განწყობით მოვედი და ალბათ იმიტომაც ვარ ასეთ ემოციებში!“