სერგი დოლიძე: „კონკურსანტებს შორის ყველაზე უიმედოდ მე ვიყავი...“

ნიჭიერი

11 იანვარი 21:30
60

წელს „ნიჭიერში“, მომღერლებზე მეტად, აშკარაა, ილუზიონისტებს უმართლებთ. ფინალში უკვე მეორე ილუზიონისტი გადავიდა - ბათუმელი კონკურსანტი, 19 წლის სერგი დოლიძე. სერგიმ Funtime-ს უამბო, რას ფიქრობს თავის ყველაზე ძლიერ კონკურენტზე - ლაშა გელაშვილზე...

სერგი დოლიძე: არ ვიცი, რატომ, მაგრამ კონკურსანტებს შორის ყველაზე უიმედოდ მე ვიყავი. საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ გახლდით და ფინალში გადასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა მაყურებლის ემოციამ მაჩვენა, რომ შესრულების დონე მაღალი იყო. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო!


- ფინალში, თქვენ გარდა, სხვა ილუზიონისტიც გადავიდა. ლაშა გელაშვილისგან
კონკურენციის პირობებში რა იმედები გაქვთ?
- ლაშა პროექტში გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით. საოცრად ნიჭიერი ადამიანია! მე კარტებით მანიპულატორი ვარ. ერთმანეთისგან განსხვავებული ილუზიონისტები ვართ და ამიტომაც მოვხვდით ორივე ფინალში. ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და ბევრ რამეს ვასწავლით კიდეც.


- ილუზიონისტობამ როდის გაგიტაცა?
- 7 წლის ასაკში ფოკუსების წიგნი ვიპოვე მაღაზიაში. მახსოვს, ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან მაშინ სასწაულების მჯეროდა და მეც მინდოდა, ამის მონაწილე ვყოფილიყავი! ამ წიგნმა განაპირობა ის, რომ დღეს ილუზიონისტი ვარ. ბოლო ოთხი წელია, კარტებით ვმანიპულირებ.